ასეთ მიმკოინებზე ჯერ არ გსმენიათ!
მიმკოინები არის კრიპტოვალუტები, რომლებიც ინტერნეტ კულტურის, იუმორისა და ვირუსული ტენდენციების გავლენით შეიქმნა. ხშირად, ისინი იწყება ხუმრობით, ან სოციალური ექსპერიმენტებით, მაგრამ ზოგჯერ მნიშვნელოვან პოპულარობასა და ღირებულებას იძენს.
უნდა გვესმოდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, მათ შემქმნელებს მხოლოდ ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ, ამიტომ ასეთ ტოკენებში ინვესტიციის ჩადება ძალიან სარისკოა. ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ არატრადიციულ მიმკოინს, რომლებიც გაგაოცებთ და გაგახალისებთ.
Baby Doge Coin (BABYDOGE)
Baby Doge არის მიმკოინი, რომელიც თამაშობს გრძნობებზე შიბა ინუს ჯიშის ლეკვების მიმართ და ამავე დროს ცდილობს, ცნობილი Dogecoin-ის პოპულარობა მიიღოს მემკვიდრეობით. ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ დეველოპერები აცხადებენ, რომ საკუთარი ტოკენით ცდილობენ ყურადღება მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე გაამახვილონ. პროექტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად $750 ათასი დოლარია მიმართული.
Baby Doge წყარო: babydoge.com
ტოკენი თავისი ტოკენომიკითაც არის საინტერესო. BABYDOGE-ის მფლობელები პროექტის ეკოსისტემაში განხორციელებულ ყოველ ტრანზაქციაზე 5%-იან საკომისიოს იღებენ. კიდევ 5% იცვლება BNB-ზე სმარტ კონტრაქტის მეშვეობით, რითაც პლატფორმა PancakeSwap-ზე დამატებითი ლიკვიდობა იქმნება.
Banano (BAN)
Banano (BAN) არის კალიუმით მდიდარი მიმკოინი, რომლის პოვნა გამოცდილი კრიპტოინვესტორის კალათაში ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, მისი სახელწოდება მართლაც მახვილგონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ BAN შეიქმნა, როგორც კრიპტოვალუტა NANO-ს (Nano-Banano) ფორკი. მისი მუშაობის მექანიზმი აგებულია DAG არქიტექტურაზე Block Lattice, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მყისიერი ტრანზაქციების განხორციელება.
პროექტ Banano-ს ძირითადი თავისებურებები წყარო: banano.cc
პროექტში აქცენტი საზოგადოების მოზიდვაზე კეთდება. ის მომხმარებლებს კრიპტო ონკანების, თამაშებისა და აირდროპების მეშვეობით, BAN-ის გამომუშავების სხვადასხვა გზებს სთავაზობს. სახალისო მიდგომა Banano-ს კრიპტოვალუტურ სივრცეში თავისი თაყვანისმცემლების პოვნაში დაეხმარა.
Mask Network (MASK)
MASK არის კრიპტოვალუტა, რომელიც ამ მიმოხილვაში მოხვდა არა თავისი არსის, არამედ მიმკოინისთვის დამახასიათებელი ფასის ქცევის გამო. ყველაფრის თავი და თავი სახელწოდებაა, რომელიც ცნობილ დოგიკოინ-ამბასადორთან, ილონ მასკთან ასოცირდება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მონეტა ხშირად pump-ს (და dump-ს) DOGE-სთან ერთად განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ MASK-ს მილიარდერის ტვიტებთან უშუალო კავშირი არა აქვს.
დაშიფრული შეტყობინების მაგალითი Mask Network-ზე წყარო: mask.io
Mask Network არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, გააგზავნონ დაშიფრული შეტყობინებები და განახორციელონ ერთრანგიანი ტრანზაქციები სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის Twitter-ზე. დიახ, ალბათ, ამ პროექტს ილონთან კიდევ ერთი არაპირდაპირი კავშირი აქვს.
Garlicoin (GRLC)
Garlicoin არის იუმორისა და ინოვაციის შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც ადასტურებს, რომ კრიპტოვალუტას მისი არომატით ვერ შეაფასებ. მით უმეტეს, თუ ის ნივრიანი პურით იყო შთაგონებული.
Garlicoin წყარო: garlicoin.io
ეს მიმკოინი Litecoin-ის ფორკს წარმოადგენს, რომელიც მაინინგისგან ASIC-ის მეშვეობით არის დაცული. დეველოპერები Garlicoin-ის იმისთვის ქმნიდნენ, რომ მომხმარებლებისთვის იაფი და სწრაფი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა შეეთავაზებინათ. მაგრამ, პირველ რიგში, პროექტი ყურადღებას თავისი სახელწოდების და არა ტექნიკური მახასიათებლების გამო იპყრობს.
Dogelon Mars (ELON)
ეს კი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა კრიპტო ზაზუნებისთვის! მიმკოინ DOGE-ის, ილონ მასკისა და კოსმოსური თემატიკის წარმოუდგენელი ნაზავი. შესანიშნავი კომბინაცია იმის სანახავად, თუ როგორ მიფრინავს კრიპტოვალუტის ფასი მთვარეზე.
Dogelon Mars წყარო: dogelonmars.com
პროექტის ტოკენომიკა ტოკენების მთლიანი მიწოდების 50%-ის თავდაპირველ წვას ითვალისწინებს, რამაც, დეველოპერების აზრით დეფლაციური ეფექტი უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნით, ისინი, რატომღაც, ვიტალიკ ბუტერინს გაუგზავნეს, დარჩენილი ნაწილი კი ლიკვიდობის პულში დაბლოკეს.