როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის ბარათი?
კრიპტო ბარათები საშუალებას გაძლევთ მაღაზიებში კრიპტოვალუტით გადაიხადოთ, ასევე გამოიტანოთ ნაღდი ფული მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ბანკომატიდან. უფრო მეტიც, თითოეულ კომპანიას, რომელიც გასცემს ასეთ ბარათებს, მომხმარებლებისთვის საკუთარი პრივილეგიები აქვს.
რა არის კრიპტოვალუტის ბარათი?
თუ თქვენ კრიპტოვალუტას ფლობთ, მაშინ ალბათ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ გამოიყენოთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახლა, ბიტკოინის დოლარში კონვერტაციისთვის, BTC ცენტრალიზებულ ბირჟაზე უნდა გადაიტანოთ, გადაცვალოთ აშშ დოლარში და შემდეგ გადაიტანოთ იგი თქვენს საბანკო ბარათზე. ასევე შეგიძლიათ გადამცვლელის გამოყენებაც, მაგრამ მაშინ არსებობს რისკი თაღლითებს გადაეყაროთ. კრიპტოვალუტის „განაღდების“ ასეთი გრძელი გზა სირთულეებს უქმნის რიგით მომხმარებლებლებს და ამცირებს მისი, როგორც გადახდის საშუალების გამოყენების მიმზიდველობას.
გამოსავალი შეიძლება იყოს კრიპტოვალუტის ბარათი. ის მუშაობს ზუსტად ისევე, როგორც ჩვეულებრივი სადებეტო ბარათი. ფაქტობრივად, თქვენ შეგიძლიათ იგივე პროდუქტების საფასური კრიპტო-სადებეტო ბარათით გადაიხადოთ: ბიტკოინი ჩამოიჭრება თქვენი საფულედან შენაძენის ფასის ექვივალენტური ოდენობით (ხდებაგარკვეულ ვალუტაში ავტომატური კონვერტაცია).
ზოგიერთმა ცენტრალიზებულმა ბირჟამ და გადახდის სერვისმა უკვე გამოუშვა საკუთარი კრიპტო სადებეტო ბარათები. ასეთი ბარათების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს ტრადიციულ და კრიპტოვალუტის ფინანსურ სისტემებს შორის ურთიერთქმედებას. შეგიძლიათ ბიტკოინში მიიღოთ ხელფასი და ეგრევე გამოიყენოთ იგი ყოველდღიური ხარჯებისთვის: გადაიხადოთ საკვების, ბენზინის, ტანსაცმლის საფასური, გადაიხადოთ გადასახადები და ა.შ. და რადგან ეს არის სადებეტო ბარათი, თქვენ ვერ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გაქვთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ქეშბექის ხელმისაწვდომობა. ქეშბექის პროცენტი მერყეობს 1%-დან 8%-მდე და შენაძენის გაკეთებისას ირიცხება.
კრიპტო სადებეტო ბარათის მიღება პროვაიდერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია. ზოგიერთი პროვაიდერი მხოლოდ ვირტუალურ ბარათს სთავაზობს, რომლითაც დაუყოვნებლივ გადახდა შეიძლება ონლაინ მაღაზიებში, ან გთავაზობთ მის თქვენს Apple Pay-ის ან Google Pay-ის საფულესთან დაკავშირებას. ასევე არის სერვისები, როგორიცაა BitPay, რომელიც იძლევა ფიზიკური ბარათის გაცემის შესაძლებლობას.
კრიპტო სადებეტო ბარათის შერჩევა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და იმაზე, თუ სად ცხოვრობთ. ზოგიერთი კომპანია გასცემს ბარათებს,რომლებზეც დაწესებულია შეზღუდვები და ყოველდღიური ლიმიტები. აქ მნიშვნელოვანი ასპექტია მხარდაჭერილი კრიპტოვალუტების რაოდენობა და რეგიონული შეზღუდვების არარსებობა.
ვინაიდან კრიპტო ბარათების უმეტესობა მხარდაჭერილია Visa და MasterCard-ით, მათი გამოყენება მთელ მსოფლიოში ნებისმიერ მაღაზიაში ან ბანკომატში არის შესაძლებელი.
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ სამ ყველაზე პოპულარულ კრიპტო სადებეტო ბარათს, და ასევე შევადარებთ მათ უპირატესობებს.
Crypto.com Visa
Crypto.com-ის ბარათი Visa–ს ქსელში მუშაობს, აქვს 100-ზე მეტი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა და გაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კლიენტებისთვის წარმოდგენილია 5 განსხვავებული დონის ბარათები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პირობები და ჯილდოს გაცემის სტრუქტურა. ყველაზე პრემიალური ბარათი Obsidian გთავაზობთ 5%-იან ქეშბექს და, მაგალითად, ულიმიტო წვდომას აეროპორტის ლაუნჯებზე LoungeKey პროგრამის მეშვეობით. ეს ბარათი ასევე გთავაზობთ თანხის დაბრუნებას Airbnb-ისა და Expedia-ის ჯავშნებზე, 100%-იან ქეშბექს Spotify-ს, Netflix-ის, Amazon Prime-ის გამოწერებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ამ კონკრეტული ბარათის მისაღებად, მომხმარებელმა უნდა მოახდინოს ტოკენის CRO სტეიკინგი $400,000 თანხის ოდენობით.
წყარო Crypto.com
წყარო Crypto.com
Binance Card Visa
ეს ბარათი Visa ქსელშიც მუშაობს, მაგრამ ხელმისაწვდომი მხოლოდ ევროპელი მომხმარებლებისთვისაა. ყოველი შენაძენით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს 8%-მდე BNB ქეშბექი და ბანკომატებიდან თანხა საკომისიოს გარეშე გამოიტანოს. როგორც ვირტუალური, ასევე ფიზიკური ბარათების გაცემა უფასოა.
წყარო Binance.com
Coinbase Visa
Coinbase ბარათი ხელმისაწვდომია აშშ-ს ყველა მაცხოვრებლისთვის (ჰავაის გარდა) და გაძლევთ საშუალებას შენაძენებზე 4%-მდე ქეშბექი მიიღოთ. ამავდროულად, მომხმარებლებს არ სჭირდებათ ბარათის მომსახურებისთვის ან ბანკომატიდან თანხის გამოტანისთვის ფულის გადახდა.
კრიპტობარათები საშუალო მომხმარებლისთვის საგრძნობლად ამარტივებს კრიპტოვალუტის გამოყენებას და მათთვის არ არსებობს ის შეზღუდვები, რომლებიც ეხება ფიატში გადახდებს. ამავდროულად, კრიპტო ბარათების ფუნქციონალურობა და ხელმისაწვდომობა შესაძლებელს ხდის კრიპტო ენთუზიასტების დიდი ხნის სურვილის რეალიზებას: კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის ლეგალური საშუალების, გამოყენება.