Getty Images და Candy Digital რეტრო-NFT–ებს გამოუშვებენ

ფოტო - Getty Images და  Candy Digital რეტრო-NFT–ებს გამოუშვებენ
NFT ფორმატში მუსიკალური და კულტურული ღონისძიებებიდან 70-იანი წლების ფოტოები ხელმისაწვდომი Candy-ის პლატფორმაზე 21 მარტიდან იქნება.
ინვესტორებს შეეძლებათ შეიძინონ ჯონ ლენონის, ელვისის, დევიდ ბოუის, ჯიმი ჰენდრიქსისა და იმ დროის სხვა ლეგენდების იშვიათი კადრები. შეთავაზება ხელმისაწვდომია აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, იაპონიის, ჰონგ–კონგის, გერმანიის, პორტუგალიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და ავსტრალიის მაცხოვრებლებისთვის.

ციფრული ხელოვნების ნიმუშების სავარაუდო ღირებულება $25-დან $200-მდეა. 7 მარტიდან 15 მარტამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება უფასო პრომო–NFT-ის მიღება.

კრიპტანელებო, გაუზიარეთ კარგი ამბავი თქვენს ბებია-ბაბუას, მათი დრო მოვიდა თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად!

GC
GN Crypto
ავტორი