ინვესტიციები ციფრულ აქტივებში: რა ამოძრავებს საოჯახო ოფისებს?

ფოტო - ინვესტიციები ციფრულ აქტივებში: რა ამოძრავებს საოჯახო ოფისებს?
ბანკ Goldman Sachs-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საოჯახო ოფისებმა მთელ მსოფლიოში გაზარდეს ინვესტიციები ციფრულ აქტივებში, კრიპტოვალუტებითა და სტეიბლკოინებით დაწყებული, შესაბამისი ფონდების აქციებით დამთავრებული.

რა არის საოჯახო ოფისები?

ეს არის კერძო ორგანიზაციები შეძლებული ადამიანების, ან ოჯახების ფინანსური საქმიანობის მართვისთვის. მათი მიზანია ყველა მონაწილის მოთხოვნებისთვის გადაწყვეტილების მიწოდება (ინვესტირება, გადასახადების გადახდა, ქველმოქმედება და ა.შ.), მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი გრძელვადიანი ინვესტიციების გზით, არსებული დანაზოგების შენარჩუნებასა და გაზრდაზე ზრუნავენ. 

ამისათვის მათ ჰყავთ სპეციალიზებული გუნდები, რომლებშიც ფინანსური კონსულტანტები, მენეჯერები, იურისტები და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროფესიონალები შედიან. თავად ოფისებიც განსხვავდებიან ზომით, სტრუქტურითა და შესაძლო სერვისების მრავალფეროვნებით. მაგალითად, მათ შეუძლიათ მრავალი წლის განმავლობაში შეუზღუდავად მხოლოდ ერთ ოჯახს ემსახურონ. ან რამდენიმე ოჯახს, მაგრამ ამასთან, მხოლოდ ტრეიდინგით იყვნენ დაკავებულები.

რატომ მაინცდამაინც ციფრული აქტივები?

ტექნოლოგიური პროგრესის ახალი ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და კრიპტოვალუტებსაც მოიცავს, ბევრმა საოჯახო ოფისმა, ყველა რისკისა და მსოფლიოში გლობალური ძვრების მიუხედავად, ასეთ პროექტებში ინვესტიციები გაზარდა. მართალია, მათი რიცხვი მცირე ჩანს (საერთო რაოდენობის 32%), მაგრამ ტრადიციული ინვესტორების კონსერვატიული ბუნების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

თუ მოტივაციას უფრო ლოკალურად განვიხილავთ, მაშინ გამოკითხულთა 19% ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მომავალში დარწმუნებულია. პასუხის სხვა ვარიანტებმა (რისკების დივერსიფიცირება, DeFi-ს გამოყენება, სპეკულაციები, ღირებულების შენახვა, Web3) დაახლოებით იგივე პროცენტი მიიღეს. ამ გამოკითხვაში ინვესტორებს სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ. ყველაზე ხშირმა პასუხმა "გარკვეული მოტივები არ არსებობს" 68% მიიღო. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ კვლევის მონაწილეებს უბრალოდ არ სურთ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება, ან აქვთ ციფრული აქტივების შეძენის სხვა მიზეზები (სტარტაპების დაფინანსება, პასიური შემოსავალი, მონაწილეობა მართვაში).
საოჯახო ოფისების მხრიდან ციფრულ აქტივებში ინვესტირების მოტივაცია. წყარო: Goldman Sachs-ის ოფიციალური ანგარიში.

საოჯახო ოფისების მხრიდან ციფრულ აქტივებში ინვესტირების მოტივაცია. წყარო: Goldman Sachs-ის ოფიციალური ანგარიში.

კონკრეტულად კრიპტოვალუტები?

ორ წელიწადში საოჯახო ოფისებმა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები შეცვალეს: გლობალური მასშტაბით, ინვესტორების პროცენტი 26%-მდე გაიზარდა, ხოლო მათი, ვისაც ეს არ აინტერესებს - 62%-მდე. ძირითადად, ეს  განპირობებული იყო იმ პირთა კატეგორიის ოთხჯერ შემცირებით, ვისაც ეჭვი ეპარება.
როგორც ჩანს, მოსაზრებები კრიპტოვალუტების შესახებ კრისტალიზებულია: საოჯახო ოფისების დიდი ნაწილი ახლა ინვესტირებას კრიპტოვალუტებში ახორციელებს, მაგრამ მათ წილი, ვინც ინვესტირებას არ აკეთებს და არ არის დაინტერესებული სამომავლო ინვესტიციით, კიდევ უფრო გაიზარდა
© Goldman Sachs ოფიციალური ანგარიში
უფრო საინტერესო ხდება, თუკი მონაცემებს რეგიონების მიხედვით დავყოფთ. კონტინენტურმა ამერიკამ მცირე ზრდა აჩვენა როგორც ინვესტორების, ისე ამაში არადაინტერესებულების რაოდენობის კუთხით. მსგავსი სურათი შეინიშნება EMEA-ში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა), სადაც რეკორდული გულგრილობა (79%) ფიქსირდება. მაგრამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარება  რამდენჯერმე უკეთესია: ინვესტორების პროცენტი თითქმის გაოთხმაგდა (30%-მდე).
საოჯახო ოფისების პროცენტი, რომლებმაც ინვესტიცია კრიპტოვალუტაში ჩადეს. წყარო: Goldman Sachs-ის ოფიციალური ანგარიში.

საოჯახო ოფისების პროცენტი, რომლებმაც ინვესტიცია კრიპტოვალუტაში ჩადეს. წყარო: Goldman Sachs-ის ოფიციალური ანგარიში.