გევინ ვუდი: პიჯაკები და ჰალსტუხები მძულს

ფოტო - გევინ ვუდი: პიჯაკები და ჰალსტუხები მძულს
ბრიტანელი პროგრამისტი გევინ ვუდი ცნობილი Ethereum-ისა და Polkadot-ის ბლოკჩეინების შექმნაში მონაწილეობით გახდა. ასევე იმით, რომ ის პირველი იყო, ვინც 2022 წელს უკრაინის მხარდასაჭერად კრიპტოქველმოქმედებაში ჩაერთო.
თუ ეცდებით წარმოიდგინოთ, როგორ გამოიყურება ბლოკჩეინდეველოპერი, რომელიც პროექტებში ხელმძღვანელ პოზიციებს გაურბის, მაშინ გევინ ვუდის ფოტოს შეხედეთ. ეს გენიალური პროგრამისტი, Solidity-ს სმარტ-კონტრაქტების ენის შემქმნელი, ლამის სერიული მეწარმე და ცუდი მენეჯერია. ადამიანი, რომელიც კრიპტოსამყაროში მოვიდა იმისთვის, რომ  შეექმნა „ერთი კომპიუტერი მთელი პლანეტისთვის“, მაგრამ კრიპტომაქსიმალიზმის ზეწოლას ვერ გაუძლო  და ნებისმიერ მენეჯერულ პოზიციაზე უარი განაცხადა.
გევინ ვუდი. წყარო: Bloomberg

გევინ ვუდი. წყარო: Bloomberg

გევინ ვუდი 42 წლისაა. სწავლობდა ლანკასტერის სამეფო გიმნაზიაში, შემდეგ კი იორკის უნივერსიტეტში, სადაც კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განხრით ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი მიიღო. გარდა ამისა, მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც აქვს.

ვუდი უცოლოა და შვილები არ ჰყავს. პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. არასოდეს საუბრობს თავის ხარჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

მაგრამ ჩვენთვის მის შესახებ ცნობილია რამდენიმე ფაქტი:
● ჰობი: მუსიკა და ფოტოგრაფია.
● სპორტი: შავი ქამარი ტაეკვონდოში.
● სამეცნიერო შრომები: ფილოსოფია.
● ქონება: $450 მილიონი.
● შემოსავლის ძირითადი წყარო: ETH და DOT.
● ქველმოქმედება: $5.8 მილიონი უკრაინის დახმარების ფონდისთვის (2022 წლის მარტი).

Ethereum-ის პერიოდი

ვუდის კარიერა დაიწყო Microsoft-ში, სადაც ის პროგრამისტად და პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა.

მაგრამ მისი გზა კრიპტოსამყაროში ვიტალიკ ბუტერინის გაცნობით დაიწყო, რომელმაც მიიწვია ჯგუფში, რომელსაც, გევინის თქმით, "ბიტკოინზე უკეთესი რაღაცის შექმნა“ სურდა.

ბუტერინთან, ჰოსკინსონთან, ენტონი დი იორიოსა და ლუბინთან ერთად მან Ethereum დააარსა.

ვუდი და გუნდი 2014 წელს ამოქმედებულ Ethereum-ს უყურებდნენ, როგორც საკუთარი კრიპტოვალუტის მქონე უზარმაზარ ეკოსისტემას. მომხმარებლებს შეეძლოთ, შეექმნათ და გაეცვალათ ციფრული პროდუქტები, მათ შორის სმარტ -კონტრაქტები. ვუდმა "ერთი კომპიუტერი მთელი პლანეტისთვის" უწოდა იმას, რის გაკეთებასაც ისინი იმ დროს ცდილობდნენ. 

ეს ინიციატივა BTC-ის მხარდამჭერებს არ მოეწონათ. ერთ-ერთ ინტერვიუში გევინმა ისაუბრა იმაზე, რაც ხდებოდა.
ბევრი ბიტკოინმაქსიმალიზმი იყო და ახლაც არის. მაშინ ჩვენს ირგვლივ ძალიან ტოქსიკური გარემო ჩამოყალიბდა. ჩვენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ვცდილობდით. ბიტკოინის მიმართ არანაირი სიძულვილი არ გაგვაჩნდა. ჩვენ უბრალოდ დეველოპერები ვიყავით. ირგვლივ კი ბევრი არასაჭირო, დაუსაბუთებელი სკეპტიციზმი იყო და ზოგჯერ უარესიც კი. ეს ლამის ნაციონალიზმის კრიპტოვერსია იყო. რაღაც ასეთი: ”მე ამ გუნდს ვუჭერ მხარს, ამიტომ რომელიმე სხვას ვერ დავუჭერ. ნებისმიერი სხვა გუნდი მტერი უნდა იყოს. და თუ ადრე შენ ჩვენი გუნდის წევრი იყავი, ახლა კი სხვაში ხარ, მაშინ მოღალატე ხარ. ასეთი მენტალიტეტი არსებობს
ნაწილობრივ, ამ ტოქსიკურობის გამო და ნაწილობრივ, იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდა ბუტერინის გადაწყვეტილებას, გატეხის შემდეგ Ethereum-ის  ქსელის ჰარდფორკი განეხორციელებინა, ვუდმა კომპანიის დამფუძნებელთა შემადგენლობა დატოვა.

