როგორ ავარიდოთ თავი კრიპტოგადასახადებს და რატომ არის ეს ცუდი იდეა

ფოტო - როგორ ავარიდოთ თავი კრიპტოგადასახადებს და რატომ არის ეს ცუდი იდეა
დღეს უკრაინაში კრიპტოვალუტების დაბეგვრის საკითხი ბოლომდე დარეგულირებული არ არის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გადასახადების თავიდან აცილება შესაძლებელია? სპოილერი - სამწუხაროდ, არა.
თითქმის ერთი წლის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „ვირტუალური აქტივების შესახებ“. დოკუმენტის მიზანია,  შექმნას სამართლებრივი ბაზა კრიპტოვალუტების ლეგალური ბაზრის ასამოქმედებლად. ჯერჯერობით ის არ შესრულებულა. კანონმდებლები ჯერ მხოლოდ უკრაინის საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს წერენ. ანუ პასუხი კითხვაზე "რა გადასახადები უნდა გადავიხადოთ კრიპტოვალუტაზე?" მომზადების პროცესშია. 

რა გადასახადები უნდა გადაიხადონ კანონმორჩილმა კრიპტელმა-ფიზიკურმა პირებმა?

მაგრამ მოქმედი კანონის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ  საგადასახადო ორგანოები თქვენს მიერ მიღებული შემოსავლით არ ინტერესდებიან. მართლაც, დღეს საგადასახადო კანონმდებლობა კრიპტოვალუტების დაბეგვრის პროცედურას არ ითვალისწინებს. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კრიპტოვალუტებზე გადასახადები ზოგად საფუძველზე უნდა გადაიხადოთ. 

კრიპტოვალუტის გამყიდველი ფიზიკური პირი ვალდებულია, გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი წლიურ დეკლარაციაში გასაყიდი ფასის მითითებით დაადეკლარიროს. სახელმწიფოს მოუნდება ამ თანხის 18%, პლუს 1,5% სამხედრო გადასახადისთვის. ”იმისთვის, რომ გაყიდო რაღაც არასაჭირო, ჯერ უნდა იყიდო რაღაც არასაჭირო”, - ვიცით ბავშვობიდან. ცხოვრებისეული ლოგიკის საპირისპიროდ, შეუძლებელია იმის მითითება, თუ რამდენად  იყიდეთ კრიპტოვალუტა (და ამით შეამციროთ თანხა, რომელზეც გადასახადის გადახდა  მოგიწევთ).

გაცილებით რთულადაა საქმე, თუ კრიპტოვალუტით რაღაც ქონება იყიდეთ. კრიპტოვალუტა გადახდის საშუალება ვერ იქნება. ამიტომ, საგადასახადო ორგანოები განიხილავენ (თუ მოუნდებათ) თქვენს შესყიდვას, როგორც კრიპტოვალუტის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც არაფულადი ფორმითაა მიღებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გადახდილი ფასი ჯერ უნდა გავამრავლოთ კოეფიციენტზე 1,21951 (დიახ, ციფრი  უჩვეულოდ გამოიყურება, ჩვენც კი გაგვიკვირდა). შემდეგ კი უკვე მიღებული ციფრიდან უნდა გამოითვალოს გადასახადი ფიზიკური პირების შემოსავალზე (18%). კიდევ ერთხელ - დავუშვათ, იყიდეთ მანქანა. ფიქრობთ, რომ დაიხარჯეთ? არა, კოორდინატთა არსებულ სისტემაში თქვენ შემოსავალი მიიღეთ (სევდიანი სმაილიკი). გადაიხადეთ გადასახადი, გაუზიარეთ სახელმწიფოს. ბონუსი - სამხედრო გადასახადი (1,5%) კოეფიციენტ 1,21951-ის გათვალისწინების გარეშე გამოითვლება.

რა გადასახადებს იხდიან კრიპტოვალუტურ ოპერაციებზე იურიდიული პირები?

იურიდიულმა პირებმა, რომლებიც გადასახადებს დაბეგვრის ზოგადი სისტემით იხდიან, კრიპტოვალუტით განხორციელებული ოპერაციები არამატერიალური აქტივებით შესრულებული ოპერაციების სახით უნდა აღრიცხონ. ეს არის 18%-იანი მოგების გადასახადი, პლუს დღგ-ს გადასახადის ვალდებულება (20%-იანი განაკვეთი).

გარეგნულად ჩანს, რომ ერთიანი გადასახადის გადამხდელები ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან: გადაიხადე 5% და იცხოვრე მშვიდად. მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. არსებობს ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა კლასიფიკატორი. ერთიანი  გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, აწარმოოს საქონელი და მომსახურება ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა კლასიფიკატორის ფარგლებში. სხვა სახის საქმიანობის ერთიანი გადასახადის გადახდიდან ზოგად საგადასახადო სისტემაზე გადასვლას ნიშნავს.

თქვენ უკვე მიხვდით, რომ უკრაინაში ეკონომიკური საქმიანობის სახეობებს შორის კრიპტოვალუტით ვაჭრობა საერთოდ არ არის. ჯერ კიდევ 2018 წელს, სახელმწიფო სტატისტიკამ მისი გამოყენებით ოპერაციების განსახორციელებლად ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა კლასიფიკატორ 66.19-ის გამოყენება შესთავაზა - "სხვა დამხმარე საქმიანობა ფინანსური მომსახურების სფეროში, გარდა დაზღვევისა და პენსიისა“. მაგრამ საგადასახადომ, სამწუხაროდ, ამ წინადადებას OK-ით არ უპასუხა. ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გადასახადების მინიმუმამდე დაყვანა სცადოთ და სახელმწიფო სტატისტიკის მიერ შემოთავაზებული გზით წახვიდეთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ საგადასახადო ასეთ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად შეაფასებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტით შესრულებული ოპერაციები, რომლებსაც ერთიანი გადასახადის გადამხდელი ასრულებს, შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ეკონომიკური საქმიანობის  სახეობათა კლასიფიკატორის მიღმა განხორციელებული საქმიანობა. ეს არის დარღვევა, რომლის დროსაც ერთიანი გადასახადის გადამხდელის რეგისტრაცია გაუქმდება. თანაც, უკანა რიცხვით - დარღვევის ჩადენის კვარტლის მომდევნო თვის პირველი დღიდან. ანუ, თუ თქვენ აჩვენეთ, რომ ვაჭრობთ კრიპტოვალუტებით 2022 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკური საქმიანობის  სახეობათა კლასიფიკატორ 66.19-ის ფარგლებში, მაშინ 1 მარტიდან  თქვენი ერთიანი გადასახადის გადამხდელის ლიცენზია ანულირებულად ჩაითვლება.  ხოლო ზოგადი საგადასახადო სისტემის მიხედვით გადასახადები მთელი დარჩენილი პერიოდისთვის დაირიცხება.

სიტუაცია აშკარად არ არის ნორმალური. უკრაინელ კრიპტელებს ვირტუალური აქტივებით შესრულებული ოპერაციების სამართლიანი დაბეგვრის პროცედურა ძალიან სჭირდებათ. საბედნიეროდ, ეს უკრაინელ კანონმდებლებსა და მარეგულირებლებს ესმით. მოსალოდნელია, რომ უკრაინის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი უახლოეს კვირებში იქნება მზად.