Ethereum 2.0-ის სიახლეები. რა არის eWASM?

ფოტო - Ethereum 2.0-ის სიახლეები. რა არის eWASM?
eWASM (Ethereum WebAssembly) - ახალი ვირტუალური მანქანა გამოთვლებისთვის, ტრანზაქციების დამუშავებისთვის, სმარტ კონტრაქტების განთავსებისა და dApps-ების გაშვებისთვის.
eWASM ჩაანაცვლებს არსებულ Ethereum ვირტუალურ მანქანას (EVM). Ethereum WebAssembly შეასრულებს იგივე ფუნქციებს, მაგრამ მეტი სიჩქარით, უკეთესი მასშტაბირებით და ეკოსისტემის მოქნილობით. ეს პარამეტრები დეველოპერებს  Ethereum პროტოკოლზე დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის  პროცესს გაუადვილებს და ქსელის  მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

eWASM-ის დანერგვა Ethereum-ს ერთ რიგში დააყენებს ისეთ პროექტებთან, როგორიცაა EOS, Tron, Cardano, რომლებიცWebAssembly-ს საკუთარ  პროცესებში იყენებენ.  eWASM-ის ამოცანაა ბლოკჩეინის ფუნქციონირების ოპტიმიზაცია პროგრამირების WASM  ენის გამოყენებით.

WASM (WebAssembly) არის ინოვაციური ორობითი კოდის ფორმატი კლიენტის სკრიპტებისთვის (მოქმედებების თანმიმდევრობა ამოცანების ავტომატურად შესრულებისთვის) თანამედროვე ბრაუზერებისთვის. WASM-ის  დამფუძნებელია World Wide Web Consortium.

 WebAssembly  პატარა ზომისაა, ამიტომ ის ძალიან სწრაფად იტვირთება და მუშაობს. ამ პროგრამირების ენის გამოყენების შედეგად, მიღწეულია სმარტ-კონტრაქტების შესრულების მაქსიმალური სიჩქარე, ასევე, ჩნდება შესაძლებლობა, რომ  სმარტ-კონტრაქტები შემუშავდეს  კლასიკურ პროგრამირების ენებზე (C, C++ და Rust). WASM-ი პროგრამების გასაშვებად  თავსებადია ნებისმიერ აპარატურულ  და მანქანურ არქიტექტურებთან.

გარდა ამისა, eWASM გამორიცხავს ჰარდ-ფორკის გატარების საჭიროებას. ამ ვირტუალური გარემოს საშუალებით, წინასწარი შედგენილი EVM კონტრაქტების უბრალოდ გადაწერით და ხელახლა განთავსებით  eWASM კონტრაქტებით  შეცვლა  შეიძლება.
როგორ მუშაობს WASM. წყარო - Interlogica.it

როგორ მუშაობს WASM. წყარო - Interlogica.it

რა არის Ethereum ვირტუალური მანქანა?

Ethereum-ს ვირტუალური მანქანა არის  პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის მუშაობას. ეს ასევე საშუალებას იძლევა Ethereu m- პროტოკოლის საფუძველზე  შექმნათ ბლოკჩეინები,  სმარტ-კონტრაქტები და Dapps. ეს ოპერაციული სისტემის მსგავსია. თუმცა, Windows-გან განსხვავებით, ის ერთდროულად ათასობით კომპიუტერს ემსახურება.

EVM პასუხისმგებელია ბლოკჩეინის განახლებაზე იმ ტრანზაქციების შედეგების შესაბამისად, რომლებიც ბლოკებში ემატება.განაწილებულ რეესტრში   ვირტუალური მანქანის გარეშე არ იქნებოდა მონაცემთა სინქრონიზაცია. თითოეულ კვანძს ექნებოდა ბლოკჩეინის საკუთარი ვერსია, გაყოფილი ტრანზაქციებითა და ანგარიშებით. EVM-ის გამოყენება უზრუნველყოფს, რომ ყველა მოქმედება ერთსა და იმავე გარემოში განხორციელდეს  ერთი და იგივე პროდუქტიულობით, ფიზიკური კომპიუტერის მიუხედავად.

ვირტუალური მანქანა ასრულებს მარტივ გამოთვლებს, რეკურსიებს, შედარებებს, ცვლადების შეცვლას, ამუშავებს  სმარტ-კონტრაქტებს, განათავსებს რთულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს. შეიძლება აღვიქვათ როგორც  კომპიუტერი, რომელიც ასრულებს ყველა ამ ოპერაციას თითოეულ ახალ ბლოკთან.
ვირტუალური მანქანის არქიტექტურა. წყარო: Microsoft.

ვირტუალური მანქანის არქიტექტურა. წყარო: Microsoft.

რატომ მოგვიწევს EVM-ზე უარის თქმა?

EVM-ების ფუნქციონალური შესაძლებლობები უბრალოდ მოძველებულია და არ შეესაბამება იმ დატვირთვას, რომელიც ამჟამად ქსელში დგას.

ვირტუალური მანქანა პროგრამირების WASM ენის გარეშე ოპერაციებს იმდენად სწრაფად ვერ ასრულებს, რასაც მოითხოვს თანამედროვე რეალობა. EVM-ის კოდის სპეციფიკა არ შეცვლილა მას შემდეგ რაც ეს საშუალება გაჩნდა. ის სხვადასხვა აპარატული პლატფორმებისთვის ოპტიმიზებული არ იყო. ამიტომ EVM-ების დაბალი შესაძლებლობები გავლენას ახდენს ქსელის ეფექტურობაზე. ვინაიდან ამ ვირტუალური მანქანის თავდაპირველი სპეციფიკა არ არის ტრანსფორმირებული, მას თანამედროვე  სმარტ-კონტრაქტების დასაწერად საჭირო ინსტრუმენტები არ გააჩნია.

EVM-ის მთავარი მიზანი იყო ბლოკჩეინში ინფორმაციის კორექტულად განახლება სიჩქარისა და მასშტაბირების ხარჯზე. Ethereum-ის ერთ-ერთი შემქმნელის, ლეინ რეტიგის აზრით, ამჟამინდელი ვირტუალური მანქანა თეორიული და არა პრაქტიკულია, რადგან რეალური გამოყენებისთვის ძალიან შესაფერისიც არ არის. ამავე დროს, eWASM შემუშავებულია ეფექტურობისა და სიჩქარისკენ მიდრეკილებით, რაც მიღწეულია ფაქტობრივი კოდირების ლოგიკის მარტივი თარგმნით.