როგორ შევიძინოთ მონეტა Shiba Inu

ფოტო - როგორ შევიძინოთ მონეტა Shiba Inu
ახალი მონეტის შეძენა ყოველთვის ემოციური მომენტია, მით უმეტეს, თუ ეს არის Shiba Inu-ს (SHIB) მსგავსი მემის მონეტა, რომლის ემბლემაზე საყვარელი ძაღლია გამოსახული. თუ ამ თამაშში ახალბედა ხართ, ან უბრალოდ შეძენილი ნივთის ახალი შესაძლებლობები გაინტერესებთ, ეს სტატია ამ პროცესში გარკვევაში დაგეხმარებათ.
ნაბიჯი 1. წინასწარ შეაფასეთ რისკები

მემ-კოინები ხშირად ბაზრის  მკვეთრ რყევებს განიცდის. ვინაიდან მათი ღირებულება, როგორც წესი, დაბალია, ეს ხშირად დიდ ზარალს იწვევს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ იმ რაოდენობის ინვესტიცია განახორციელოთ, რომლის დაკარგვის არ გეშინიათ.

არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ თქვენი დანაზოგი მთლაინად. ეს ძალიან ცუდი აზრია.

ნაბიჯი 2. შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ბარათი

უმეტეს შემთხვევაში, მონეტების შესაძენად დაგჭირდებათ საკრედიტო ბარათი, ამიტომ დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი თანხა თქვენს ანგარიშზე და, აუცილებლობის შემთხვევაში შეავსეთ ის წინასწარ.

ნაბიჯი 3. შეარჩიეთ პლატფორმა, სადაც მონეტის შეძენა გსურთ

ინტერნეტში ბევრი პლატფორმაა, რომელიც  კრიპტოვალუტის შეძენის საშუალებას გაძლევთ, თუმცა ყველა მათგანი არ გვთავაზობს მემკოინებს, მათ შორის Shiba Inu-ს. ეს ეხება, მაგალითად, PayPal-ს, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ Bitcoin, Bitcoin Cash, Ethereum და Litecoin.

მსხვილი ბირჟების უმეტესობა, როგორიცაა Coinbase, WhiteBit, Kraken და სხვები, მომხმარებლებს ამის გაკეთების საშუალებას თვალის დახამხამებაში აძლევს. ასე რომ, აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის შესაფერისია და გააკეთეთ ეს ბრაუზერის ან აპლიკაციის საშუალებით.

ნაბიჯი 4. მოემზადეთ KYC-ის შესამოწმებლად (იცნობდეთ თქვენს კლიენტს)

თუ გადაწყვეტთ Shiba Inu-ს ყიდვას ბირჟის საშუალებით, დარწმუნდით, რომ ხელთ გაქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ყველაზე ავტორიტეტული ბირჟების უმეტესობა ითხოვენ KYC-ს თქვენი აკაუნტის ვერიფიკაციისა და აქტივაციცისთვის.

არ ინერვიულოთ, ეს საკმაოდ სწრაფი პროცესია და თქვენ დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდებათ.

კრიპტოვალუტის ან სტეიბლკოინების შეძენამდე, თქვენ ასევე უნდა მიაწოდოთ ბირჟას თქვენი საბანკო მონაცემები, ამიტომ დარწმუნდით, რომ ისინი ხელთ გაქვთ.

ნაბიჯი 5. დაიწყეთ ვაჭრობა

ყველაზე ხშირად, ბირჟები  მარტივ და ინტუიტურად გასაგებ ინტერფეისებს გვთავაზობენ. Shiba Inu-ს შესაძენად, უბრალოდ დააწკაპუნეთ ძებნის ღილაკზე და შეიყვანეთ მოთხოვნა SHIB. თქვენ ნახავთ სხვადასხვა წყვილებს, რომლებსაც კონკრეტული ბირჟა თავის მომხმარებლებს სთავაზობს.

მაგალითად, WhiteBit ბირჟა თავის კლიენტებს Shiba Inu-ს შეძენას აშშ დოლარში, ევროში, უკრაინულ გრივნასა და USDT stablecoin-ით სთავაზობს. აირჩიეთ სასურველი წყვილი და შეიყვანეთ რაოდენობა, რომლის შეძენაც გსურთ.

იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ორდერი გსურთ შექმნათ, შეგიძლიათ აირჩიოთ ლიმიტირებული, საბაზრო, სტოპ-ლიმიტირებული, სტოპ-მარკეტი, პირობითად ლიმიტირებული და პირობითად-საბაზრო. ამ ვარიანტებს შორის განსხვავებები ამ სტატიის ჩარჩოებს სცილდება, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საბაზრო ვარიანტი არის მონეტების შეძენის ყველაზე სწრაფი გზა, თუ სხვა რამე მიზნები არ გაქვთ.

ნაბიჯი 6. არ შეამოწმოთ ბაზარი ზედმეტად ხშირად

ყველა კარგმა ინვესტორმა იცის, რომ მას შემდეგ, რაც რამე იყიდეთ, ყოველ ხუთ წუთში ბაზრის შემოწმებას აზრი არ აქვს. ის მერყეობს და თქვენ ყოველთვის არ იქნებით მოგებაში, ასე რომ თქვენ მხოლოდ იმ თანხის ინვესტიცია გჭირდებათ, რომელიც გაწყობთ, რომ ამ დროს სხვა საქმის გაკეთებაც შეძლოთ.

ტრეიდინგში წარმატების გასაღები მოთმინება და აუღელვებლობაა.

გისურვებთ წარმატებულ ტრეიდინგს!


Sidebar ad banner
Recommended