FTX-ს „ქეშად“ $1 მილიარდი აქვს
FTX-ის ხელმძღვანელები მთელ მსოფლიოში ფულს აგროვებენ.
FTX-ის ხელმძღვანელები საკმაოდ დაკავებული ხალხია. ახლა ისინი ინვესტორების ნდობის დაბრუნებასა და ასობით საბანკო ანგარიშიდან ასობით მილიონი დოლარის გამოტანას ცდილობენ. მას შემდეგ, რაც FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი 11 ნოემბერს გადადგა, ხელმძღვანელებმა $1 მილიარდზე მეტი აქტივი, მათ შორის $720 მილიონი ნაღდ ფულში იპოვეს. ეს ფული მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და ერთ ადგილას უნდა შეგროვდეს.
კიდევ $500 მილიონს აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუტი იკავებს.
ჩვენ ამ ბანკებთან ვკონტაქტობთ და მომხმარებლის ანგარიშების ხელმომწერთა შემადგენლობას ვცვლით, რათა მათზე წვდომა მივიღოთ და საწესდებო სადეპოზიტო ინსტიტუტების ანგარიშებზე რაც შეიძლება მეტი თანხა გადავრიცხოთგაკოტრების პროცედურის შესახებ ბოლო სასამართლო მოსმენის დროს, FTX-ის ახალმა ფინანსურმა დირექტორმა, მერი სილიამ განაცხადა
მისი თქმით, თანხის გარკვეული ნაწილი - დაახლოებით $130 მილიონი - იაპონიაშია. მან ასევე დასძინა, რომ კომპანიას დაახლოებით $6 მილიონი ხელფასის მსგავს საოპერაციო ხარჯებზე აქვს.
დარჩენილი $423 მილიონიდან უმეტესი ნაწილი უსახელო ბროკერს აქვს. კიდევ $485 მილიონი ავტორიზებული სადეპოზიტო ორგანიზაციების ანგარიშებზეა.
FTX-ის ფინანსური მრჩევლის, Alvarez & Marsal-ის უფროსმა მმართველმა დასძინა, რომ ისინი ასევე ცდილობენ, კომპანიის საერთაშორისო კრიპტოაქტივები აღმოაჩინონ და კასტოდიალური პროვაიდერების გამოყენებით, ისინი ცივ საფულეებში გადაიტანონ.
გაკოტრების შესახებ სასამართლო განხილვამ ბირჟის მუშაობა უნდა შეაჩეროს. როგორც მანამდე GNcrypto იუწყებოდა, ბენკმენ-ფრიდის ხელმძღვანელობის დროს კომპანია ჩანაწერებს პრაქტიკულად არ აწარმოებდა. ახალი მმართველების თქმით, ბირჟის გამოყენების პირობები Google Drives-სა და Slack-ზე ინახებოდა, ხოლო სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილ პროგრამაში ხდებოდა.
აპრილში კომპანია აქტივების, ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს, ასევე ბირჟის გაკოტრებამდე თანამშრომლების რაოდენობისა და გატანილი თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, როგორც ამას აშშ-ის კანონმდებლობა ითხოვს.
სემ ბენკმენ-ფრიდი გირაოთი გაათავისუფლეს.