DeFi vs CeFi

ფოტო - DeFi vs CeFi
ოპერაციები ციფრული აქტივებით ცენტრალიზებული პლატფორმების საშუალებით მოსახერხებელი ინტერფეისით და სერვისებით, ან შუამავლების გარეშე, მაგრამ არაკასტოდიალური საფულეების ფუნქციების ასკეტური ნაკრებით, არის დილემა, რომლის გადაჭრა ახლაც უწევს ყველა ინვესტორს ან ტრეიდერს, ვისაც კრიპტოვალუტებთან აქვს საქმე.
წმინდა ტექნიკური კომპონენტის გარდა, ასევე არის ბრძოლა ორ ფილოსოფიას შორის - მოუხერხებელი, მაგრამ შენ გეკუთვნის და, ძალიან მოსახერხებელი, მაგრამ შენი არ არის. ეს ყველაფერი მოგვაგონებს ფილმის "მატრიცის" მთავარი გმირის არჩევანს ლურჯ და წითელ აბებს შორის...
შენ ირჩევ DeFi-ის თუ CeFi-ის? (კადრი ფილმიდან „მატრიცა“ )

შენ ირჩევ DeFi-ის თუ CeFi-ის? (კადრი ფილმიდან „მატრიცა“ )

პირველი კრიპტოვალუტები, კერძოდ ბიტკოინი,  სხვადასხვა ფინანსური შუამავლების სრულად აღმოსაფხვრელად შეიქმნა. კომერციული ბანკები  ციფრული p2p გადარიცხვებისა და ფინანსური სერვისების სფეროში ზედმეტები აღმოჩნდნენ, ხოლო ცენტრალურმა ბანკებმა დაკარგეს მონოპოლია ფულის ემისიაზე, რომელიც ციფრული აქტივების სამყაროში ყველაზე დემოკრატიული კონცეფცია იყო და კრიპტოსაზოგადოებას ეკუთვნოდა. აქტივების გადარიცხვისთვის დეველოპერები არაკასტოდიალური საფულეების გამოყენებას სთავაზობდნენ, რომელთა პირად გასაღებს მხოლოდ მფლობელებთან ინახებოდა. ალბათ, სწორედ მაშინ გაჩნდა კრიპტელებში პოპულარული გამოთქმა: ვისაც აქვს გასაღები, ის ფლობს აქტივებს.

თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისში, პირველი ცენტრალიზებული კრიპტობირჟების (CEX) გამოჩენის შემდეგ, შემოთავაზებული იქნა კიდევ ერთი კონცეფცია - CeFi. ცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმები ტრეიდერებს სთავაზობდნენ თავიანთი კრიპტოაქტივების კასტოდიალურ ბირჟის საფულეებზე გადაცემას  (ამ შემთხვევაში პირად გასაღებს უკვე ბირჟა ფლობდა) ხოლო სანაცვლოდ მიეღოთ მოსახერხებელი სავაჭრო ტერმინალი, ინდიკატორებისა და ტექნიკური ანალიზის ხელსაწყოების (TA) გამოყენების შესაძლებლობა, ანალიტიკაზე წვდომა და მრავალი სხვა სავაჭრო ბონუსი, მათ შორის ფიატურ ვალუტებთან მუშაობის შესაძლებლობა. შესაბამისად, CEX პლატფორმებმა შესთავაზეს უფრო მოსახერხებელი სერვისი, რომლის მიღებაც შეიძლებოდა დეცენტრალიზაციის გარკვეული პრინციპების დათმობით.

შემდგომში, DeFi მიმართულება მნიშვნელოვნად შეივსო დეცენტრალიზებული ბირჟებით (DEX), ჭკვიანი კონტრაქტებით, აპარატული და ცივი არაკასტოდიალური საფულეებით, ასევე სხვადასხვა ლენდინგური  პროტოკოლებით დეცენტრალიზებული დაკრედიტების და პასიური მოგების მიღების ფუნქციით სტეიკინგის, ფარმინგის ან კრიპტოვალუტის დანაზოგების გამოყენებით. თითქმის ყველაფერი, რასაც ბანკები სთავაზობდნენ, ხელმისაწვდომი გახდა დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისებისა და აპლიკაციების (dApps) გარემოში.

