FLUF World: მიჰყევი Web3 კურდღელს

ფოტო - FLUF World: მიჰყევი Web3 კურდღელს
საკოლექციო NFT-ებისა და მეტავერსების ეკოსისტემა, გლობალური შემოქმედებითი საზოგადოება, საქველმოქმედო ღონისძიებების აქტიური მონაწილე - ეს ყველაფერი FLUF World-ის შესახებაა.
FLUF World არის მეტავერსის ღია ეკოსისტემა და სივრცე ფანტასტიკური არსებებისთვის. პროექტი, რომელიც ახალზელანდიურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Non-Fungible Labs შექმნა, საზოგადოების მიერ იმართება და აერთიანებს NFT-ებს, ვირტუალურ სამყაროებსა და საკუთარ ბლოკჩეინს Root Network.
წყარო: twitter.com/flufworld

წყარო: twitter.com/flufworld

NFT FLUF World-ის თითოეული კოლექცია არა მხოლოდ ლამაზი ავატარებია, არამედ ამაღელვებელი თხრობის პერსონაჟებიც. ისინი მუსიკალური და ვიდეოკონტენტის შექმნაში მონაწილეობენ, თამაშის გმირები ხდებიან, ასევე მფლობელებისთვის საზოგადოების ვირტუალურ და ოფლაინ ღონისძიებებზე წვდომას უზრუნველყოფენ.

ვინ ცხოვრობს FLUF World-ში

Flufs

პროექტის გენეზისური კოლექცია, რომელიც 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა. კურდღლების 10 000 პროგრამულად გენერირებულ, Ethereum-ზე დაფუძნებულ 3D ავატარს მოიცავს. გავრცელებული ცნობებით, მათი პროტოტიპი Non-Fungible Labs-ის გუნდის ერთ-ერთი წევრის შინაური ცხოველი გახდა.

კურდღლების შექმნისას პროგრამა აერთიანებდა 270-ზე მეტ ინდივიდუალურ ნიშანს 14 კატეგორიიდან (ფონი, სქესი, თავი, ბეწვი, პირი, თვალები, სათვალე, კისერი და ა.შ.). ამის წყალობით, შეიქმნა ავატარები, რომლებიც მინიმუმ სამი მახასიათებლითაა უნიკალური. 

კურდღლები მჭიდრო კავშირშია კოლექციასთან Scenes & Sounds, რომელიც პერსონაჟების კონფიგურაციის ინსტრუმენტებს წარმოადგენს.
წყარო: opensea.io/collection/fluf

წყარო: opensea.io/collection/fluf

სტატიის მომზადების მომენტში, კურდღლების მინიმალური ღირებულება 1.7 ETH-ს, ხოლო კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 44,724 ETH-ს შეადგენდა.

Party Bear

9669 პროგრამულად გენერირებული დათვების კოლექცია 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა. ორიგინალური სამგანზომილებიანი ავატარების კონფიგურაცია შესაძლებელია Scenes, Sounds და Party Pack აქსესუარების მეშვეობით.

დათვები წვეულებების წამყვანები და დიჯეები არიან. ისინი ვირტუალურ სამყაროებს სტილით, მუსიკითა და გართობით ავსებენ, მფლობელებს დღესასწაულის ნებისმიერ ადგილას მოწყობაში ეხმარებიან.
წყარო: opensea.io/collection/partybear

წყარო: opensea.io/collection/partybear

ამჟამად დათვების ფასი 0.299 ETH და მეტია. კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 9130 ETH-ს შეადგენს.

Thingies

2021 წლის ოქტომბერში FLUF World-ს 10000 ობობისმაგვარი ფუმფულა 3D არსება დაემატა. ეს არა მხოლოდ ავატარები, არამედ ნამდვილი მხატვრებია, რომლებშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი Altered State Machine. ციფრული ტვინის წყალობით, პერსონაჟებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად შექმნან უნიკალური გამოსახულებები NFT ფორმატში.
წყარო: opensea.io/collection/fluf-world-thingies

წყარო: opensea.io/collection/fluf-world-thingies

ამჟამად ვირტუალური შემოქმედებითი ობობას ფასი 0,1856 ETH-დან იწყება. კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 5622 ETH-ს შეადგენს.

Buzzies

თაფლის შემგროვებელი ფუტკრების სამეფო ოჯახი 2022 წლის მაისში გამოჩნდა. ის შედგება 12662 პერსონაჟისგან, რომლებიც, ლეგენდის თანახმად, მესამე სამეფოს შორეული ადგილებიდან მეგობარი დათვების გადასაჩენად მიემართებიან.

თითოეული ფუტკარი სამეფოს რუკაზე მიმოფანტული ხუთი უძველესი ოჯახიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. ასე რომ, აქ მომხმარებლებს ელოდებათ გმირები უდაბნოდან, დასხივებული, კოსმოსური, კიბერფუტკები და აღზევებული მკვდარი მწერებიც კი.
წყარო: opensea.io/collection/fluf-world-buzzies

წყარო: opensea.io/collection/fluf-world-buzzies

ფუტკრები ინვესტორებს 0.059 ETH და მეტი დაუჯდებათ. კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 1166 ETH-ს შეადგენს.

