Depositphotos გამოუშვა NFT-კოლექცია უკრინის მხარდასაჭერად

ფოტო - Depositphotos   გამოუშვა NFT-კოლექცია უკრინის  მხარდასაჭერად
საერთაშორისო ფოტობანკმა Depositphotos-მა META HISTORY პროექტთან და უკრაინის კულტურის სამინისტროსთან ერთად, წამოიწყო NFT კოლექცია „აღორძიენება“ განადგურებული კულტურული ობიექტებისა და არქიტექტურული ძეგლების აღდგენისთვის სახსრების მოსაზიდად.
38 ურთიერთშეუცვლელი ტოკენის შესაქმნელად, ფოტო კონტენტის პლატფორმა შვიდ უკრაინელ მხატვართან თანამშრომლობდა. ექვსი თემატური სერიის თითოეული ნამუშევარი არის უნიკალური ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამოიყურებოდეს დაბომბილი შენობები აღდგენის შემდეგ. კრეატივების გენერირებით, მხატვრებმა ხელახლა გადააფასეს  პირადი განცდები, ემოციები, მოგონებები და ოცნებები, რომლებიც მათ ნამუშევრებში ჩადეს.

 NFT კოლექციაში შეგიძლიათ ნახოთ დონეცკის აეროპორტის, მარიუპოლის აკადემიური თეატრის, ირპინის კულტურის სახლის, ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის, ლუგანსკის უკრაინის მუსიკისა და დრამის თეატრის, ჩერნიგოვის რეგიონალური საბავშვო ბიბლიოთეკის  და ათობით სხვა ობიექტის კონცეფციები.
(სერგეი პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი „დონეცკი“, OTOG Studio)

(სერგეი პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი „დონეცკი“, OTOG Studio)

(ქალაქ ირპენის კულტურის ცენტრალური სახლი, ბოგდანა დავიდიუკი)

(ქალაქ ირპენის კულტურის ცენტრალური სახლი, ბოგდანა დავიდიუკი)

(დონეცკის საოლქო აკადემიური დრამატული თეატრი მარიუპოლში, ალექსანდრე დანილენკო)

(დონეცკის საოლქო აკადემიური დრამატული თეატრი მარიუპოლში, ალექსანდრე დანილენკო)

„პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს Depositphotos-სთვის, რადგან ჩვენს გუნდში ბევრი უკრაინელი გვყავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ომის დაწყებიდან და ვაგრძელებთ დახმარებას. მძიმე და სისხლისმსმელი ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ უკვე ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე, მომავალი თაობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. ამიტომ, ჩვენ გავერთიანდით მხატვრებთან, რათა დავეხმაროთ განადგურებული ობიექტების აღდგენას. ეს NFT პროექტი ხალხს აცნობს უკრაინის ძეგლებს და საშუალებას აძლევს მათ წვლილი შეიტანონ ქვეყნის მომავალში“, - ამბობს Depositphotos-ის მარკეტინგის დირექტორი ალინა ვოლჩეკი.

NFT-არტები ხელმისაწვდომია მრავალჯერადი შესყიდვისთვის META HISTORY მუზეუმში. თანხები გადაირიცხება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს კრიპტო საფულეში. თითოეული ნამუშევრის შეძენის შესაძლებლობა თანდათან იხსნება.

„სრულმასშტაბიანი ომის ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით უკრაინის მუზეუმი, თეატრი და კულტურული ცენტრი. ზარალი დაახლოებით 6 მილიარდ ევროს შეადგენს და ეს თანხა ზრდას განაგრძობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის კულტურული ძეგლების აღდგენის შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა და ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ.

შეგახსენებთ, Depositphotos არის საერთაშორისო ფასიანი საფონდო ფოტოგრაფიის საიტი 230 მილიონზე მეტი საფონდო ფოტოთი და სხვა ნამუშევრებით. პლატფორმის საზოგადოება შედგება 100 000 ავტორისგან, რომელთა ვიზუალიზაცია ხელს უწყობს 192 ქვეყნიდან კლიენტების იდეების რეალიზებას. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში,  Depositphotos-ის წარმომადგენლობები არის კიევში, მილანსა და ლიმასოლში.

META HISTORY არის ყველაზე დიდი უკრაინული საქველმოქმედო NFT პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს კულტურის სამინისტრო. ის მარტში გამოჩნდა და ამ დრომდე 1.3 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა სერგეი პრიტულას ფონდისთვის და კრიპტოვალუტის ფონდისთვის „უკრაინის დახმარება“.  META HISTORY მუზეუმში ასევე წარმოდგენილია Warline, Avatars for Ukraine და ევროვიზიის თასის NFT კოლექციები.