დიპფეიკები კრიპტოთაღლითების სამსახურში

ფოტო - დიპფეიკები კრიპტოთაღლითების სამსახურში
კრიპტოინდუსტრიაში ცნობილი პიროვნებების დიპფეიკებმა გულუბრყვილო კრიპტომოყვარულებს არც თუ ცოტა ჭაღარა თმა შემატა. ყალბი თუ ორიგინალი? თანამედროვე ბაზარი ინვესტორს მოსაფიქრებლად ხშირად მხოლოდ რამდენიმე წუთს აძლევს.
SlowMist-ის შეფასებით, რომლის სპეციალიზაცია ბლოკჩეინის უსაფრთხოებაა, გასულ წელს ბლოკჩეინზე 303 თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტების მესამედი ფიშინგით, Rug Pull-ითა და სხვა თაღლითობით იყო გამოწვეული.

არ დაუჯერო საკუთარ თვალებს: SBF-ის, Binance-ის მენეჯერებისა და ილონ მასკის დიპფეიკები

კრიპტელები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დიპფეიკებთან - ვიდეოებთან, რომლებიც ნეიროქსელების გამოყენებითაა შექმნილი. ხელოვნური ინტელექტი რგოლს პრაქტიკულად პიქსელ-პიქსელ, რეალური ვიდეოებისა და ფოტოების საფუძველზე ქმნის. თაღლითების ყველაზე გავრცელებული ხრიკი დარგის ცნობილი პიროვნებების დიპფეიკებია.

გასულ შემოდგომაზე, კრიპტოსაზოგადოება FTX-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, სემ ბენკმენ-ფრიდის (SBF) ვიდეომ ააფორიაქა. „გამარჯობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ბირჟა FTX  გაკოტრდება. მაგრამ მინდა, ყველა მომხმარებელს ვაცნობო, რომ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ზარალის ანაზღაურების სახით ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის გათამაშება, სადაც შეგიძლიათ, თქვენი კრიპტოვალუტა გააორმაგოთ. ამისათვის უბრალოდ გადადით ვებგვერდზე... ”, - ჰპირდებოდა ადამიანი, რომელიც SBF-ს ჰგავდა და SBF-ს მსგავსად ლაპარაკობდა. Twitter-ში დიპფეიკი გამოქვეყნდა ვერიფიცირებული ანგარიშის მიერ, რომელიც ვიზუალურად SBF-ის რეალური  ანგარიშისგან არ განსხვავდებოდა. თაღლითებმა ბიზნესმენის ინტერვიუს ძველი კადრები და ხმის ემულატორი გამოიყენეს, რათა კრიპტელები მავნე ვებგვერდზე შეეტყუებინათ. სხვათა შორის, Twitter-ის გენერალური  დირექტორის, ილონ მასკის იდეამ „ლურჯი  ✔ ნიშნის“ 8 დოლარად გაყიდვის შესახებ მნიშვნელოვნად გაზარდა თაღლითობებისა და ხუმრობების ნაკადი, რომელიც ვერიფიცირებული ანგარიშებისადმი ნდობაზეა დაფუძნებული.

თაღლითების სატყუარად იქცა Binance-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, პატრიკ ჰილმანის გამოსახულებაც. ჰილმანის დიპფეიკმა ბირჟის პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გამართა. მისი ციფრული ორეულის შესაქმნელად, ჰაკერებმა მენეჯერის ინტერვიუებისა და გამოსვლების ვიდეოები გამოიყენეს. არ გაითვალისწინეს მხოლოდ ის, რომ ბოლოდროინდელი  ავადმყოფობის პერიოდში მან წონაში მოიმატა. ყველაფერს ფარდა მხოლოდ მაშინ აეხადა, როდესაც ჰილმანმა დიპფეიკთან პროდუქტიული შეხვედრისთვის მადლობის წერილები მიიღო. პროცესში გაირკვა, რომ Binance-ის ტოპ მენეჯერად Twitter-ში, LinkedIn-ში, Telegram-ში და სხვა სოციალურ ქსელებში უამრავი "ჰაკერი" მუშაობს. 

