როგორ შევქმნათ და გავყიდოთ NFT. ეტაპობრივი სახელმძღვანელო
ალბათ, თითქმის ყველას დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ საკუთარი NFT, ან მთელი კოლექცია. ამიტომ ჩვენ დავწერეთ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო, თუ როგორ და სად უნდა შექმნათ და გაყიდოთ თქვენი NFT.
ბევრი NFT პლატფორმა გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ სხვადასხვა სახის NFT. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მხატვარი, მუსიკოსი, კოლექციონერი, - თქვენ
შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი NFT-ები.
NFT-ის შექმნის პროცესს მინტინგი ეწოდება. Minting არის ბლოკჩეინზე თქვენი ციფრული ფაილის ციფრულ აქტივად გარდაქმნა. NFT-ის მინტინგი შესაძლებელია როგორც კი შეიქმნება, შემდეგ
შეიძლება გაიყიდოს ან გაცვალოს.
1. აირჩიეთ NFT-ის ტიპი, რომლის შექმნაც გსურთ
არსებობს
უამრავი ტიპის NFT, რომლის შექმნაც შეიძლება.
ეს შესაძლოა იყოს ხელოვნების ნიმუშები, ღონისძიებების ბილეთები, მიმები, მედია და მუსიკა,
თამაშები, ვირტუალური ნივთები. ისინი შეიძლება არსებობდნენ როგორც სურათი, აუდიო ან
ვიდეო ფაილი, როგორიცაა JPG, PNG, MP4, MOV და ა.შ. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ
NFT-ბი რეალური ნივთებისთვის, როგორიცაა ძვირფასი საკოლექციო ფიგურები ან ცნობილი ადამიანების
ხელმოწერილი ფოტოები.
2: აირჩიეთ ბლოკჩეინი, რომელზეც NFT შეიქმნება
ბლოკჩეინი შეინახავს თქვენს NFT-ების მუდმივ ჩანაწერს, ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.
- Ethereum
ყველაზე პოპულარული NFT ბლოკჩეინი. მასში ინახება ათასობით კოლექცია. NFT ბაზრების უმეტესობას აქვს Ethereum blockchain-ს მხარდაჭერა, თუმცა Ethereum ქსელში ურთიერთშეუცვლელი ტოკენის გადაცემას შეიძლება გაზის მაღალი საფასური მოჰყვეს. - Solana
შექმნილია როგორც Ethereum-ს უფრო სწრაფი და იაფი ალტერნატივა. Solana გთავაზობთ 0.01 დოლარზე ნაკლებ კომისიას. გარდა ამისა, Solana იყენებს როგორც Proof-of-History (PoH), ასევე Proof-of-Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმებს, რაც საშუალებას აძლევს მას ტრანზაქციები ბევრად უფრო სწრაფად დამუშავოს, ვიდრე Ethereum. - Flow
ეს არის კიდევ ერთი PoS ბლოკჩეინი, რომელიც NFT-თვის და დეცენტრალიზებული სათამაშო აპლიკაციებისთვისაა
შექმნილი. მასში შედის პოპულარული NBA Top Shot NFT კოლექცია. ბევრი სხვა სპორტული NFT შეიქმნა Flow blockchain-ზე, რაც მას პოპულარულ ადგილად აქცევს სპორტული კოლექციების შესაქმნელად.
3. დააყენეთ NFT საფულე
მას შემდეგ რაც აირჩევთ ბლოკჩეინს, დაგჭირდებათ ციფრული საფულე, რომელიც მხარს უჭერს მას, რათა შეინახოთ თქვენი
NFT. საფულის შესაქმნელად, თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი და ოფლაინ რეჟიმში შეინახოთ თქვენი პირადი გასაღებები და აღდგენის ფრაზა სარეზერვო ასლებისთვის.
პოპულარული საფულეები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ბლოკჩეინების მხარდაჭერა:
პოპულარული საფულეები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ბლოკჩეინების მხარდაჭერა:
- MetaMask: ეს არის პოპულარული კრიპტო საფულე, რომელსაც აქვს კრიპტოვალუტების ფართო სპექტრის, ასევე Ethereum და Solana ბლოკჩეინების მხარდაჭერა. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მობილური აპლიკაცია ან დააინსტალიროთ ბრაუზერის გაფართოება.
- Coinbase wallet: ციფრული საფულე, რომელიც მხარს უჭერს ERC-721 NFT ტოკენებს, ასევე NFT კოლექციებს Solana-ზე. ასევე აქვს ბრაუზერის გაფართოება.