მან თანამშრომლებს განუცხადა, რომ Ethereum გახდა კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ბლოკჩეინებით გადამეტნაჯერ სამყაროში გაბატონებისთვის იბრძვის და  მას ამაში მონაწილეობა არ სურს. 

მიუხედავად ამისა, გევინი Ethereum Classic-ის მხარდაჭერას აგრძელებს და ამ კრიპტოვალუტის დეველოპერებს კონსულტაციებს უტარებს. თუმცა ხანდახან ამბობს, რომ „კრიპტონაციონალიზმს“ ვერც ეს პროექტი გადაურჩა. ამიტომ თავის თავს მიზნად დაუსახა, რომ რამდენიმე ჯაჭვის არსებობის შესაძლებლობის შექმნით, ბლოკჩეინის აგრესიულ მენტალიტეტს შეცვლიდა, ან შეარბილებდა.

Polkadot-ის პერიოდი

მათემატიკის დოქტორთან, იუტა შტაინერთან ერთად, ვუდმა დააარსა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია,  სახელწოდებით Parity Technologies. ორი წლის შემდეგ ის Web3 Foundation-ის თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც დეცენტრალიზებულ ვებტექნოლოგიებით დაკავებულ გუნდებს აფინანსებს. ეს ორი კომპანია პარაჩეინის ახალი, უნიკალური ტექნოლოგიის შექმნის უკან დგას, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინებისთვის ქსელთაშორის გაერთიანებას წარმოადგენს.
გევინ ვუდი დაჟინებით მუშაობდა სისტემის შექმნის ამოცანაზე, რომელიც სხვა ქსელებთან ხიდის ფუნქციას შეასრულებდა. მას სურდა, მოეცილებინა ის, რასაც თავად "დამოუკიდებელი და იზოლირებული ინტერნეტსისტემების ნაჭრების საბანს" უწოდებდა. 2020 წლის მაისში ვუდმა და ორმა სხვა თანადამფუძნებელმა, რობერტ ჰაბერმაიერმა და პიტერ ჩაბანმა Polkadot-ის მულტიჯაჭვი აამოქმედეს. ვუდისთვის ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი არქიტექტურის კოდირება ნულიდან დაეწყო და ახალი, არატოქსიკური Ethereum - პარაჩეინი შეექმნა, რომელიც კონკურენტ პროექტებს გააერთიანებდა. 

პროექტი სწრაფად ვითარდებოდა და კრიპტოსაზოგადოების ყურადღებას იპყრობდა. მაგრამ 2022 წლის ოქტომბერში ვუდმა ყველა გააოცა განცხადებით, რომ Parity Technologies-ის CEO-ს თანამდებობას ტოვებს. ამან სოციალურ ქსელებში სიძულვილის ტალღა გამოიწვია: ყოფილ გენერალურ დირექტორს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან DOT-ით მილიონები იშოვა და ახლა მიატოვა ადამიანები, ვინც მას კრიპტოვალუტისთვის უმძიმეს დროს მიენდო. უმეტესად  აუღელვებელ გევინს ამაზე ძალიან ემოციური რეაქცია გქონდა. ოფიციალურ ვებგვერდზე მან გამოაქვეყნა განცხადება, რომ ხელმძღვანელი თანამდებობებისთვის შექმნილი, პრინციპში, არ იყო, ამიტომ პიჯაკები და ჰალსტუხები ეზიზღება. მას ენანება დროის დაკარგვა რაღაც შეხვედრებსა და პოტენციური პარტნიორობის განხილვებზე. მისი საქმე კოდის წერაა. ამიტომ, ის პარაჩეინის მთავარ არქიტექტორად რჩება და ფინანსური და მარკეტინგული საკითხებით დაკავება არ სურს და არც აპირებს. 
გენერალური დირექტორის როლი არასდროს ყოფილა ის, რისკენაც ვისწრაფოდი (და ეს Parity-მდე გაცილებით ადრე დაიწყო). შემიძლია, გენერალური დირექტორი ცოტა ხნით ვიყო, მაგრამ ეს ის ადგილი არაა, სადაც მარადიული ბედნიერების ძებნას ვაპირებ. კარგი გენერალური დირექტორი სხვებისთვის მუდმივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მას უნდა მოსწონდეს ის, რომ კომპანიას წარმოადგენს, როგორც შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მან არ უნდა იდარდოს, რომ დროის უმეტეს ნაწილს შეხვედრებსა და ზარებზე ხარჯავს და კალენდარში ბევრი ფერადი მონიშვნა აქვს
ბევრი გევინ ვუდს იდეალისტად მიიჩნევს, რადგან ის უკვე 9 წელია მჭიდრო კავშირშია კრიპტოვალუტებთან, მაგრამ არ დაუკარგავს რწმენა, რომ „სიმართლეზე და არა ნდობაზე დაფუძნებული“, სოციალური ურთიერთქმედების გლობალური სისტემის შექმნა შესაძლებელია. ის დარწმუნებულია, რომ Polkadot-ის ბიზნესმოდელის შეუძლია, შეცვალოს ბლოკჩეინების სამყარო, სადაც პროექტები ერთმანეთს რეიტინგში ადგილისთვის ებრძვიან, ნაცვლად იმისა, რომ კრიპტოეკონომიკის სასარგებლოდ ითანამშრომლონ. 

ჩვენ ისღა გვრჩება, მას წარმატებები ვუსურვოთ.