DeLabs-ისთვის ბრძოლაში Solana Polygon-თან დამარცხდა

ფოტო - DeLabs-ისთვის ბრძოლაში Solana Polygon-თან დამარცხდა
NFT პროექტმა y00ts დაიწყო მისი ნატიური Solana-ს ბლოკჩეინიდან Polygon-ის ქსელში მიგრაციის პროცესი. პროექტის დამფუძნებლების გათვლებით, ეს ტრანზაქციების შესრულების დროსა და მომხმარებლის საკომისიოს შეამცირებს.
საერთო ჯამში, კროესჩეინ ხიდის გავლით 15000 საკოლექციო NFT-ის გადატანა იგეგმება. 
  
Polygon-ზე კლიენტების ტოკენების გადატანის პროცესის მოტივაციისთვის, DeLabs ერთი დღე-ღამით ყველა საკომისიოს აუქმებს და "დიდი გადასვლის" მონაწილეებს $5-იანი ჯილდოთი წაახალისებს.  
  
გუნდი ასევე სთავაზობს y00ts მფლობელებს შანსს, მოიგონ DeGods NFT, რომელიც Ordinals-ზეა არის დაფუძნებული და ბიტკოინის ქსელში რეგისტრირებული.

GC
GN Crypto
ავტორი