NFT HerVoice: როდესაც ქალები ძლიერდებიან

icon NFT
icon FOR
ფოტო - NFT HerVoice: როდესაც ქალები ძლიერდებიან
ქალთა საერთაშორისო დღეს აქტივისტი ქალები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება გენდერულ უთანასწორობისკენ, ძალადობისა და ქალებისადმი ძალადობრივ მოპყრობისკენ მიიპყრონ. NFT კოლექცია HerVoice 2023 წლის მარტში გამოვიდა და წარმოადგენს Web3 საზოგადოების წვლილს გლობალურ მოძრაობაში ქალთა უფლებებისთვის.
NFT ქველმოქმედება სხვადასხვა ჰუმანიტარული ინიციატივისთვის შემოწირულებების შესაგროვებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება. ეს არის გამჭვირვალე, საიმედო და მარტივი გზა, გავუწიოთ ფინანსური დახმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება. 2022 წელს, არაკომერციულმა კრიპტოპლატფორმებმა მთლიანი შემოწირულებების მესამედი სხვადასხვა NFT პროექტების წყალობით მიიღეს.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა კოლექცია HerVoice. მის პოპულარიზაციას ეწევა Warrior Love Productions-ის დამფუძნებელი მელისა ჯუნ როული (Melissa Jun Rowley). მელისა არის მოგზაური და მწერალი, რომელმაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. მისმა პირადმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ინოვაციისადმი ერთგულებას  ზოგჯერ საჭიროება აჩენს. ტექნოლოგიები ადამიანებს ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში ეხმარება. მელისამ დაინახა, როგორ იყენებდნენ ექიმები აუგმენტირებული რეალობის ინსტრუმენტებს სამხედრო უბედურებების ზონაში. მან მოინახულა ლტოლვილთა ბანაკები, რომლებიც ბლოკჩეინის დახმარებით ფუნქციონირებდნენ. ის დარწმუნდა ქალების სოლიდარობაში, რომლებიც Web3-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ.

ამ შთაბეჭდილებებმა როულის SOLIS-სთან (Polygon-ზე დაფუძნებული Web3-ეკოსისტემა) ერთობლივად ახალი NFT კოლექციის შექმნისკენ უბიძგა. პროექტის იდეის თანახმად, ქალთა ხმები ხელოვნებისა და ინოვაციების მეშვეობით ქმედებად უნდა იქცეს. 

კოლექცია HerVoice შედგება 3905 NFT-ისგან. ტოკენების რაოდენობა პლანეტა დედამიწის 3,905 მილიარდ ქალს განასახიერებს.

თითოეული NFT არის ხელოვნების რამდენიმე სახეობის სიმბიოზი. მათში გაერთიანებულია პოეზიის კითხვა, ცეკვა და ანიმაციის ელემენტები. კოლექციისთვის ლექსი მელისა ჯუნ როულიმ დაწერა. NFT-ზე ის წაიკითხა 26 ქალმა მთელი მსოფლიოდან. მათ წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნები, სადაც ისინი ხელოვნებისა და სოციალური ინოვაციების სფეროში გამორჩეული Web3-ფიგურები, ლიდერები არიან.

მულტფილმის შესაქმნელად პროფესიონალი მოცეკვავეების, ნეკა ირობუნდასა (Nneka Irobunda) და ტაი ჯონს-ბეინის (Ty Jones-Bain) სტატიკური გამოსახულებები გამოიყენეს. ხელოვნურმა ინტელექტმა და სტუდიამ CreativeAya ისინი ცეკვად აქციეს.

ესაა ქალები ისეთი რთული რეგიონებიდან, როგორიცაა ირანი და ავღანეთი. ესაა აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ისრაელელი ქალები. უკრაინის მაცხოვრებელი ქალები, სადაც რუსეთი სისხლიან ომს აგრძელებს. სირიისა და თურქეთის წარმომადგენელი ქალები, სადაც დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს ებრძვიან.

HerVoice-ის NFT-ების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა საზოგადოებების მხარდაჭერას მოხმარდება. პირველ რიგში, საუბარია საგანმანათლებლო პროგრამაზე Web3-ის სფეროში. მას ჩაატარებს არაკომერციული ორგანიზაცია CARE, რომელიც ფოკუსირებულია ქალებსა და გოგონებზე, როგორც ცვლილებების გამტარებზე. CARE-ის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივები ეძღვნება შიმშილს, კლიმატის ცვლილებას, ჯანმრთელობას, ფინანსურ წიგნიერებასა და ა.შ.