NFT-ის წვნიანი? მზადაა!

ფოტო - NFT-ის წვნიანი? მზადაა!
ბულიონის კუბების (და არა მხოლოდ) ყველაზე პოპულარულმა მწარმოებელმა MAGGI-მ გადაწყვიტა, რომ ტრადიციული სამზარეულო - მოსაწყენია. დროა დიასახლისები საბოლოოდ დაინტერესდნენ NFT-ებით.
OneRare-თან პარტნიორობით MAGGI დაიწყებს თავის საკულტო შეთავაზებებს - რეცეპტებს  MAGGI Noodles-ის, MAGGI Masala-ae-Magic-ისა და MAGGI Hot & Sweet-ის ციფრული საკოლექციო ნივთების გამოყენებით.
 
OneRare არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს "ბლოკჩეინი მკვებავად აქციოს". რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, დროა შევეჩვიოთ ციფრულ სწრაფად ხსნად ნუდლებს.

GC
GN Crypto
ავტორი