CeFi-მ, თავის მხრივ, საინტერესო იყო სერვისებისა და ვარიანტების სოლიდური ნაკრებით. DEX-ის შეტევის მოლოდინში, CEX ბირჟებმა დაიწყეს იგივე DeFi სერვისების შეთავაზება საკუთარი პლატფორმების საშუალებით, რათა არ დაეკარგათ მომხმარებლები. საქმე იქამდეც მივიდა, რომ შეიქმნა ცალკე აღებული DEX პლატფორმები მშობელი CEX ბირჟის ბრენდის სახელით – ცენტრალიზებული პლატფორმები მზად იყვნენ ყველაფრის გასაკეთებლად, რათა შეეთავაზებინათ ყველა შესაძლო სერვისი კრიპტოვალუტის ბაზარზე „All-in-one“ პაკეტში. მაგრამ მთავარი, რაც მათ ჰქონდათ, იყო მაღალი ლიკვიდურობა და ორდერების წიგნები, რომლებიც ბოლომდე იყო სავსე ორდერებით  ფასების სხვადასხვა დიაპაზონში.

ორი მოდელი – ერთი გზა?

ორივეს, DeFi-საც და CeFi-საც აქვს საკუთარი უპირატესობები და მზად არიან იბრძოლონ კლიენტისთვის ერთი და იგივე ომის ორ ფრონტზე - უსამართლო საფინანსო-საბანკო სისტემის წინააღმდეგ მაღალი საკომისიოებით, შეზღუდვებითა და აკრძალვებით. და თითოეულ მოდელს აქვს არსებობის უფლება და ჰყავს მხარდამჭერები.
მოდელები  DeFi და CeFi

მოდელები DeFi და CeFi

DeFi ციფრული აქტივების მფლობელებს სთავაზობს ფინანსური სერვისების შთამბეჭდავ გამჭვირვალობას, ღიაობას და ხელმისაწვდომობას საკმარის ფუნქციონალურობასთან ერთად. თუმცა, ის ახლოსაც ვერ მივა საერთო ფუნქციონალურობასთან, რომელსაც  CeFi სთავაზობს. მაგრამ ეს ჯერჯერობით...

CeFi ბაზარი, როგორც ყოველთვის, უფრო დიდი და უფრო ლიკვიდურია, მაგრამ DeFi კუდში მისდევს და წარმოუდგენელი ტემპით იზრდება (განსაკუთრებით CEX ბირჟის, FTX-ის ჩამოშლის შემდეგ). ფიატური ვალუტების მხარდაჭერა  ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად რჩება, რომელიც DeFi-ს აკლია მეტი მომხმარებლის მოსაზიდად.

DeFi მოიცავს დეცენტრალიზებულ პროტოკოლებს, პლატფორმებს და ფინანსურ სერვისებს, რაც არის იმ სერვისების ალტერნატივა, რომლებიც არსებობს ტრადიციულ ფინანსურ სფეროში, რომელიც წარმოდგენილია ბანკების, შემნახველი და საკრედიტო კავშირების, ნაღდი ფულის გადარიცხვის სისტემებისა და სახელმწიფო ფინანსური ორგანიზაციებით. CeFi-ს სფერო არის ერთგვარი შუალედური რგოლი კლასიკურ ფინანსებსა და DeFi-ს შორის, რომელიც გვთავაზობს ცენტრალიზებულ პლატფორმებს ტრადიციული საბანკო სერვისების ციფრული აქტივების ახალ ეკონომიკასთან გაერთიანებისთვის. ის, ძირითადად, გამიზნულია მომხმარებლებზე, რომლებიც ჯერ არ არიან მზად, უარი თქვან ფიატურ ვალუტაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კონცეფცია კლასიკურ ფინანსურ და საბანკო ინდუსტრიას დაუპირისპირდა, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და აქვთ განსხვავებული მისიები, თუმცა ერთიან ტანდემში  დეცენტრალიზებული ფინანსებისა და ციფრული ფულის ეპოქის მოახლოებას ცდილობენ.