ილონ მასკის მრავალრიცხოვანი გამოსვლა TED Talk-სა და სხვა სატელევიზიო შოუში ასევე გახდა კლონდაიკი თაღლითებისთვის. TED-ში მასკის გამოსვლის გახმაურებული დიპფეიკი, რომელშიც ის დეპოზიტებზე 30%-იანი ანაზღაურების მქონე კრიპტოვალუტურ პლატფორმას ძალიან აქებდა, Twitter-ში გამოქვეყნდა. თაღლითებში ძალიან პოპულარულია ბიზნესმენის დიპფეიკის "პირდაპირი ტრანსლაციები" YouTube-ზეც.
მე რომ მქონოდა Dogecoin ყოველი კრიპტოვალუტის თაღლითობისთვის, რომელიც ვნახე, ახლა 100 მილიარდი Dogecoin გვექნებოდა
გვამწუხრებს ილონ მასკი

როგორ ამოვიცნოთ დიპფეიკი

ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ორიგინალის ყალბისგან გარჩევას სულ უფრო მეტი დრო სჭირდება. ის კი, ხშირად, არც არის: გასული წლის ბაზრის შოკებმა თავისი საქმე გააკეთა. იმისათვის, რომ არ გაკოტრდეს, ინვესტორს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვს. საფუძვლიანი ვიზუალური გამოკვლევისთვის დრო აღარ რჩება.

კრიპტელები პანიკაში ადვილად ვარდებიან და ამჯობინებენ მიდგომას "სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო". მას კი ისინი პირდაპირ თაღლითების ქსელში მიჰყავს. მაგალითად, თქვენ მსხვილი კრიპტობირჟის СЕО-ს ვიდეო ნახეთ. მასში ის აცხადებს, რომ სახსრების გატანა ერთი საათის განმავლობაში შეწყდება. თქვენი მოქმედებები: კრიპტოვალუტის დაუყოვნებლივ გატანა თუ საათების დახარჯვა და ტოპ მენეჯერის სახის ზედმიწევნით შესწავლა?

მიუხედავად, ამისა, დიპფეიკის ამოცნობის მარტივი გზა მაინც არსებობს. სანამ ფიშინგურ ვებგვერდზე გადახვალთ, დააკვირდით, როგორ ახამხამებს თვალებს პირობითი ილონ მასკი. თუ ამას არაბუნებრივად აკეთებს, თქვენს წინაშე დიპფეიკია. საქმე ისაა, რომ ნეიროქსელები ვიდეოს ფორმირებას ღია თვალების მქონე ადამიანის გამოსახულებაზე დაყრდნობით ახდენს. ამიტომ თვალების დახამხამების პროცესს ხელოვნური ინტელექტი ჰბაძავს და ჯერჯერობით, ამას არასრულყოფილად აკეთებს.

გარდა ამისა, სხვადასხვა კომპანიებმა და სტარტაპებმა უკვე შეიმუშავეს  დიპფეიკების საჯაროდ ხელმისაწვდომი დეტექტორების ჯგუფი. ეს არის ონლაინ პლატფორმები Deepfake-o-Meter და Sensity, Deepware Scanner, Microsoft Video Authenticator, DeepDetector და DeepfakeProof DuckDuckGoose-ისგან, უტილიტა Reality Defender და ა.შ.

და ბოლოს, მოქმედებს კარგი ძველი წესი: „თუ ეს ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, მაშინ, ალბათ, საქმე თაღლითობასთან გვაქვს“. კრიმინალები მოწინავე ტექნოლოგიას იყენებენ, რათა თქვენ მათ დაუჯეროთ. მათ წინააღმდეგ ყველაზე საიმედო იარაღი საღი გონებაა.