ბლოკჩეინ-პროექტ Canto-ს და მისი ეკოსისტემის მიმოხილვა
Canto არის Layer 1 ბლოკჩეინი, რომელიც იქმნება კრიპტოვალუტური თემისა და საზოგადოებრივი ძალების მიერ სწრაფი და ხელმისაწვდომი DeFi ინფრასტრუქტურის ასაგებად.
Canto ქსელი მუშაობს Ethereum-ის (EVM) ვირტუალური მანქანის ბაზაზე, ამიტომ ბლოკჩეინი კარგად არის სინქრონიზებული ნებისმიერ EVM-ქსელთან. 2023 წლის დასაწყისში პროექტის TVL (TVL - Total Value Locked, დაბლოკილი სახსრების ოდენობა) მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტორებისთვის ნულოვანი საკომისიოების, ფარმინგის კარგი ჯილდოებისა და მარტივი ინტერფეისის გამო. ეს პროექტის მთლიანი ლიკვიდობისთვის დადებით დინამიკას ქმნის, ხოლო ნატიური ტოკენი CANTO 2 კვირაში 500%-ით გაძვირდა.
ამ სტატიაში ჩვენ გამოვიკვლიეთ ბლოკჩეინი Canto და მისი ეკოსისტემა, რათა პროექტის სწრაფი წარმატების მიზეზები გაგვეგო.
შექმნის ისტორია
ბლოკჩეინ-პროტოკოლ Canto-ს შემუშავება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. Canto-ს მთავარი მიზანი იყო კომუნიკაციისთვის მოსახერხებელი, უსაფრთხო და დეცენტრალიზებული ქსელის შექმნა, სადაც თითოეული მომხმარებელი საკუთარი პერსონალური მონაცემებისა და ინფორმაციის დაცულობაში დარწმუნებული იქნებოდა. დეველოპერების ჯგუფს კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიებისა და დეცენტრალიზებული სისტემების სფეროს ექსპერტი იონა სევაგი ხელმძღვანელობდა. ის პროექტის გენერალური დირექტორი გახდა.
ბლოკჩეინ Canto-ს სატესტო ქსელი 2021 წლის მაისში ამოქმედდა, ხოლო ძირითადი ქსელი - 2022 წლის ზაფხულში.
ინვესტირების რაუნდები
თავდაპირველად, Canto საკუთარ თავს პოზიციონირებდა, როგორც სრულად დეცენტრალიზებული პროექტი. აქედან გამომდინარე, პროტოკოლს არ მოუზიდავს დიდი საინვესტიციო თანხები, რათა ვენჩურული ფონდებისა და ინვესტორების მიერ ფასებით მანიპულირება გამორიცხულიყო.
ერთადერთი საინვესტიციო რაუნდი 2021 წლის ოქტომბერში დაიხურა. მაშინ სერია A-ს ფარგლებში, 5 მილიონი დოლარი იქნა მოზიდული კრიპტოვალუტური ფონდებიდან Electric Capital და Framework Ventures. გუნდის ანგარიშის მიხედვით, თანხები გამოიყენება გუნდის გაფართოებისთვის, ქსელის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და პროდუქტების განვითარებისთვის.
პლატფორმის მექანიკა და თავისებურებები
Canto აგებულია Cosmos SDK-ს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაზე, რომელიცTendermint კონსენსუსის ალგორითმს იყენებს. ამიტომ, ქსელი თავსებადია EVM-თან და მხარს უჭერს პროგრამირების ენას Solidity.
Canto-ს მთავარი პრინციპია თითოეული მომხმარებლისთვის DeFi სამყაროს ყველა შესაძლებლობაზე წვდომის უზრუნველყოფა. ანუ იმისათვის, რომ ეს სივრცე ფუნქციონირებდეს როგორც თავისუფალი საჯარო ინფრასტრუქტურა (FPI – Free Public Infrastructure). დეველოპერებმა 3 დარგი გამოკვეთეს, რომლებზეც კეთდება მთავარი აქცენტი:
・დეცენტრალიზებული ბირჟები და პლატფორმები (DEX);
· საკრედიტო პროტოკოლები;
・ დეცენტრალიზებული საანგარიშო ერთეული ($NOTE), ანუ საკუთარი ალგორითმული სტეიბლკოინი.