ორივე მოდელის უპირატესობები და ნაკლოვანებები

დეცენტრალიზებული ფინანსები წარმოიშვა ციფრული აქტივების მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების სრული სპექტრის მიწოდების მწვავე აუცილებლობის შედეგად, სრული დეცენტრალიზაციის პრინციპებზე და ყოველგვარი შუამავლების არარსებობის საფუძველზე, როგორც სატოში ნაკამოტომ გვიანდერძა.

CeFi და ტრადიციული ფინანსების ბევრი  გადაწყვეტილებისგან  განსხვავებით, DeFi პლატფორმები და პროტოკოლები სრულიად თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვისგან. ეს ნიშნავს, რომ არცერთ ცენტრალიზებულ ორგანიზაციას (ან მარეგულირებელს) არ შეუძლია გადაწყვიტოს, ვის აქვს ან არ აქვს უფლება გამოიყენოს ეს პლატფორმა ან მისი სერვისები. ეს მიდგომა უზრუნველყოფს DeFi სერვისების ღიაობას ყველასთვის, KYC პროცედურის გავლის აუცილებლობის გარეშე.

იმის გამო, რომ ამ პლატფორმების გამოყენება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც აქვს ციფრული აქტივების საფულე, ისინი ბანკების, საკრედიტო კავშირების, ფულის ბაზრების და სხვა ტრადიციული ფინანსური პლატფორმების უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივაა,. სწორედ DeFi უზრუნველყოფს ფინანსურ სერვისებზე წვდომას მათთვის, ვინც ვერ იღებს კლასიკურ საბანკო სერვისებს ასაკობრივი შეზღუდვის, ცუდი საკრედიტო რეიტინგის ან მისი არარსებობის გამო.

DeFi სერვისები იქმნება ცნობილი ბლოკჩეინის პლატფორმებზე დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) ფორმატში. უმეტეს შემთხვევაში, dApps ეფუძნება ღია საწყის კოდს, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს ჩაატაროს როგორც კოდის აუდიტი, რომელზედაც დაფუძნებულია ამ გადაწყვეტის სმარტ-კონტრაქტები, ასევე დამუშავებული ტრანზაქციების აუდიტიც. გარდა ამისა, ცნობილი აუდიტორულ-კონსალტინგური კომპანიები რეგულარულად აწვდიან ანგარიშებს ასეთი გადაწყვეტილებების უსაფრთხოების დონის შესახებ.

DeFi პლატფორმებზე ტოკენიზებული აქტივები თავისუფლად შეიძლება გაიყიდოს ღია ბაზარზე. როგორც წესი, მომხმარებლებს შეუძლიათ გააკეთონ ამ აქტივებით ყველაფერი რაც მათ სურთ, თუ აქტივები არ არის დაბლოკილი ან გაყინული გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, DeFi სექტორი მიზნად ისახავს მომხმარებლებს საშუალება მისცეს მართონ ფული დამოუკიდებლად ფინანსური შუამავლების დახმარების გარეშე. ერთი მხრივ, ეს თავისუფლებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული რისკები. DeFi გადაწყვეტილებებს უფრო ხშირად ესხმიან თავს ჰაკერები, ვიდრე CeFi-ს, სადაც დაცვის დონე უფრო მაღალია ორგანიზაციული სტრუქტურის, დაცვის ხარისხის და ბიზნეს პროცესების შექმნის შედეგად, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის დიდი კომპანიების ან ბანკების შემთხვევაში.

