ოთხ რუსს $340 მილიონიან DeFi კრიპტოთაღლითობაში ადანაშაულებენ

ფოტო - ოთხ რუსს $340 მილიონიან DeFi კრიპტოთაღლითობაში ადანაშაულებენ
მართლმსაჯულებას ვერ გაექცევით, თუ DeFi კრიპტოთაღლითობას შექმნით.
ვითომ დეცენტრალიზებული საფინანსო (DeFi) კრიპტოსაინვესტიციო პლატფორმა "Forsage-ის" ოთხი დამფუძნებელი თაღლითობაში დაადანაშაულეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა: ვლადიმერ ოხოტნიკოვმა (ლადო), ელენა ობლამსკაიამ (ლოლა ფერარი), მიხაილ სერგეევმა (მაიკ მუნი, გლები, გლებ მილიონი) და სერგეი მასლაკოვმა პონცის გლობალური სქემისა და ფინანსური პირამიდის ორგანიზება მოახდინეს, რის შედეგად დაზარალებული ინვესტორებისგან დაახლოებით 340 მილიონი აშშ დოლარი მიითვისეს.

გამოძიებას ხელმძღვანელობენ The FBI Portland Field Office, USPIS, and HSI New York’s El Dorado Task Force. მათი განცხადებით ოთხი კრიმინალი მეწარმე Forsage-ს არეკლამებდა, როგორც დეცენტრალიზებულ მატრიცულ პროექტს, რომელიც ქსელურ მარკეტინგსა და "სმარტ კონტრაქტებზე" იყო დაფუძნებული.

მათ დაახლოებით 340 მილიონი დოლარი მიითვისეს, რისთვისაც იყენებდნენ აგრესიულ სარეკლამო კამპანიას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულუბრყვილო ინვესტორებზე იყო გათვლილი. კოდის ანალიზის დროს, რომელიც Forsage-ის სმარტ კონტრაქტებს დაედო საფუძვლად, აღმოჩნდა, რომ Forsage-ის სმარტ კონტრაქტში "სლოტის" ყიდვის გზით მასში ინვესტირების შემდეგ, სმარტ კონტრაქტი ინვესტორის სახსრები Forsage-ის სხვა მონაწილეებს დაუყოვნებლივ ურიცხავდა. 

ასე მუშაობს პონცის სქემა. უფრო მეტიც, კომპანიის ინვესტორთა 80%-ზე იმაზე ნაკლები ETH დაიბრუნა, ვიდრე Forsage-ის Ethereum-პროგრამაში ჩადო. ინვესტორთა 50%-ზე მეტს კი საერთოდ ერთი ცენტიც არ დაუბრუნებია.

„ჩვენს კოლეგებთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო აპირებს პასუხისგებაში მისცეს თაღლითები, რომლებმაც DeFi-ს სფეროში თაღლითობით ფული იშოვა. დღეს წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნა ნათლად ასახავს დეპარტამენტის შესაძლებლობას, გამოიყენოს ყველა არსებული საგამოძიებო ინსტრუმენტი, მათ შორის ბლოკჩეინის ანალიზი, რთული კრიპტოვალუტური და ციფრული აქტივების თაღლითობის გამოსავლენად", - აღნიშნა გენერალური პროკურორის თანაშემწემ, კენეტ ა. პოლაიტ-უმცროსმა იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის განყოფილებიდან. 

ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიურო სისხლის სამართლის  გამოძიების განყოფილების დირექტორის თანაშემწემ, ლუის კესადამ დააზუსტა, რომ კრიმინალები მუდმივად პოულობენ ახალ გზებს უკანონო სქემების ორგანიზებისთვის.

”გამოძიების ფედერალური ბიურო მზადაა, იმუშაოს ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო სამართალდამცავ პარტნიორებთან, რათა გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ამ თაღლითობას ორგანიზებას უწევს და ინვესტორების მოტყუებას ცდილობს”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "Gagarin News“ წერდა, რომ ინტერპოლი მეტავერსში თაღლითების დევნის გზებს ეძებს.

იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ თაღლითური ტოკენი, ჩვენს სტატიაში წაიკითხეთ.