NFT FriENDSiES-ის მფლობელებს “ხალიჩა გამოაცალეს”?

ფოტო - NFT FriENDSiES-ის მფლობელებს “ხალიჩა გამოაცალეს”?
Rug pull კრიპტოინდუსტრიაში არც თუ იშვიათი მოვლენაა. თანაც, ამის უკან შეიძლება იდგნენ როგორც უსახელო, ისე სფეროს, ერთი შეხედვით, საკმაოდ წესიერი წარმომადგენლები. ლოგან პოლის შემდეგ, სკანდალის ცენტრში პროექტ FriendsWithYou-ს მხატვრები აღმოჩნდნენ.
FriendsWithYou სემუელ ბორკსონისა და არტურო სანდოვალ III-ს ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია "კულტურისა და ხელოვნების შექმნის მეშვეობით ემოციური განკურნების კვლევა". უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორები არწმუნებენ მაყურებელს, რომ სამყაროს ყველა ობიექტი მზადაა, მას ემეგობროს და მხარი დაუჭიროს, აავსოს ცხოვრება სიყვარულითა და ჰარმონიით. ბედნიერება წვრილმანებშია - ეს არის FriendsWithYou-ის ყველა ნამუშევრის მთავარი გზავნილი.

სემუელ ბორკსონი და არტურო სანდოვალ III 2002 წლიდან თანამშრომლობენ. მათი დევიზია "მაგია, იღბალი და მეგობრობა". კაშკაშა ტანდემის პროექტმა, რომელიც ადამიანებს სიმარტივით, კეთილგანწყობითა და სიმშვიდით იზიდავდა, მთელს მსოფლიოში ათასობით გულშემატკივარი შეიძინა. FriendsWithYou-ს ნამუშევრები წარმოდგენილი იყო Sotheby's-ს, Art Basel-ის, NANZUKA-ს, Dongtan-ის გამოფენებზე, ჟურნალ Ocean Drive-ის  გარეკანებზე, ხოლო "პატარა ღრუბელმა" და Rainbow City-მ მრავალი ქალაქი დაამშვენა.
წყარო: friendswithyou.com

წყარო: friendswithyou.com

2022 წლის გაზაფხულზე FriendsWithYou-ის შემქმნელებმა შეუდგნენ Web3 სივრცის დაპყრობას და გამოუშვეს 10000 NFT-ისგან შემდგარი კოლექცია სახელწოდებით FRIENDSiES. ცხრა საშვი, რომელიც პერსონაჟების კონსტრუქტორზე ექსკლუზიურ ადრეულ წვდომას უზრუნველყოფდა, Christie's-ისა და OpenSea-ს მხარდაჭერით, აუქციონზე გაიყიდა. 

საჯარო ჰოლანდიურ აუქციონზე წარმოდგენილი 8765 NFT უჩვეულო პრინციპით გაიყიდა. პერსონაჟების საწყისი ფასი 3.33 ETH იყო. ის ყოველ 15 წუთში ერთხელ 0.1 ETH-ით მცირდებოდა, სანამ არ მიაღწევდა საბოლოო სარეზერვო ფასს - 0.1 ETH. რაც უფრო ადრე უერთდებოდნენ მომხმარებლები ზარაფხანას, მით უფრო იშვიათი გმირების შეძენა შეეძლოთ. NFT-ის მფლობელებს ელოდნენ ვირტუალური მეგობრები არასტანდარტული თავების, სხეულის, კუდების, ყლორტებისა და სხვა ელემენტების უნიკალური კომბინაციით.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