- Ledger Nano: ცივი საფულე უზრუნველყოფს თქვენი ურთიერთშეუცვლელი ტოკენების უსაფრთხოებას. Ledger Nano X მხარს უჭერს როგორც
Ethereum-ს ასევე NFT-კოლექციებს Solana-ზე.
4. აირჩიეთ NFT პლატფორმა
NFT-ის შესაქმნელად და გასაყიდად მრავალი პლატფორმა არსებობს. ურთიერთშეუცვლელი ტოკენების მინტინგითვის თითოეულ პლატფორმას
აქვს საკუთარი წესები და გადასახადები.
პოპულარული პლატფორმები, რომლებზეც შესაძლებელია NFT-ის მინტინგი:
- OpenSea: პოპულარული პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს NFT-ების ყველა ტიპს. მხარდაჭერილი ბლოკჩეინები: Ethereum, Polygon, Klaytn, Solana, Arbitrum, Avalanche და Optimism.
- Rarible: ასევე პოპულარული პლატფორმა, რომელიც Ethereum-ზეა აგებული. მხარდაჭერილი ბლოკჩეინები: Ethereum, Flow და Tezos.
- Solanart: NFT პლატფორმა დაფუძნებულია Solana-ზე. Solanart-ს აქვს მოსახერხებელი ინტერფეისი და მარტივი მოჭრის პროცესი.
5. NFT-ის შექმნა
პლატფორმის არჩევის შემდეგ, NFT-ის შექმნა საკმაოდ მარტივია. ქვემოთ მოცემულია Rarible-ზე ურთიერთშეუცვლელი ტოკენების
შექმნის მაგალითი:
2. აირჩიეთ თქვენი ციფრული საფულე (მაგ. MetaMask) და მიეცით Rarible-ს თქვენი ანგარიშების ნახვის უფლება.
3. დააწკაპუნეთ „დაკავშირება“-ს და მიიღეთ პლატფორმის მომსახურების პირობები და დაადასტურეთ თქვენი ასაკი.
4. დაბრუნდით Rarible-ის მთავარ გვერდზე დაზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ ლურჯ ღილაკზე „Create“.
5. აირჩიეთ თქვენი NFT-ის ერთი ციფრული ასლის შექმნა, ხოლო, ერთსა და იმავე პროდუქტის მრავალჯერადი გაყიდვისთვის - აირჩიეთ რამდენიმე ასლის შექმნა.
6. ატვირთეთ ციფრული ფაილი, რომლის მოჭრაც გსურთ NFT-ის სახით.
7. შემდეგ, თქვენ მოგეთხოვებათ აირჩიოთ, როგორ გსურთ გაყიდოთ თქვენი NFT ფაილი და დააყენოთ მინიმალური ფასი მისი მოჭრის შემდეგ.
8. აირჩიეთ გსურთ თუ არა შესთავაზოთ თქვენი NFT-ის მაღალი გარჩევადობის სრული ვერსია.
9. დაამატეთ სათაური და აღწერა თქვენი NFT ნახატისთვის.
10. მიუთითეთ ჰონორარის პროცენტი, რომელიც გსურთ მიიღოთ მეორადი გაყიდვებისთვის.
11. მიუთითეთ ფაილის თვისებები, როგორიცაა ფერი ან ზომა პიქსელებში.
12. დააწკაპუნეთ "შექმნა"-ს.
13. დაადასტურეთ ტრანზაქცია კრიპტო საფულეში (გადაიხადეთ გაზის საფასური).
14. დააწკაპუნეთ "დადასტურება".
15. გაყიდის შეკვეთას ხელი მოაწერეთ თქვენი საფულეში ხელმოწერის ღილაკზე.
და სულ ეს არის. თქვენი NFT შექმნილია. გენერირებული ურთიერთშეუცვლელი ჟეტონის მოსაძიებლად დააწკაპუნეთ პროფილზე > ჩემი ნივთები. თქვენი საკოლექციო NFT ნივთები გამოჩნდება ეკრანზე.
6. განათავსეთ NFT გასაყიდად
NFT-ის შექმნის შემდეგ ის თქვენს საფულეში იქნება, შეგიძლიათ უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს „გაყიდვა“ თქვენს მიერ არჩეულ პლატფორმაზე და მიუთითოთ რა ფასად გსურთ მისი განთავსება.
გაყიდვის დეტალების შევსების შემდეგ, შეგიძლიათ NFT-ები განათავსოთ გასაყიდად. ამისათვის თქვენს ციფრულ საფულეში, თქვენ უნდა მოაწეროთ ხელი რამდენიმე ტრანზაქციას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ტრანზაქციების საკომისიოს გადახდას.