ჰონგ-კონგი ბანკებს კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ფოტო - ჰონგ-კონგი ბანკებს კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ცოტა ხნის წინ, ჰონგ-კონგის სავალუტო სამმართველომ (HKMA) გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად, უფლებამოსილმა დაწესებულებებმა რისკზე ორიენტირებული მიდგომა უნდა გამოიყენონ.
ქვეყნის მარეგულირებელმა ასევე მოუწოდა ბანკებს, დაიცვან წინდახედული მიდგომა ახალ სექტორებთან, მათ შორის კრიპტოვალუტურ ბაზართან  მიმართებაში და მხარი დაუჭირონ ვირტუალური აქტივების სერვისების მომწოდებლებს (VASP), რომლებსაც ჰონგ-კონგში ანგარიშის გახსნა სურთ. 
  
ვირტუალური აქტივების სერვისების მომწოდებლების (VASP) კომპლექსური შემოწმების პროცესში, ბანკებმა უნდა გაითვალისწინონ ლიცენზიის მაძიებლებისთვის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობა, ნაცვლად იმისა, რომ დაელოდონ, როდის მიიღებენ კლიენტები ნებართვას. 
 
სამმართველოს რეკომენდაციით, კრეტიდორებმა უნდა შექმნან სპეციალური განყოფილებები და მოამზადონ პერსონალი კრიპტოკომპანიებთან მუშაობისთვის. მისი აზრით, მომხმარებელთა რისკების შეფასების სტანდარტული მიდგომის გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი და შეიძლება მხოლოდ დააფრთხოს ახალი დარგები, ან ზოგიერთი მოქალაქე. 
  
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ლიცენზირების ახალი რეჟიმი, რომელიც საცალო ინვესტორებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საშუალებას მისცემს. ჰონგ-კონგი აქტიურად მუშაობს კრიპტოვალუტებისთვის მეგობრული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნაზე, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა აშშ, სადაც რეგულირების გაურკვევლობამ ზოგიერთი ბირჟა ადგილმდებარეობის შეცვლაზე დააფიქრა.

GC
GN Crypto
ავტორი