Seekers

ავატარების კონფიგურირებადი კომპანიონები, რომლებიც 2022 წლის მაისში NFT კოლექციის სახით SYLO-ს საზოგადოებამ გამოუშვა. ისინი მოქმედებენ, როგორც კვანძები SYLO-ს ქსელში და მონაწილეობას მიიღებენ Play-2-Earn სათამაშო მექანიკაში.

ამ ანიმაციური რობოტების მფლობელებს შეუძლიათ შექმნან ისინი და დააკორექტირონ მათი გარეგნობა და ფუნქციონალობა,  დეტალების კოლექციის ელემენტების გამოყენებით.
წყარო: opensea.io/collection/the-seekers

წყარო: opensea.io/collection/the-seekers

მეტავერსში თავგადასავლებისთვის მომზადებული პერსონაჟების მინიმუმ 0.0396 ETH დაგიჯდებათ. კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 4473 ETH-ს შეადგენს.

EGG

ელექტრომიცელიალური გენომის გენერატორები (Electromycelial Genome Generator, EGG) FLUF World-ის ეკოსისტემაში 2022 წლის აპრილში გამოჩნდა. მათი მიზანია გამრავლების პირველი ფაზის დაწყება და Fluf-ის დნმ-იდან Fluflets შთამომავლების შექმნა.

გენერატორები წარმოადგენს საინკუბაციო კამერას Sparkenski Laboratories, რომელსაც ხუთი ტიპის იშვიათობა და წარმადობის შემცვლელი ატრიბუტები გააჩნია.
წყარო: opensea.io/collection/fluf-world-eggs

წყარო: opensea.io/collection/fluf-world-eggs

ელექტრომიცელიალური გენომის გენერატორების მინიმალური ფასია 0.0776 ETH. იდუმალი კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 1102 ETH-ს შეადგენს.

Dr. Grordborts: Rayguns

2022 წლის აპრილში FLUF World-ში გამოჩნდა მძლავრი იარაღი - სხივური ქვემეხი Seekers რობოტებისთვის. სპეცეფექტების კომპანია Weta Workshop-თან თანამშრომლობით შემუშავებული პროდუქტი მეტავერსის გასაცოცხლებლადაა შექმნილი.
წყარო: opensea.io/collection/dr-grordborts-rayguns

წყარო: opensea.io/collection/dr-grordborts-rayguns

სხივური ქვემეხების ფასი 0.1299 ETH-დან იწყება. კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 437 ETH-ს შეადგენს.

Burrows

ყველა კურდღელს სჭირდება სახლი და ეს კოლექცია მომხმარებლებს თავიანთი პერსონაჟებისთვის იდეალური ადგილების პოვნაში დაეხმარება. BeyondVR-თან ერთად შემუშავებული 10500 ვირტუალური სივრცე ოთხი განსხვავებული ვერსიითაა ხელმისაწვდომი.

ისინი ინდივიდუალურადაა კეთილმოწყობილი და მოჰყვება მიწის ნაკვეთი, სადაც მეტავერსში თქვენთვის ყველაზე კომფორტული ადგილის შექმნა შეგიძლიათ.
წყარო: opensea.io/collection/fluf-world-burrows

წყარო: opensea.io/collection/fluf-world-burrows

მეტასივრცის მინიმალური ღირებულებაა 0,243 ETH. კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია - 8805 ETH.

Scenes & Sounds, Party Packs

ეს არის NFT აქსესუარები წვეულებისთვის მეტავერსიაში. მომხმარებლებს შეუძლიათ, შეუკვეთონ სცენა, ხმა, აქსესუარები Party Bears-ისთვის და საცეკვაო ილეთები და მიიღონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ შესანიშნავი წვეულებისთვის. 

კურდღლები და ქველმოქმედება

თავისი პირველი დიდი შემოწირულება პროექტმა FLUF World 2021 წლის ნოემბერში გააკეთა. Fuzzies-მა $100 000 შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას Sustainable Coastlines, რომლის სპეციალიზაცია წყლის გზებისა და პლაჟების დაცვა და შენარჩუნებაა.

FLUF World ასევე შეუერთდა ბრაიან გრეგორის, რომელიც Auckland City Mission-ზე სახსრებს კრიზისულ ვითარებაში მყოფი უსახლკარო ადამიანებისთვის აგროვებს და 2021 წლის დეკემბერში პროექტს $100 000 შესწირა, 2022 წლის იანვარში კი - $1 მლნ-ზე მეტი. 

2022 წლის მარტში FLUF World-მა უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ზარაფხანა აამოქმედა. ლიმიტირებული კოლექციის "Fuck the War" გაყიდვამ ჰუმანიტარული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის $400 000-ზე მეტი შეაგროვა. იმავე თვეში, CarbonClick მეშვეობით, კომპანიამ ოფიციალურად მოახდინა ნახშირბადის მთელი საკუთარი ემისიის 200%-ით კომპენსირება, რისთვისაც 234 711 ახალზელანდიური დოლარი შესწირა. 

2022 წლის ივნისში FLUF World-მა დააანონსა, რომ ქმნის Futureverse Foundation-ს - არაკომერციულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ახალბედა ციფრულ ხელოვანებს უჭერს მხარს. ფონდის პარტნიორები არიან ამერიკელი მხატვარი ალექსანდრა გრანტი და მსახიობი კიანუ რივზი.