EBA მხარს დაუჭერს კრიპტობანკებს, მაგრამ რამდენიმე პირობით

icon FOR
ფოტო - EBA მხარს დაუჭერს კრიპტობანკებს, მაგრამ რამდენიმე პირობით
ევროპის საბანკო სამმართველომ (EBA) წამოიწყო საჯარო კონსულტაციები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ფაქტორების სახელმძღვანელოში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, კრიპტოაქტივების სერვისის პროვაიდერებთან (CASP) თანამშრომლობის შემდგომი გეგმებით.

ცოტაოდენი წინაისტორია

ამერიკული Silicon Valley Bank-ისა და Signature-ის ჩამოშლის შემდეგ, რომელებიც მხარს უჭერდნენ კრიპტოვალუტებს, გადაწყდა მათი გაყიდვა. ტენდერში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ისეთ პოტენციურ მყიდველებს შეეძლოთ, რომლებიც მზად იყვნენ უარი ეთქვათ ციფრულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. მაგრამ ამის მსურველები ვერ მოიძებნა.  გაკოტრებულთა მომავლის საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

ამავე დროს ჰონგ კონგმა ბანკებს მოუწოდა გამოეჩინათ წინდახედულობა და მხარი დაუჭირეთ კრიპტოინდუსტრიისთვის, ხოლო ჩინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა ჰონგ კონგის ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც მუშაობენ ციფრულ კომპანიებთან.

ევროპამ, რომელიც ადევნებდა თვალს კრიპტოვალუტის ორ განსხვავებულ მიდგომას, გადაწყვიტა დაეცვა ოქროს შუალედი. ევროპის საბანკო სამმართველო მზადაა შეიმუშაოს წესები ციფრული სერვისების მიმწოდებელი ბანკებისთვის, რათა, ერთი მხრივ, მინიმუმამდე დაიყვანოს ფულის გათეთრების რისკი და, მეორე მხრივ, მისცეს მათ უფლება განახორციელონ კომერციული საქმიანობა  ევროკავშირის სამართლებრივ ველში.
EBA-მ გახსნა საჯარო დისკუსია ევროპაში CASP-ის მომავალი მუშაობის პირობებზე. საკონსულტაციო პერიოდი გაგრძელდება 2023 წლის 31 აგვისტომდე.

როგორი თამაშის წესებია შემოთავაზებული ევროპული მარეგულირებლების მიერ?

EBA თვლის, რომ CASP, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ფულის გათეთრების რისკის წინაშე დგანან. მაგრამ ისინი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, მთელს მსოფლიოში ციფრული აქტივების მყისიერად გადაცემის შესაძლებლობის გამო და  მათ სერვისებში კონფიდენციალურობის გაძლიერების ფუნქციების ჩართვის გამო.

ამ რისკების აღმოსაფხვრელად, EBA მიიჩნევს , რომ დაწესდეს საერთო ევროპული რეგულაციები ასეთი მომწოდებლების მიმართ.

ამისთვის მათ ურჩევენ:

  1. შეიცვალოს კლიენტის შემოწმების ალგორითმი, უფრო მკაცრი გადამოწმების კრიტერიუმებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის წინასწარი მონიტორინგის გამოყენებით.
  2. შეიზღუდოს ტრანზაქციები საფულეების გამოყენებით, რომელთა მფლობელების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
  3. აიკრძალოს ნებისმიერი ანონიმური კრიპტოვალუტების (Monero, Dash, Zcash, Verge და ა.შ.) გადაცემა და შენახვა.
  4. გამოირიცხოს პოტენციური კლიენტების სიიდან CASP კომპანიები, რომლებიც იყენებენ მომსახურებაში  კრიპტომიქსერებს.

გარდა ამისა, იგეგმება ციფრული პროექტების მხარდაჭერის მსურველი ბანკებისთვის სპეციალური ლიცენზირების შემოღება.

ეს ცვლილებები ჯერ კიდევ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს CASP-ისთვის, რაც ხაზს უსვამს ფაქტორებს, რომლებიც მიუთითებს „ბინძური“ ფულის ლეგალიზაციის მაღალ რისკზე.

EBA მზად არის მოუსმინოს დაინტერესებულ კომპანიებსა და ინდივიდებს 2023 წლის 29 ივნისამდე. გარდა ამისა, 2023 წლის 7 ივნისს სამმართველომ გამართა ვირტუალური საჯარო მოსმენა შემოთავაზებული დოკუმენტის განსახილველად. კომისია დაჰპირდა, რომ მოსმენებზე გაკეთებულ ყველა წინადადებას გაითვალისწინებდა, თუმცა ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

თუ ამ დოკუმენტს მიიღებენ, მაშინ ვერც ერთი კრიპტობირჟა, რომელიც მხარს უჭერს ანონიმურ კრიპტოვალუტებს, ვერ შეძლებს ევროპულ ბანკთან თანამშრომლობას.
რომ არა ჰონგ კონგის პოზიცია, რომელიც კრიპტოპლატფორმებს აძლევს საბანკო სერვისების გამოყენების შესაძლებლობას, მაშინ კონფიდენციალური მონეტების მომავალი სევდიანი იქნებოდა.