HashKey Group-მა და SlowMist-მა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს
აზიური კრიპტოგიგანტი HashKey Group, რომელიც ციფრული აქტივების სექტორში ფინანსური სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს და ბლოკჩეინის უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი კომპანია SlowMist პარტნიორები გახდნენ!
პარტნიორობის ფარგლებში, HashKey Group და SlowMist ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ მიმართულებებზე:
- კრიპტოვალუტის ეკოსისტემის დაცულობა;
- AML (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა) ციფრული ვალუტების სფეროში;
- უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების კვლევა.
SlowMist მიაწვდის HashKey Group-ს ინდივიდუალურ წვდომას თავის სერვისებზე, კერძოდ, მოწყვლადობის მონიტორინგსა და გამოვლენაზე, კრიპტოჰაკერულ არქივებსა და სმარტ კონტრაქტის ბრანდმაუერზე (დამცავი პროგრამული უზრუნველყოფა). ჩატარდება ყველა ბლოკჩეინ პროდუქტის დეტალური რევიზია, უსაფრთხოების სისტემაში შესაძლო სისუსტეების გამოსავლენად, სამომავლო რისკების პრევენციის მიზნით. ახლა ფინანსური კომპანიის ბიზნესი ცნობილი აუდიტორის გარანტიის ქვეშაა.
გარდა ამისა, SlowMist ჩაატარებს HashKey Group-ის პერსონალის, ბიზნეს სისტემების, მიწოდების ჯაჭვებისა და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის აუდიტს. სერვისს Red Teaming-ი ჰქვია. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, პარტნიორები ოპტიმალური დაცვისთვის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში დამხარებას გაუწევს
SlowMist-ის ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა MistTrack და Malicious Address Librar. ისინი ყველა სახის კიბერდანაშაულის გამოვლენასა და მომხმარებლის სახსრების დაცვაზეა გათვლილი. MistTrack საშუალებას გაძლევთ, თვალყური ადევნოთ საეჭვო მისამართებსა და ტრანზაქციებს საერთო ნაკადში და გაყინოთ კრიპტოვალუტები სიტუაციის შემდგომი ანალიზისთვის.
მავნე მისამართების ბიბლიოთეკა აგებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მონაცემები ამოიღება ბლოკჩეინ ხაფანგებიდან, რომლებიც სხვადასხვა კიბერკრიმინალებისა და თაღლითების შესახებ ინფორმაციის შეგროვების საშუალებას იძლევა. ამრიგად, ის უკანონოდ მოპოვებული თანხების გათეთრების პრევენციას უწყობს ხელს.
კომპლექსური უსაფრთხოების სანაცვლოდ, HashKey Group დააფინანსებს SlowMist-ის კვლევებს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში. ფინანსური კომპანია გააზიარებს თავის შეხედულებებს კიბერუსაფრთხოების ახალი შესაძლებლობების შესწავლაზე და წარადგენს პროფესიონალურ საინვესტიციო გუნდს.
შეგახსენებთ, რომ HashKey Group არის აზიური ფინანსური კონგლომერატი, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სერვისებია. კომპანია გვთავაზობს სავაჭრო პლატფორმებს, კრიპტოსაფულეებს, ვენჩურულ ინვესტიციებსა და Web3 ინფრასტრუქტურას. მისი სერვისები ფუნქციონირებს მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად. HashKey-ის ოფისები მდებარეობს ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და იაპონიაში. კომპანია თანამშრომლობს ფინტექ პროვაიდერებთან და აკადემიურ ასოციაციებთან.
SlowMist კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინების უსაფრთხოებას 2018 წლიდან უზრუნველყოფს. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბის აუდიტს, საზღვრავს სმარტ კონტრაქტებისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის პოტენციურ სისუსტეებს. ის თანამშრომლობს ჰაკერებთან და იზიდავს მათ ჯილდოებით მოწყვლადობის აღმოჩენის სანაცვლოდ, სთავაზობს კომპლექსურ დაცვასა და კონსულტაციებს.
SlowMist-ის სპეციალისტებმა შეამოწმეს 1500-ზე მეტი სმარტ კონტრაქტი Ethereum-ის, EOS-ის, Klaytn-ის, Aptos-ის, Solana-ის და ღია საწყისი კოდის მქონე სხვა ბლოკჩეინების ეკოსისტემებში. ამ აუდიტების დროს კომპანიამ გამოავლინა ასობით მაღალი და საშუალო დონის რისკის შემცველი ხარვეზი.