DCA სტრატეგია სალვადორულად

ფოტო - DCA სტრატეგია სალვადორულად
ნაიბ ბუკელემ და ჯასტინ სანმა გადაწყვიტეს ბაზრის მხარდაჭერა ყოველდღიურად 1 BTC-ის ყიდვით. ამის შესახებ მათ Twitter-ზე განაცხადეს.
ბიტკოინი უკვე ერთი წელია, რაც სალვადორში ოფიციალური გადახდის საშუალებაა. თუმცა, ქვეყანას ცოტა არ  გაუმართლა  ფინანსური რევოლუციის დაწყების დროში: ამ დროის განმავლობაში მათი ბიტკოინის ბალანსმა თითქმის 70 მილიონი დოლარის დანაკარგი განიცადა  ბაზრის ვარდნის გამო.

სანამ ყველა შეშფოთებული იყო რომ ლათინოამერიკული ექსპერიმენტი ჩავარდა, სალვადორის ქარიზმატულმა პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ ხმამაღლა განაცხადა დაბრუნების შესახებ: 18 ნოემბრიდან მისი ქვეყანა ფასის მიუხედავად ყოველდღიურად 1 BTC-ს იყიდის ფასის მიუხედავად!
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ბუკელის შემდეგ, ინიციატივას მხარი დაუჭირა Tron Foundation-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ასევე ყოველდღე შეიძენს 1 BTC-ს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ხასიათდება აქტივის განმეორებით შესყიდვებით „თანაბარი ნაწილით“ ნებისმიერ მიმდინარე ფასად, ცნობილია როგორც DCA (Dollar Cost Averaging, დოლარის საშუალო ღირებულების გაანგარიშება). როგორ შეუძლია მას დაეხმაროს ბაზარს FTX-ის დაშლისა და არასტაბილურობის მორიგი რაუნდის ფონზე?

რა არის DCA?

DCA მინიმუმამდე ამცირებს ემოციურ შემადგენელს ბაზრის მაღალი  ვოლატილობის დროს. როგორ მუშაობს ეს?

გარკვეული აქტივის არჩევის შემდეგ, თქვენ მასში არა მთელ თქვენს კაპიტალს, არამედ მხოლოდ ნაწილს აბანდებთ. შემდეგ  ეს მანევრი  დროის  გარკვეულ მონაკვეთში - (კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ და ა.შ.) განმეორდება.  ინვესტიციების მოცულობა და შესყიდვების პერიოდულობა უნდა დარჩეს უცვლელი, მიუხედავად საბაზრო ფასებისა.

ასეთი სტრატეგია საშუალებას იძლევა ეფექტურად განაწილდეს არსებული კაპიტალი და გაათანაბროს საშუალო ღირებულება აქტივის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამასთან, თქვენ არ გჭირდებათ ბაზარზე შესვლის საუკეთესო წერტილის დადგენა.

DCA-ს უპირატესობები

DCA უკეთეს შედეგებს აჩვენებს აქტივებთან მიმართებაში, რომლებიც გამოირჩევიან მდგრადი აღმავალი ტენდენციით. ამის დასტური შეიძლება იყოს ბიტკოინის მაგალითზე, რომლისთვისაც შექმნილია სპეციალური საინვესტიციო DCA -კალკულატორი.

თუ სამი წლის წინ დაიწყებდით ბიტკოინში კვირაში 10 დოლარის ინვესტირებას, თქვენი კაპიტალი იქნებოდა არა 1570 დოლარი, არამედ 3480 დოლარი. მაგრამ, თუ ჩვენ ხელახლა გამოვთვლით ამ არითმეტიკას,  სალვადორისა და ჯასტინ სანის სტრატეგიებისთვის (1 ბიტკოინის ყიდვა ყოველდღე!), შედეგი შეიძლება კალკულატორის რეესტრშიც ვერ  ჩაეტიოს !
წყარო: dcabtc.com

წყარო: dcabtc.com

დოლარის საშუალო ღირებულების გაანგარიშების  სტრატეგია საშუალებას აძლევს ინვესტორებს:

  •  შეამციროს აქტივების გაძვირებული ფასით შეძენის უარყოფითი ეფექტი;
  • დაიწყოს ინვესტირება დიდი საწყისი კაპიტალის გარეშე;
  • შეაფასოს კრიპტოვალუტის კოტირების მერყეობა და შესაძლო რისკები ნერვული სისტემისა და ოჯახის ფინანსების დაზიანების გარეშე.
  • ჰქონდეს ფინანსების რეზერვი აქტივების დამატებითი შესყიდვისთვის ღირებულების მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში.

DCA-ს ნაკლოვანებები

ამ სტრატეგიის მთავარი ნაკლი არის  დაგვიანებული შედეგი. სქემის მუშაობის დაწყებას მინიმუმ სამი თვე სჭირდება. ხელშესახები შედეგის მისაღებად ერთი წელი ან მეტი დასჭირდება.

DCA-ს სტრატეგიის ინვესტიციისთვის არჩევისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დაბალი ეფექტურობა მდგრადი ხარის  ბაზრის პირობებში, საკომისიოს გაზრდილი ხარჯები დამატებითი ტრანზაქციებისთვის და დანაკარგები, როდესაც აქტივის ღირებულება იზრდება.

ხელს შეუწყობს თუ არა სალვადორის სტრატეგია ბაზრის სტაბილიზაციას?  პირველ რიგში, ბუკელეს მხოლოდ საკუთარი პორტფელის სტაბილიზაცია სურს და არა მთელი ბაზრის. და მეორე, უნდა ვაღიაროთ, რომ თვეში 30 ბიტკოინი -  არ არის ის რაოდენობა, რომელიც ფასზე დიდ გავლენას ახდენს.

მაგრამ სოციალური ეფექტი, რომელიც  ბუკელეს ტვიტის შემდეგ წარმოიქმნა, შესაძლოა  კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესის ახალ ტალღაში გადაიზარდოს.