Australian Open-მა ფსონი NFT-ზე დადო და არ შეცდა

icon NFT
ფოტო - Australian Open-მა ფსონი NFT-ზე დადო და არ შეცდა
მიმდინარე წელს Australian Open-ის კორტები 19х19 სმ-ის ზომის მრავალ წარმოსახვით კვადრატად დაიყო. თითოეული მათგანისთვის მოჭრილია საკუთარი NFT.
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადამწყვეტი ჩაწოდება შეასრულა და დიდი სლემის  22-ე ტურნირი მოიგო. სახელოვანი  ჩოგბურთელის გამარჯვების ბურთი დაეშვა კვადრატში ნომრით 1174. მას ცალკეული NFT Artball-ი შეესაბამებოდა. ამ არაჩანაცვლებადი ტოკენის მფლობელმა 2024 წლის დიდი სლემის ტურნირის 2 ბილეთი მოიგო. ასეთი პრიზი შესაძლებელი გახდა Hawk-Eye ვიდეოკამერების ქსელისა და Australian Open-ის ორგანიზატორების წყალობით, რომელთა აზრით NFT და web3 ჯერ კიდევ მუშა თემაა.

და მართლაც, დიდი სლემის მაყურებლები ჩოგბურთის ტურნირში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.
სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ისინი ან ადრე დგებოდნენ, ან გვიანობამდე არ იძინებდნენ, რათა მატჩების დასასრული ენახათ, რადგანაც სურდათ ეხილათ, სად დაეშვებოდა მატჩ-პოინტი
განმარტავს რიდლი პლამერი
მან შექმნა Australian Open-ის ღია ვებ-3 სტრატეგია თავიდან ბოლომდე. გასულ წელს Ethereum-ის ბლოკჩეინზე გამოშვებული 6,7 ათასზე მეტი NFT-Artball-ი გაიყიდა. თითოეულმა გულშემატკივარმა, საშუალოდ, 2 არაჩანაცვლებადი ტოკენი შეიძინა. Artballs  0.067 ETH-ად იყიდებოდა (ან 278 ავსტრალიურ დოლარად 2022 წლის 22 იანვარს,  მათი მოჭრის მომენტისთვის). წელს კიდევ თითქმის 2,5 ათასი NFT მოიჭრა.

მაგრამ, პლამერმა გადაწყვიტა გასცდენოდა NFT-ებს. ჯერ კიდევ გასულ წელს, Run it Wild სტუდიასთან თანამშრომლობით, ავსტრალიელებმა შექმნეს ავსტრალიის ვირტუალური  ღია პირველობა Decentraland-ის მეტასამყაროში. 2022 წელს ციფრულ ჩოგბურთის ტურნირებს მსოფლიოს 150 ქვეყნის სპორტის მოყვარულები დაესწრნენ. 
ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ინსტრუმენტები და უბრალოდ წავიდეთ, რადგან ბაზარს თავისი გამოწვევები აქვს
ამბობს რიდლი პლამერი
სრულიად ნათელია, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისას, როგორიცაა web3 და NFT, ბევრი გარე ფაქტორი ერთვება თამაშში. Australian Open-ში მიაჩნიათ, რომ ინოვაციური კომპანიებისთვის გარდაუვალია როგორც გამარჯვებები, ასევე მარცხები.

კრიპტოზამთრისა და NFT ბაზრის მილევაზე ყველა საუბრის მიუხედავად, Artball-ის მფლობელები დიდი ენთუზიაზმით იყენებენ ყველა უპირატესობას, რომელსაც ტოკენის ემიტენტები სთავაზობენ. მაგალითად, ორგანიზატორებმა სამასი ვიდეოკამერა დაამონტაჟეს. ისინი იღებენ კონტენტს, რომელიც განსხვავდება სპორტული ტელერეპორტაჟების სიუჟეტებისგან. შედეგად, Artball-ის მფლობელები არასაჯარო მოთელვას და ჩოგბურთელთა ვარჯიშს ადევნებენ თვალს.

ასევე, Artballs-ის მფლობელებს შეუძლიათ წინასწარ შეუკვეთონ ბილეთები, მიიღონ აბონემენტი ჩემპიონატის საფინალო კვირისთვის ან წვდომა United Cup-ის რჩეულ მატჩებზე. Australian Open-ი NFT Artball-ის მფლობელებს ადარებს მგზავრის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადამიანებს, რომლებიც ერთი ავიაკომპანიის მომსახურებით ხშირად სარგებლობენ.