Fed მყისიერი გადახდების FedNow-ს სისტემას აამოქმედებს

ფოტო - Fed მყისიერი გადახდების FedNow-ს სისტემას აამოქმედებს
ამის შესახებ სამსახურის გუშინდელ პრესრელიზშია ნათქვამი. "სერვისის დებიუტი შედგება ფინანსურ ინსტიტუტებთან და აშშ-ის სახაზინო სამსახურთან ერთად", - ნათქვამია მასში.
როგორც ჩანს, აშშ-ს მთავარი მარეგულირებელი ასევე ეძებს ტრადიციული საბანკო გადარიცხვების ალტერნატივას. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამერიკული ბანკები კლიენტებისთვის საიმედო ციხესიმაგრეები არ არიან, ამიტომ გადაზღვევის მიზნით  ალტერნატიული საშუალებები არ ავნებს.
 
ოფიციალური გაშვება ზაფხულში მოხდება. ახლა სისტემა შემოწმებას რამდენიმე შერჩეულ დაწესებულებაში გადის.

GC
GN Crypto
ავტორი