თავად ბლოკჩეინს როგორც ქსელის, ასევე მთლიანი ეკოსისტემის ფუნქციონირების რამდენიმე ძირითადი პრინციპი აქვს:
· DEX-ზე ყველა ოპერაცია ლიკვიდობით, მათ შორის სახსრების ინვესტირება და ტოკენების გაცვლა, უფასოა და ხორციელდება საკომისიოს გარეშე;
・DeFi პროტოკოლები არის საზოგადოების საკუთრება. შესაბამისად, მათ არ ექნებათ საკუთარი მმართველობითი ტოკენები, ვინაიდან აპლიკაციები Canto-ს საზოგადოების და ამავე სახელწოდების კრიპტოვალუტის მეშვეობით იმართება;
・დეცენტრალიზებული აპლიკაციების ინტერფეისი ერთნაირია ან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, მომხმარებლებს მუშაობა მესამე მხარის აგრეგატორებზე უწევთ .
დეცენტრალიზაცია მიიღწევა წინასწარი გაყიდვებისა და ვენჩურული ფონდების დიდი რაოდენობის არარსებობის გამო.
ეკოსისტემა Canto
DeFiLama-ს თანახმად, Canto-ს ქსელის TVL 125 მილიონ დოლარს შეადგენს.
ძირითადი აპლიკაციები, რომლებიც Canto-ს თანამედროვე ეკოსისტემას ქმნიან, არის:
◼ დეცენტრალიზებული ბირჟა Canto DEX;
◼ საკრედიტო პროტოკოლი Canto Lending;
◼ შემოსავლიანი ფარმინგის აგრეგატორი Beefy ;
◼ ლიკვიდობის დეცენტრალიზებული პროტოკოლი Velocimeter;
◼ ფარმინგის და შემოსავლიანი ფერმერობის აპლიკაცია Y2R.
ძირითადი კროსჩეინ-აპლიკაციაა Canto Bridge. ამ ხიდის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სახსრების გადატანა ქსელებს შორის.
ბლოკჩეინ Canto-ს TVL. წყარო: defillama.com
ბლოკჩეინ Canto-ს ეკოსისტემა. წყარო: defillama.com
კრიპტოვალუტა Canto
CANTO-ს ნატიურ ტოკენს ფუნქციონალურობის ფართო სპექტრი აქვს. მისი გამოყენება შეიძლება სტეიკინგისთვის, პროტოკოლის მართვისთვის, ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად და ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად.
CANTO-ს ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი:
■ საბაზრო კაპიტალიზაცია - $125 მილიონი;
■ მაქსიმალური ემისია — შეუზღუდავი;
■ მიმოქცევაში არსებული მთლიანი მონეტები — 478 მილიონი;
■ ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა — $4 მილიონი;
■ მაქსიმალური ფასი - $0,72;
■ მინიმალური ფასია $0.07.
კრიპტოვალუტა CANTO ივაჭრება კრიპტოვალუტის ცენტრალიზებულ ბირჟებზე Gate, Mexc, CoinEx და ა.შ. სავაჭრო პლატფორმების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ Coingecko-სა და CoinMarketCap-ის ვებსაიტებზე ბაზრების განყოფილებაში.
ტოკენ Canto-ს ფასის დინამიკა. წყარო: coinmarcetcap.com
რეზიუმე
Canto არის პროტოკოლი, რომლის მიზანი დეცენტრალიზაციის მაქსიმალური გაზრდა და პლატფორმის ფუნქციებზე საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფაა. დაბალი გადასახადები ლიკვიდობის პროვაიდერებს იზიდავს, რის გამოც TVL გიჟური ტემპით იზრდება.
მინუსი არის ის, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ინფლაცია იქნება 100%-ზე მეტი და თანდათან, ახალი ტოკენების გამოშვებასთან ერთად შემცირდება. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტა CANTO-ს და ბლოკჩეინის მდგრადობის შეფასება პლატფორმის საკმაოდ ხანგრძლივი ფუნქციონირების შემდეგ გახდება შესაძლებელი.