FriendsWithYou აცხადებდა, რომ NFT პროექტ FRIENDSiES-ის  მხოლოდ პირველი ეტაპია. სამომავლოდ, დეველოპერები გეგმავდნენ მის გამდიდრებას ხელოვნების ინსტალაციებით, ფიზიკურ სამყაროში გამართული ღონისძიებებით, საკუთარი მეტავერსითა და AR და AI ტექნოლოგიების გამოყენებით ვირტუალური მეგობრების რეალობაში გადაყვანითაც. თუმცა, 2023 წლის 21 თებერვალს, FriENDSiES-ის პირველი დაბადების დღის წინა დღეს, შემქმნელებმა ტვიტერზე განაცხადეს, რომ პროექტი და მასთან დაკავშირებული ციფრული პროდუქტები მუშაობას დროებით წყვეტენ.
ჩვენ საუკეთესო განზრახვებით ვუდგებოდით მომავალში ნამდვილი ციფრული კომპანიონის შექმნას. თუმცა, ვოლატილობამ და ბაზრის პრობლემებმა ძალიან გაართულა ამ პროექტის წინსვლა იმგვარად, რომ ჩვენ ამით გვეამაყა
, - ნათქვამია FriENDSiES-ის ტვიტში.
ამგვარ შეტყობინებას, რომელსაც თან ახლდა ავტორების მტკიცება პროექტის ნათელი მომავლის შესახებ, შეიძლება, უბრალოდ, მოკლევადიანი აღშფოთება გამოეწვია პროექტის თაყვანისმცემლებში. მაგრამ, ბევრი მათგანის თქმით, ტვიტების გამოქვეყნების შემდეგ FriENDSiES-ისა და FriendsWithYou-ს ტვიტერის ანგარიშები მიუწვდომელი გახდა. გარდა ამისა, შეინიშნებოდა Discord-ზე აქტივობის სრული არარსებობა და ვებგვერდების ჩატვირთვის პრობლემები.

გასაკვირი არ არის, რომ FriendsWithYou-ის ქმედებები კრიპტოსაზოგადოების მიერ განიხილებოდა, როგორც “რაგპული”. ინდუსტრიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არაკეთილსინდისიერ საქციელში დაადანაშაულა არა მხოლოდ ავტორები, არამედ ინფლუენსერებიც, რომლებიც მანამდე FRIENDSiES-ს პოპულარიზაციას უწევდნენ. სხვები მხატვრებთან დაკავშირებას ტვიტერის მეშვეობით ცდილობდნენ და სთავაზობდნენ მათ ნაცვლად გაეგრძელებინათ პროექტის განვითარება, რომელშიც ჭეშმარიტ ღირებულებას ხედავდნენ.

22 თებერვალს FriENDSiES-ის ტვიტერში ახალი პოსტი გამოქვეყნდა. მასში პროექტის შემქმნელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „მეგობრობაზე უარს არ ამბობენ“. ისინი დროებით აჩერებენ მომხმარებლებთან ურთიერთობას შემდგომ შეტყობინებამდე და აგრძელებენ fRiENDSiES-ის განვითარების შესაძლებლობების ძიებას. მხატვრების თქმით, წინა ტვიტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ეს სიახლე საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ და გულწრფელად მიეწოდებინათ.
ჩვენ სიძულვილსა და მუქარას წავაწყდით, ჩვენს Twitter-სა და ვებგვერდს თავს დაესხნენ. გთხოვთ, გაიგოთ, რომ ჩვენი ზრახვები და ქმედებები კეთილია. ბოდიშს გიხდით, თუ იმედები გაგიცრუეთ დღევანდელი ჩვენი კომუნიკაციით, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ. FRIENDSiES ჩაფიქრებული იყო, როგორც ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სიხარულს განიჭებთ და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მათ ნდობას გააგრძელებთ, სანამ ჩვენ უკეთეს გზას ვეძებთ
, - ირწმუნებიან ავტორები.
სტატიის მომზადების მომენტისთვის, პროექტის ვებგვერდები და fRiENDSiES-ის ტვიტერი უცვლელად მუშაობდა, FriendsWithYou-ის  ტვიტერზე წვდომა შეზღუდულია. FriENDSiES კოლექციიდან NFT-ების ღირებულება სულ რაღაც 0,022 ETH-დან იწყება. მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა 21 თებერვალს, როდესაც შემქმნელებმა პროექტის განვითარებაში იძულებითი პაუზის შესახებ გამოაცხადეს. 
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea