ანალიტიკური რესურსი Dune — როგორ გამოვიყენით ეს სერვისი

ფოტო - ანალიტიკური რესურსი Dune — როგორ გამოვიყენით ეს სერვისი
Dune — ანალიტიკური რესურსი ბლოკჩეინ ინდუსტრიის შესახებ, რომელიც კრიპტოვალუტურმა საზოგადოებამ, ინფლუენსერებმა და ტრეიდერ-პრაქტიკოსებმა შეიმუშავეს.
Dune საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც კრიპტოვალუტური მონაცემების პლატფორმა საზოგადოებისგან და საზოგადოებისთვის. სტატიების წერა, ანალიზის წარმოება ან ინფოგრაფიკის შექმნა აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის წყალობით, რესურსში თავმოყრილია უამრავი ინფორმაცია და სასარგებლო მონაცემები.

შექმნის ისტორია

კრიპტოვალუტური პორტალი Dune დააარსეს მატს ოლსენმა და ფრედრიკ ჰაგამ, ნორვეგიული ფინანსური კომპანია Schibsted Media Group-ის ყოფილმა თანამშრომლებმა. 2018 წელს სმარტ-კონტრაქტებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების ამ დეველოპერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი კომპანია, რომლის მიზანი მდგომარეობდა ბლოკჩეინის, როგორც ძირითადი ტექნოლოგიის გამოყენებაში. 

რამდენიმე წელი Dune მხოლოდ საკუთარი სახსრებითა და რესურსებით ვითარდებოდა. 2020 წელს კომპანიამ დახურა პირველი საინვესტიციო რაუნდი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა 2 მილიონი დოლარის მოზიდვა, მოგვიანებით კი დაფინანსების კიდევ 2 რაუნდი ჩატარდა - Dune-ში 77,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
Dune Analytics-ის საინვესტიციო აქტივობის ისტორია, წყარო: Crunchbase

Dune Analytics-ის საინვესტიციო აქტივობის ისტორია, წყარო: Crunchbase

საკვანძო ინვესტორები იყვნენ კრიპტოვალუტური ფონდები Dragonfly, Multicoin Capital, Coatue, Coingecko, კრიპტობირჟა Binance-ის ვენჩურული წარმომადგენლობა და რამდენიმე სხვა კომპანია.

მუშაობის დაწყება

Dune-ზე საქმიანობის დასაწყებად, თქვენ უნდა შექმნათ ანგარიში თქვენი ელექტრონული ფოსტითა და პაროლით. Dune პოზიციონირებს საკუთარ თავს, როგორც Web3 სერვისი, ამიტომ  მომხმარებლის პირად კაბინეტში რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებელი ხდება საკუთარი კრიპტოსაფულის (მაგალითად, Metamask) დაკავშირება. ამ ოპერაციის შემდეგ პლატფორმაზე შესვლა მხოლოდ საფულის მეშვეობით არის შესაძლებელი.
საკუთარი კრიპტოსაფულის სინქრონიზაცია Dune-ის პირად კაბინეტში (dune.com)

საკუთარი კრიპტოსაფულის სინქრონიზაცია Dune-ის პირად კაბინეტში (dune.com)

თქვენი ანგარიშის პარამეტრებში შეგიძლიათ შეიყვანოთ პერსონალური მონაცემები, კერძოდ: თქვენი კომპანიის ან საზოგადოების სახელი, სოციალური ქსელების ბმულები, მოკლე აღწერა და სხვა ინფორმაცია.  ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს, დაუკავშირდნენ ანალიტიკური მასალების ავტორს.

მონაცემთა ტიპები Dune-ზე

კრიპტოვალუტური რესურსი Dune სხვადასხვა ბლოკჩეინიდან მოპოვებული მონაცემების სტრუქტურირებას ახდენს და გადაჰყავს ისინი საინფორმაციო სიბრტყეში გრაფიკების, სტატისტიკური მონაცემების, დეშბორდების და ინფორმაციის სხვა ტიპის მეშვეობით.

Dune-ზე მონაცემთა კატეგორიების ჩამონათვალი ასეთია:

● სხვადასხვა ბირჟის,  NFT-მარკეტპლეისის ან არაჩანაცვლებადი ტოკენების კონკრეტული კოლექციებით  ვაჭრობის მოცულობები;

● სხვადასხვა პროექტის დოკუმენტაციის, Whitepaper-ისა და ტოკენომიკის განხილვა;

● რეტროსპექტული დროპების მიღების გზამკვლევები, სატესტო ქსელების გავლის ინსტრუქციები (Testnet);

● ბაზრის ანალიზი და ტრეიდერული ანალიტიკა;

● DerFi პროტოკოლების, დაკრედიტების პლატფორმების, DEX-ის, სტეიკინგის პროგრამებისა და ლიკვიდობის ფარმინგის პროგრამების მიმოხილვა;

● კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალები;

სხვადასხვა ქსელების საკომისიოების ანალიტიკური მონაცემები, კრიპტოვალუტური საფულეების მიმოხილვა და მათზე ონჩეინ-აქტივობის მონიტორინგი.

საჭირო რესურსის შესწავლის დასაწყებად, თქვენ უნდა ჩაწეროთ მისი სახელი "ძებნა"-ში ან გადახვიდეთ კატეგორიაში “Discover”. აქ შეგიძლიათ გაფილტროთ მონაცემები საჭირო პარამეტრის ან კატეგორიის მიხედვით.
კატეგორია "Discover" ყველაზე პოპულარული სტატიებითა და კატეგორიებით (dune.com)

კატეგორია "Discover" ყველაზე პოპულარული სტატიებითა და კატეგორიებით (dune.com)

პლატფორმა Dune ახარისხებს ინფორმაციას Structured Query Language (SQL) მონაცემთა ბაზების გამოყენებით. SQL-ის მეშვეობით დამოუკიდებელ ავტორებთან დაკავშირება ყველაზე ოპტიმალური გზით ხდება  და ასევე ის სხვადასხვა რესურსების მონაცემთა სრული სიის მიწოდების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, Dune ხარისხიანად აყალიბებს თავის მასალებს და მისი ანალიტიკა სრულად შეესაბამება აქტუალურ ვითარებას.
GMX-ის პლატფორმის ანალიტიკა Dune-ზე (dune.com)

GMX-ის პლატფორმის ანალიტიკა Dune-ზე (dune.com)

Dune-ის მოქმედი პირები

რაც შეეხება თავად საზოგადოებასა და მოქმედ პირებს, რომლებიც Dune-თან ურთიერთქმედებენ, მათი დაყოფა შესაძლებელია 3 ტიპად:

● ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომლებიც მოიხმარენ კონტენტს და Dune-ს კონკრეტული საინფორმაციო საჭიროებით სტუმრობენ;

● საძიებო მოთხოვნებისა და ანალიტიკური  ინფორმაციის ექსპერტები, რომლებსაც კანტენტისა და ანალიტიკის შექმნა შეუძლიათ;

● "Dune-ის ჯადოქრები" (Dune Wizard). უმაღლესი კატეგორიის ექსპერტები, რომლებიც დიდ ცოდნას ფლობენ SQL სფეროში და კონტენტის პუბლიკაციისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ.

Dune-ს ავტორები თავიანთი მასალებისთვის პლატფორმისგან ფინანსურ ჯილდოს იღებენ. Dune-ს ავტორების შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია მათ რეპუტაციასა და საინფორმაციო მონაცემების პოპულარობაზე.

როგორ გავხდეთ დეშბორდის და კონტენტის ავტორები Dune-ზე?

თქვენი ანალიტიკის გამოსაქვეყნებლად, უნდა ჩაწვდეთ SQL-ის მუშაობის მექანიკას და იმას, თუ როგორ მოიპოვოთ მონაცემები თქვენი მასალებისთვის. გამოცდილ დეველოპერებს პროგრამირების ამ ენის სწავლა 2-3 კვირაში შეუძლიათ, მაგრამ ახალბედებისთვის ეს უფრო რთული იქნება.

მონაცემთა ანალიტიკის შესაქმნელად, თქვენ გარკვეული მოქმედებები უნდა შეასრულოთ:

● გადადით კატეგორიში “New Query”;

● აირჩიეთ ბლოკჩეინი, რომლითაც იმუშავებთ და საიდანაც მოხდება მონაცემების ამოღება;

● მოძებნეთ მონაცემთა ნაკრები სპეციალური თეგებით და შექმენით თქვენი საკუთარი დეშბორდი.
სამომხმარებლო პარამეტრები Dune-ზე საკუთარი კონტენტის შესაქმნელად (dune.com)

სამომხმარებლო პარამეტრები Dune-ზე საკუთარი კონტენტის შესაქმნელად (dune.com)

ასევე Dune-ზე ბეტა ტესტირების რეჟიმში Dune Engine V2 ალგორითმი მუშაობს, რაც საშუალებას გაძლევთ, მოძებნოთ კონკრეტული პროექტები, პროტოკოლები და შესაბამისი ინფორმაცია მათ შესახებ.

ფულის გამომუშავება Dune-ზე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეშბორდის საუკეთესო ავტორები  თავიანთი მუშაობისთვის ჯილდოვდებიან. Dune-ს აფინანსებენ არა მხოლოდ ფონდები და ინსტიტუციონალური ინვესტორები, პლატფორმის ფუნქციონირებას მხარს უჭერენ თავად მომხმარებლები.

ამისათვის Dune-ს სხვადასხვა ფასიანი გამოწერა აქვს, რომლებიც კერძო კვლევების და გარკვეული სახის ინსაიდერული მასალის  მიღების საშუალებას იძლევა. სტატუსი Thug Life თვეში $420 ღირს, ხოლო გეგმა Elite - $1337.
Dune-ზე გეგმების კატეგორიები და მათი ღირებულება (dune.com)

Dune-ზე გეგმების კატეგორიები და მათი ღირებულება (dune.com)

უფრო ხშირად, ასეთ გეგმებს ყიდულობენ კრიპტოვალუტური კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ დიდი რაოდენობის მონაცემები საკუთარი ან კონკურენტების პროდუქტებთან დაკავშირებით. როგორც წესი, რიგითი მომხმარებლისთვის სტანდარტული, უფასო გამოწერა სავსებით საკმარისია.

რეზიუმე

Dune არის მრავალმხრივი კრიპტოვალუტური რესურსი მონაცემთა პროგრესული განახლების მექანიზმით. პლატფორმა გამოადგება როგორც ჩვეულებრივ მომხმარებლებს, ასევე კრიპტოვალუტურ სტარტაპებსა და პროექტების მფლობელებს, რომლებსაც სჭირდებათ აქტუალური ინფორმაცია მრავალ საკითხზე.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კვალიფიციური ავტორი Dune-ზე მხოლოდ SQL ენის საბაზისო დაუფლების შემდეგ, რომელიც მეშვეობით პლატფორმაზე ხდება მონაცემების განახლება და აქტუალიზაცია. Dune-ზე ასევე შესაძლებელია მასალების გაფილტვრა, “რჩეულებში“ დეშბორდების დამატება და თქვენი კვლევებით ფულის გამომუშავება.