Grumpy Cat-ის ტოკენის შემქმნელი საავტორო უფლებებს არღვევს?
ცნობილმა კომპანიამ Grumpy Cat Limited, რომელიც "ბუზღუნა კატის" მიმის საფუძველზე შეიქმნა, NFT შეტყობინების საშუალებით ამავე სახელწოდების ტოკენის შემქმნელი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
ამ შეტყობინებაში კომპანიამ მიუთითა, რომ არ გაუცია სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება კრიპტოვალუტისთვის, დომენური სახელისა და მსგავსი გამოსახულებებისთვის, რომლებსაც პოტენციური მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა შეუძლოა. ბოლოდ კი მთელ გუნდს სასამართლოთი დაემუქრა, თუ ის ციფრული აქტივის გავრცელებასა Grumpy Cat-თან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას არ შეწყვეტს.
ოფიციალურ ვებგვერდზე ტოკენი აღწერილია, როგორც უსარგებლო სახუმარო მონეტა Ethereum-ის ბლოკჩეინზე, რომელსაც მომხმარებლებისთვის შემოსავალი არ მოაქვს. მისი მიზანი უფრო PEPE-ის პოპულარობის განადგურებაა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მიუთითებს, რომ მას ორიგინალურ მიმთან არავითარი კავშირი არ აქვს, უფრო ზედმიწევნითი დაკვირვების შემდეგ ცხადი ხდება, რომ საკუთარი ილუსტრაციების მოუხედავად, ის ცნობილი ბრენდის რეპუტაციის გამოყენებას ღიად ცდილობენ.
Grumpy Cat-ის ტოკენის ვებგვერდის მთავარი გვერდი. წყარო: Grumpy Cat-ის ტოკენის ოფიციალური ვებგვერდი.
რა თქმა უნდა, მოთხოვნილ კონტენტზე, ან მთელ ბრენდზე დაფუძნებული მორიგი მიმტოკენი გასაკვირი არ არის. თუმცა, ამჯერად, გუნდის სახე იყო წარმატებული კრიპტობლოგერი გლაუბერ კონტესოტო, რომელიც პრეტენზიებს დაეთანხმა და იურიდიული საკითხების მოგვარებას დაჰპირდა. შემდგომში მან ყველა სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტა დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს, შეცვალა მხოლოდ დომენური სახელი, ხოლო სახელწოდება და სურათები იგივე დატოვა და მიზეზად ავტორის ორიგინალურობა დაასახელა. ტოკენის ფასი ამას კარგი ზრდით გამოეხმაურა.
მაგრამ Grumpy Cat Limited-მა თავისი პოზიცია არ შეცვალა და ახალი იურიდიული შეტყობინება გამოაქვეყნა. მასში კომპანიამ მიუთითა, რომ ტოკენის შემქმნელმა მთლიანად უგულებელყო ძირითადი პრეტენზიები და უხეშად ატყუებს მომხმარებლებს, როდესაც პრობლემების გადაჭრაზე საუბრობს. მან დასძინა, რომ ასეთ თაღლითურ კრიპტოვალუტებს არასოდეს მოიწონებს.
ნებისმიერი განცხადებები იმ პირების მხრიდან, რომლებიც ამ მონეტების პოპულარიზაციას ცდილობენ, მხოლოდ თაღლითობა და სიცრუეა. ნუ გახდებით მსხვერპლი. ნუ გაამდიდრებთ თაღლითებსა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდებს© Grumpy Cat Limited-ის ოფიციალური განცხადება
საკმაოდ საინტერესო იქნება სიტუაციის განვითარებაზე დაკვირვება, თუ ოფიციალური კომპანია სასამართლოში სარჩელის შეტანას გადაწყვეტს. გლაუბერ კონტესოტო ხომ ძალიან საჯარო ფიგურაა და პროექტის თვითკრიტიკისა და კრიპტოვალუტური საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერის მიუხედავად, შესაძლებელია მისი პასუხისგებაში მიცემა (დაბლოკვა, დაჯარიმება). შეგახსენებთ, რომ ასეთი, შედარებით უსარგებლო შიტკოინების შექმნა თხუთმეტ წამზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.