Fuel Labs: ტესტნეტის მიმოხილვა და გზამკვლევი

ფოტო - Fuel Labs: ტესტნეტის მიმოხილვა და გზამკვლევი
აჟიოტაჟმა, რომელიც Arbitrum-ის დროპს მოჰყვა, უკვე გადაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტნეტის გასავლელად მომდევნო პროექტის არჩევა ცივი გონებით შეგიძლიათ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ Fuel-ს - პროექტს, რომლის მიზანი მაღალსიჩქარიანი ტრანზაქციების განხორციელებაა. მაშინაც კი, თუ დამწყები ხართ, ეს მარტივი გზამკვლევი ქსელის ტესტირების დაწყებაში დაგეხმარებათ.
Fuel v1 იწყებოდა, როგორც მეორე დონის (L2) მასშტაბირების ტექნოლოგია Ethereum-ისთვის. დაარსების დღიდან პროექტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. Fuel-მა წარმატებით მოიზიდა 81,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. Fuel-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ჯონ ადლერი, თანადამფუძნებელი და კვლევის დირექტორი Celestia Labs-ში. პროექტს ასევე აქვს ისეთი ფონდების მხარდაჭერა, როგორიცაა Blockchain Capital, Stratos, CoinFund და Spartan.

გუნდის განცხადებით, Fuel არის ყველაზე სწრაფი Execution Layer  ბლოკჩეინის მოდულური სტეკისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და უმაღლეს მოქნილ გამტარუნარიანობას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. 

ახლა კი, გადავდივართ ტესტნეტზე!

ჩამოვტვირთოთ Fuel Wallet 

  • გადავდივართ გვერდზე, სადაც მოცემულია საფულის ინსტალაციის სახელმძღვანელო და მივყვებით ინსტრუქციებს.

  • ინსტალაციის შემდეგ ვაკოპირებთ აღდგენის ფრაზას და ვინახავთ უსაფრთხო ადგილას;

ვიღებთ სატესტო ტოკენებს

  • ვაკოპირებთ საფულის ნომერს, ვაწკაპუნებთ "Faucet-ს", გავდივართ captcha-ს და ვაჭერთ "GIVE ME ETHER";

ვმუშაობთ ვებგვერდთან 

მივყვებით ბმულს და ვაჭერთ ღილაკს "Connect", ვადასტურებთ  საფულეში;

  • ვაჭერთ ღილაკს "Get accounts";

ვითხოვთ მომხმარებლის ხელმოწერას fuel.signMessage-ის მეშვეობით

  • ვაჭერთ ღილაკს "Sign Message";

ვტესტავთ აქტივების გადარიცხვას

  • შეგვყავს თანხა გასაგზავნად და ვაწკაპუნებთ "Transfer-ს";

  • აწერთ ხელს ტრანზაქციას;

დასასრულს, არ უნდა დავივიწყოთ გამოხმაურების დატოვება პროექტის Discord-ში.

მსგავსი ტესტნეტები ინვესტიციების გარეშე კრიპტოზე  ფულის გამომუშავების კარგი შესაძლებლობაა. ვიღაც შეიძლება შეგვედავოს და SUI-ს გუნდის მიერ დროპის გაუქმება გაიხსენოს. სხვები, პირიქით, გაიხსენებენ Aptos-ს, სადაც სატესტო ქსელში ხალხს NFT-ების შეძენისთვის 150 APT დაურიგეს. მთლიანობაში, ტესტნეტები არ წარმოადგენს საქმიანობის იმ სფეროს, რომელშიც გარანტირებული ჯილდოები გელოდებათ, მაგრამ არც ეს შესაძლებლობა უნდა გაუშვათ ხელიდან.