 DeFi-ით მომხმარებლები სრულად არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება მათ აქტივებთან დაკავშირებით. პირადი გასაღების დაკარგვა ან მონეტების არასწორი გადარიცხვა ყალბი საფულის მისამართებზე არის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც კრიპტოინვესტორებს შეუძლიათ დაკარგონ თავიანთი აქტივები. თუმცა, როდესაც საქმე CeFi-ს ეხება, ფინანსურ შუამავალს, როგორც წესი, აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს მომხმარებელთა ფინანსური დანაკარგებისგან დაცვის მექანიზმები. მაგალითად, ისინი პრაქტიკაში ახორციელებენ არბიტრაჟს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც р2р-გადარიცხვების დროს, იყენებენ თანხის დაბრუნების სისტემას, რომელიც არის შეცდომების გამოსწორების ან თაღლითური ქმედებების თავიდან აცილების გარანტი.

სხვადასხვა DeFi პლატფორმა მომხმარებლებს უამრავ სასარგებლო ფუნქციას და შემოსავლის შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგრამ ასევე არის საკმარისი რაოდენობის პროექტები, რომლებსაც ან რეალური ღირებულება არ აქვთ, ან აშკარა თაღლითობაა. CeFi პლატფორმებს, როგორც წესი, საჯარო პირები და რეგისტრირებული კომპანიები მართავენ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მაგრამ მომხმარებლებს, რომლებიც თაღლითური DeFi პროექტების ჩრდილოვანი სქემებით დაზარალდნენ, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა რეალურად არ აქვთ.

ასევე, დეცენტრალიზებული პლატფორმების ნაწილი გაურკვეველ სამართლებრივ სტატუსში იმყოფება, რადგანაც მათ შეუძლიათ მომხმარებლებს მისცენ წვდომა სერვისებზე, რომლებიც ექვემდებარება აკრძალვას ან მკაცრ რეგულირებას გარკვეულ იურისდიქციებში. ეს არის გარკვეული სტოპ-ფაქტორი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც  წესებით თამაში სურთ.

დასკვნა

ამჟამად, CeFi სექტორი მნიშვნელოვნად აღემატება DeFi-ს, როგორც მომხმარებლების რაოდენობის, ისე მთლიანი ბაზრის მოცულობისა და ლიკვიდურობის თვალსაზრისით, ძირითადად აქვს უკეთესი რეპუტაცია და მომხმარებელთა შეფასებები. მიზეზი არის ის, რომ დიდი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟები მრავალი წლის განმავლობაში ავითარებენ და აუმჯობესებენ მომხმარებლისთვის ინტუიციურად გასაგებ ინტერფეისებს, ასევე გვთავაზობენ ფუნქციონალურობას და ინსტრუმენტებს, რომლებიც DeFi-ს არ გააჩნია. ეს ეხება ფიატური ვალუტების პირდაპირი გამოყენების შესაძლებლობას, როგორიცაა აშშ დოლარი (USD) ან ევრო (EUR), ან CEX ბირჟის ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის გარკვეული ქვეყნების ციფრული მოქალაქეობის მიღებას, რაზეც ადრე უკვე დავწერეთ.

CeFi ასევე უფრო ნაცნობია მომხმარებლებისთვის, რადგანაც CEX ბირჟები გვთავაზობენ კასტოდიანის (აქტივების მცველის) მომსახურებას. ეს უადვილებს ცხოვრებას ახალბედებს და ეხმარება მათ იმ გარკვეული რისკების თავიდან აცილებაში, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ დაკარგავენ პაროლს,  seed-ფრაზებს ან პრივატულ გასაღებს, როგორც ხშირად ხდება არაკასტოდიალური საფულეების ან სერვისების გამოყენებისას DeFi ბაზარზე წვდომისთვის. CeFi-ის ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა პოზიტიურად გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი CEX ბირჟის მხარდაჭერის სამსახურის დახმარებით.

თუმცა, ბოლო წლებში DeFi ინდუსტრია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება. რეგულარულად ჩნდება ახალი, უფრო ინოვაციური და მოწინავე DEX პლატფორმები და სერვისები. ასე რომ, დისტანცია CeFi-სა და DeFi-ს შესაძლებლობებს შორის თანდათან მცირდება  და ვინ იცის, ვის სასარგებლოდ შეიცვლება ბალანსი მომდევნო ხუთი წლის შემდეგ ...