Ethereum-ის თანადამფუძნებელი უარყოფს, რომ ETH ფასიანი ქაღალდია

ფოტო - Ethereum-ის თანადამფუძნებელი უარყოფს, რომ ETH ფასიანი ქაღალდია
Ethereum-ის თანადამფუძნებლის ჯოზეფ ლუბინის თქმით, ეთირიუმი ნამდვილად არ არის ფასიანი ქაღალდი.
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია კრიპტოვალუტის ბაზარზე კონტროლის გამკაცრებას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, Ethereum-ის თანადამფუძნებელი ჯოზეფ ლუბინი დარწმუნებულია, რომ ეს ალგორითმ Proof-of-Work-იდან Proof-of-Stake-ზე გადასვლის მიუხედავად, მონეტაზე განსაკუთრებულად არ იმოქმედებს. მან განაცხადა:

„ვფიქრობ, აკრძალვის ალბათობისა და შედეგების შედარება შეიძლება იმასთან, ერთ დღეს Uber კანონგარეშედ რომ გამოცხადებულიყო. ეს გამოიწვევს მასშტაბურ პროტესტს არა მხოლოდ კრიპტოსაზოგადოებაში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც“.

ლუბინის თქმით, ხუთი წლის წინ SEC-ს არც კი ესმოდა, რა იყო ტოკენები და ის ამ საკითხებზე კომისიასთან დეტალურ მოლაპარაკებებს შეჩვეულია. ასევე მან ერთმანეთს SEC-ის წინა ხელმძღვანელი ჯეი კლეიტონი და SEC-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გარი გენსლერი შეადარა. 

„ადრე უნდოდათ, რომ ყველაფრის კლასიფიკაცია ფასიან  ქაღალდად მოეხდინათ. ვფიქრობ, ჩვენ დავეხმარეთ მათ იმის გაგებაში, რომ ტოკენების უმეტესობა ფასიანი ქაღალდები არ არის. მაგრამ შემდეგ ყოფილი ხელმძღვანელის ადგილი გარი გენსლერმა და მისმა გუნდმა დაიკავეს, რომლებსაც თითქმის ყველა პროექტი ფასიანი ქაღალდის კატეგორიაში გაჰყავთ".

2018 წელს, როდესაც  SEC-ს ჯეი კლეიტონი ხელმძღვანელობდა, კომისიამ ETH ფასიანი ქაღალდად არ გამოაცხადა.

PoW-დან PoS-ზე გადასვლის მიუხედავად, ლუბინი დარწმუნებულია, რომ ქსელი ჯერ კიდევ "საკმაოდ დეცენტრალიზებულია". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მონეტასთან მუშაობის მრავალი საშუალება არ გულისხმობს მის, როგორც ფასიანი ქაღალდის გამოყენებას“. მან განაცხადა:

„ეთერს არ ჰყავს პრომოუტერების, ან დეველოპერების ცენტრალიზებული გუნდი, რომელიც ETH-ის ღირებულების გაზრდასა და ინვესტორების გამდიდრებას მიზანმიმართულად ეცდებოდა. ვფიქრობ, აშშ-ის სასამართლო სისტემა მხარს დაუჭერს არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ ეთერი ფასიანი ქაღალდი არაა”.

მანამდე Ethereum Shanghai-ის განახლების შესახებ ვწერდით