FTX-ის ბოსი სათამაშოებს მაინც მიიღებს: გირაოს ახალი პირობები

ფოტო - FTX-ის ბოსი სათამაშოებს მაინც მიიღებს: გირაოს ახალი პირობები
FTX-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა და ამერიკელმა პროკურორებმა, როგორც იქნა, გირაოთი გათავისუფლების პირობები შეათანხმეს. ახალი პირობების თანახმად, სემი მიიღებს ახალ ტელეფონს, მაგრამ ინტერნეტის გარეშე და ლეპტოპს, მხოლოდ ნებადართულ ვებგვერდებზე შეზღუდული წვდომით.
სემის მშობლები პირობას დებენ, რომ შვილს თავის მოწყობილობებსა და სხვა უცხო გაჯეტებს არ გააკარებენ. მაგრამ რატომ შეიცვალა ყველაფერი? არსებობს ეჭვი, რომ გირაოს ქვეშ ყოფნისას, სემი მოწმეებს ეკონტაქტებოდა. ის არ ცნობს თავს დამნაშავედ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში.

GC
GN Crypto
ავტორი