Hedera: როგორ მოხვდეთ სუროს ლიგაში

icon HBAR
ფოტო - Hedera: როგორ მოხვდეთ სუროს ლიგაში
HBAR ტოკენის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს Hedera Hashgraph-ის ეკოსისტემის ფუნქციონირება. Hedera ლათინურად „სუროს“ ნიშნავს. ასევე ესაა მესამე თაობის საჯარო ქსელი, რომელიც თავის თავს ბიტკოინისა და Ethereum-ის განვითარების შემდეგ ეტაპს უწოდებს.

Hedera – მხოლოდ შინაურებისთვის

ჰედერას (Hbar) ტოკენის პირველადი მიწოდება 2018 წლის 16 აგვისტოს შედგა. ICO-ს დროს პროექტმა ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან $100 მილიონი მოიზიდა. ამ სახსრებით დაიწყო Hedera Hashgraph-ის შექმნა. ეს არის DLT-ზე დაფუძნებული საჯარო ქსელი, დეცენტრალიზებული სერვისებისა და აპლიკაციების პლატფორმა.

Hedera Hashgraph-ის სამიზნე აუდიტორია არის კორპორაციული სექტორი. ჩვეულებრივი კრიპტელებისთვის, ქსელის თითქმის ყველა შესაძლებლობა დახურულია. Hedera Hashgraph-ზე სრული წვდომის მისაღებად, თქვენ უნდა შექმნათ პირადი ანგარიში და გაიაროთ ვერიფიკაცია. ამის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება ტოკენების გამოშვება, სმარტ კონტრაქტების შექმნა, ფაილების სერვისით ოპერაციების შესრულება და ა.შ.

Hedera Hashgraph პლატფორმა ეფუძნება Hashgraph პროტოკოლს, რომელიც შემუშავებულია ლიმონ ბერდის მიერ. Hashgraph ტექნოლოგია დაპატენტებულია კომპანია Swirlds-ის მიერ (დალასი, აშშ), რომელიც ეკუთვნის ბერდს და მის ბიზნესპარტნიორს, მენს ჰარმონს. Hedera Hashgraph საპილოტე პროექტი გახდა აშშ-ის ეროვნული საკრედიტო კავშირის ასოციაციის (CUNA) და Mountain West-ის საკრედიტო კავშირის ასოციაციის (MWCUA) ერთობლივი კორპორაციული ქსელი. იგი ჯერ კიდევ ICO-მდე განხორციელდა.

დღეს Hedera Hashgraph პლატფორმას მართავს Hedera Governing Council. ეს არის 26 კომპანიის წარმომადგენელთა საბჭო, რომელთა შორისაა Boeing, IBM, უმსხვილესი იაპონური საბროკერო კომპანია Nomura Holdings და სხვები, რომლებიც  კოდური ბაზის მთლიანობისა და ჰარდფორკის შეუძლებლობის გარანტიას იძლევიან. Hedera Governing Council  ასევე განსაზღვრავს პლატფორმის ახალი მომხმარებლების მიღების წესებს, მართავს პროექტის ფინანსებს და პასუხისმგებელია მის ტექნიკურ განვითარებაზე.

Hedera-ს კურსის დინამიკა 2019-2023 წლებში

წყარო: coinbase

წყარო: coinbase

Hbar ტექნოლოგია

Hashgraph ტექნოლოგია DAG-ის (directed acyclic graph - მიმართული აციკლური გრაფი) კერძო შემთხვევაა. DAG არის ბლოკჩეინის ალტერნატივა. ბლოკჩეინში ბლოკები იწერება ჯაჭვის სახით, ერთმანეთის მიყოლებით. DAG-ში ტრანზაქციები იწერება რაიმე განსაზღვრული თანმიმდევრობის გარეშე, ცხრილის სახით. მათი დამუშავება ხდება არა რიგრიგობით, არამედ ერთდროულად.

Hashgraph-ის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ მათი ალგორითმი უზრუნველყოფს:

  • ტრანზაქციის მაღალ სიჩქარეს (წამში10 000-ზე მეტი, ნოდებს შორის ურთიერთქმედების ტიპის წყალობით);
  • მეტ დაცვას DDos შეტევებისგან;
  • დაბალ საკომისიოებს (ცენტის წილები);
  • მაღალ ენერგოეფექტურობას (Hedera მოიხმარს 0,00017 კვტ/სთ-ს, რაც BTC ბლოკჩეინის მაჩვენებელზე ასიათასჯერ ნაკლებია).

Hedera-ს კოდის გამოყენება გარე მონაწილეების მიერ სასამართლო დავის გარანტიაა. პროექტის სტრატეგია ქსელის კოპირებას გამორიცხავს. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება Hashgraph-სა და ბლოკჩეინს შორის, რომლის კოდის გამოყენება და შეცვლა ნებისმიერს შეუძლია.

Hashgraph-ის გარდა, Hedera-ში იყენებენ ABFT-ს ( Byzantine Fault Tolerance კონსენსუსის ალგორითმის რეალიზაციას), Gossip პროტოკოლსა და სპეციალური სახეობის Proof-of-Stake-ს.

Hedera-ს ინვესტორები და ტოკენომიკა

Hedera Hashgraph-ის ინვესტორთა შორის ისეთი მსხვილი მოთამაშეებია, როგორც Digital Currency Group (DCG), უძველესი ჩინური ვენჩურული კომპანია Fenbushi Digital, რომლის პარტნიორი 2018 წლამდე იყო ვიტალიკ ბუტერინი და საინვესტიციო კომპანია Multicoin Capital. ეს უკანასკნელი Solana Labs-ის დაფინანსების რაუნდს ხელმძღვანელობდა და FTX-ში წარუმატებელი ინვესტიცია განახორციელა. DCG შედის Coinbase-სა და Kraken-ის პლატფორმების ინვესტორთა რიცხვში.

Hedera Hashgraph ტოკენების მაქსიმალური მიწოდება 50 მილიარდია. 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიმოქცევაში შევიდა 26 მილიარდი, ანუ ნახევარზე მეტი. ყოველთვიურად HBAR-ის ყოველი მომდევნო ტალღის განბლოკვა ხდება. Hedera Hashgraph-ის დამფუძნებლები, ბერდი და ჰარმონი, 2-2 მილიარდ HBAR-ს ფლობენ.

თეორიულად, მონეტა შეიძლება გამოყენებულ იქნას სავაჭრო მიზნებისთვის. მაგრამ HBAR ტოკენის მთავარი ამოცანაა იყოს პროექტის შიდა ვალუტა. ბიზნესკლიენტებს არ შეუძლიათ,  ისარგებლონ Hedera Hashgraph-ის შესაძლებლობებით, თუ მათ ანგარიშზე არ გააჩნიათ HBAR.

2023 წლის იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში HBAR-ის კურსი დაახლოებით $0,04-დან $0,09-მდე გაიზარდა. ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია 2023 წლის თებერვლის მეორე დეკადაში დაახლოებით $2,258,983,581 იყო. Hedera-ს პირობით კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალოს სხვა DAG ტოკენები. მათ რეიტინგში HBAR-ი უპირობოდ ლიდერობს.

საუკეთესო DAG ტოკენები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

წყარო: coinbase

წყარო: coinbase