როგორ მოხდება ETH-ის გატანა Shanghai განახლების შემდეგ?

ფოტო - როგორ მოხდება ETH-ის გატანა Shanghai განახლების შემდეგ?
უკვე აპრილში Ethereum-ს ელოდება დიდი ცვლილებები, რომლებსაც "განახლება შანხაი“ ეწოდა. ბუტერინი და გუნდი, გაყინული ETH-ის განბლოკვის მიზნით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას ახდენენ. რას ნიშნავს ეს სტეიკერებისა და ზოგადად Web3-ისთვის?

რატომ ელიან სტეიკერები განახლება შანხაის

Ethereum-ის საზოგადოება მოუთმენლად ელის დაგეგმილ განახლებას Shanghai/Capella. თავისი ორმაგი სახელი მან  შესრულების დონისა და ქსელის კონსენსუსის ერთდროული განახლების გამო მიიღო. მაგრამ მას, პირველ რიგში, იმიტომ ელიან, რომ ეს სტეიკინგიდან ETH-ს გატანის საშუალებას იძლევა. შეგახსენებთ, რომ მონეტები 2022 წლის დეკემბერში გაიყინა.  Ethereum-ის ნებისმიერი ვალიდატორი ახლა წააგავს სიგიჟემდე შეყვარებულ მიჯნურს, რომელიც თავისი ოცნების გოგონასთან  პირველი პაემნის მოლოდინშია.

კერძოდ, განახლება მოგცემს საშუალებას, კონსენსუსის დონეზე განთავსებული ETH გავიტანოთ Ethereum-ის შესრულების მისამართზე (ჩვეულებრივი საფულის მისამართი). ეს პირველად მოხდება 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც მონეტების სტეიკინგი Beacon Chain-ის ამოქმედების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სტეიკერებს ახლა თავიანთ აქტივებზე სრული კონტროლი ექნებათ  და ისინი ფსონის გარე სერვისების გამოყენებას შეძლებენ. ამირეიდან ისინი კონკურენტების პლატფორმებს მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასებენ:

  • ანაზღაურების მაქსიმიზაცია;
  • ბლოკჩეინის წარმადობა;
  • სამომხმარებლო ინტერფეისის სიმარტივე;
  • საკომისიოს ზომა.

შემთხვევითი არ არის, რომ CEX ბირჟებმა დაიწყეს ლიკვიდური სტეიკინგის პროტოკოლთან დაკავშირება, რათა Shanghai-ს ამოქმედების შემდეგ ETH-ის თავისუფალი ლიკვიდობის მისაღებად იყვნენ მზად. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვალიდატორთა ნაწილი ფსონს უფრო ამ ახლად შეძენილ ლიკვიდობაზე დადებს, ვიდრე მოგებას დააფიქსირებს. სხვა პლატფორმაზე თანხების გატანა ხომ ბუტერინის გუნდის მუშაობისადმი ნდობის საკითხია. Ethereum-ის საზოგადოებაში კი ამის პრობლემა არ არის. დეველოპერებს აკრიტიკებენ თაიმინგის დარღვევების გამო, მაგრამ ზოგადად, ვალიდატორები პროექტის კარგ პერსპექტივასა და საინვესტიციო მიმზიდველობაში დარწმუნებულები არიან.

როგორი იქნება ETH-ის განბლოკვის ალგორითმი?

Shanghai/Capella უზრუნველყოფს გატანასთან დაკავშირებულ სამ საკვანძო ფუნქციას:

  1. Ethereum-ის ვალიდატორის გატანის ანგარიშების მონაცემების განახლების შესაძლებლობა ძველი 0x00 ტიპიდან (BLS გასაღებიდან მიღებული) ახალ 0x01 ტიპზე (Ethereum-ის მისამართიდან მიღებული). 
  2. სახსრების ნაწილობრივი მოხსნა, ან მიღებული ჯილდოების პერიოდული მოხსნა ვალიდატორის აქტიური ბალანსიდან.
  3. თანხების სრული მოხსნა ან "გამოტანილი" ვალიდატორის მთელი ბალანსის დაბრუნება.

მისამართების განახლების გარეშე, თანხის განაღდებაზე წვდომა დაიბლოკება, მაგრამ დეპოზიტზე პროცენტი მაინც დაირიცხება. 
ანუ, იმისათვის, რომ  ლიკვიდობის პულიდან თანხების გადარიცხვა პირად მისამართზე  შეძლოთ, უნდა მიიღოთ ახალი ფორმატის ანგარიში. ამ დავალებას Capella შეასრულებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც  0x00-ის ტიპის ანგარიშის მონაცემები შეიძლება 0x01 ტიპამდე განახლდეს, შეზღუდულია. ერთი ანგარიში ყოველ 12 წამში ერთხელ (ბლოკის დადასტურების სიჩქარე) დამუშავდება. ამ პროცესის დაჩქარება შეუძლებელია. მაგრამ იმ სტეიკერებისთვის, რომელთა განახლების რიგი არ დამდგარა, ჯილდოს უფლება შენარჩუნებული იქნება.
ანუ, მომხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ შანხაი არ გულისხმობს ყველა ნოდის სწრაფ მომენტალურ განახლებას, როგორც ეს ჩვეულებრივ სოფტ ფორკების შემთხვევაში ხდება.

პირველ რიგში, განახლდება იმ ვალიდიატორების მონაცემები, რომელთა გაყინული ბალანსი აღემატება 32 ETH-ს (03/01/23 მდგომარეობით, ვალიდატორის საშუალო ბალანსი 34.2 ETH-ს შეადგენს). ეს უკავშირდება იმას, რომ ამაზე დიდი თანხა ჩაითვლება არაპროდუქტიულად, ვინაიდან მასზე ჯილდო არ დაირიცხება. ყველა "სიჭარბე" ხელმისაწვდომი იქნება ნაწილობრივი გატანისა და გადამისამართებისთვის სხვა პულებში, ან ვალიდატორების პირად მისამართებზე.

დეველოპერების აზრით, თანხების ნაწილობრივი გატანა ზედმეტად გრძელ გასასვლელ რიგისა და მასში ადგილისთვის ვალიდატორების დავის პრევენციას მოახდენს. ამ გართულებებმა შეიძლება ქსელის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანხების სრულ გამოტანას ერთნახევრიდან ორ დღემდე დასჭირდება და ისიც პულიდან გასვლის მსურველთა რიგის სიგრძით იქნება შეზღუდული.

Shanghai/Capella-ის სლოგანი:
გაიტანე ცოტა - წადი ნელა