როგორ ვიხეიროთ ტოკენების "ანლოქზე": ეტაპობრივი სახელმძღვანელო
"ანლოქი" (unlock - განბლოკვა) - ტოკენების განბლოკვაა, რომლებიც რომელიმე საინვესტიციო რაუნდის, ან პროექტის მიერ ინვესტიციების მოსაზიდი პროგრამების პირობებით იყო დაბლოკილი.
თითოეული პროექტი ტოკენომიკას გულდასმით ისე ამუშავებს, რომ "ანლოქის" ეტაპზე გამყიდველების მხრიდან დიდი ზეწოლა არ გამოიწვიოს და საკუთარი ტოკენის ფასი არ ჩამოშალოს. ამასთან, დაფინანსების უმეტესი ნაწილი ადრეულ ინვესტორებზე მოდის, რომლებიც ტოკენებს ყველაზე დაბალ ფასად იღებენ.
"დამფის" თავიდან ასაცილებლად გუნდი მომავალი "ანლოქისთვის" რამდენიმე ფუნქციას ადგენს:
▪ Cliff – დრო, რომლის განმავლობაში შეძენილი მონეტები ბირჟაზე ლისტინგის შემდეგ განბლოკილი იქნება;
▪ Vesting – ტოკენების განაწილების პერიოდი. მაგალითად, მონეტები, შესაძლოა, ყოველთვიურად 5%-ად გაიცეს, ანუ vesting 18 თვეს გაუტოლდება და ა.შ.
"შორთი ანლოქზე" არის სტრატეგია, როდესაც ტრეიდერი მონეტების განბლოკვამდე, მოკლე პოზიციას (გარიგება ფასის კლებაზე) ხნის, რათა კურსის სავარაუდო ვარდნაზე ფული იშოვოს. მონაცემები "ანლოქის" შესახებ Whitepaper-სა და ყოველი პროექტის ტოკენომიკაშია ხელმისაწვდომი, და ეს საჯარო ინფორმაციაა. ასევე არსებობს ინტერნეტ რესურსი Vestlab, სადაც დეველოპერები განბლოკვის შესახებ ინფორმაციის სტრუქტურირებას სპეციალურ ცხრილში ახდენენ.
კრიპტოვალუტის ტოკენების „ანლოქის“ ცხრილი (Vestlab.io)
მოვიყვანთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებსაც შეუძლია, განბლოკვის შემდეგ ტოკენის ძლიერი დაცემა გამოიწვიოს.
- "ანლოქის" მომენტში ინვესტორების შესვლის დაბალი ფასი და მომგებიანობის მაღალი მიმდინარე მაჩვენებელი;
- სავაჭრო წყვილის სუსტი ლიკვიდურობა და ყიდვის ორდერების მცირე რაოდენობა;
- საბაზრო კაპიტალიზაციასთან შედარებით "ანლოქის" დიდი მოცულობა;
- ინვესტორებს შორის „ფლიპერების“ არსებობა – დაბალი რეპუტაციის მქონე ფონდებისა, რომლებიც მონეტების ნაწილს "ანლოქისთანავე" ყიდის.
ბევრი მაგალითია, როდესაც პროექტის მონეტები ტოკენების განბლოკვის შემდეგ ძალიან ეცემოდა. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, GLMR-ის ინვესტორებმა საფულეზე მყისიერად 100 მილიონი ტოკენი მიიღეს, რაც "ანლოქის" მომენტისთვის $400 შეადგენდა. ერთ საათში GLMR-ის ფასი 30%-ით დაეცა, ამასთან ფულის შოვნა ყველა მომხმარებელს შეეეძლო, ვინც მანამდე "შორთი" გახსნა.
GLMR-ის ფასის ვარდნა „Take Flight“ რაუნდის მიერ ტოკენების მიღების შემდეგ
აი, მოქმედებების ალგორითმი, თუ როგორ გამოიყენოთ "ანლოქებზე" "შორთების" სტრატეგია საკუთარ ვაჭრობაში:
- Vestlab.io-ზე შესვლა, ნებისმიერი ტოკენის არჩევა, რომელსაც მალე განბლოკვა ექნება;
- შემოწმება, ხელმისაწვდომია თუ არა მონეტისთვის მარჟინალური ან ფიუჩერსული ვაჭრობა. თუ არა, მაშინ ყველა მომდევნო მოქმედების შესრულებას აზრი არ ექნება;
- სტატისტიკური მონაცემების შესწავლა - "ანლოქის" მოცულობა, ინვესტორების ტიპი და მათი შესყიდვის ფასი, სავაჭრო წყვილის ლიკვიდურობა, სავაჭრო ორდერების სიმტკიცე;
- ანალიზი, როგორ რეაგირებდა მონეტის ფასი წინა განბლოკვაზე;
- სპეკულაციის განსახორციელებლად ბირჟის არჩევა, "შორთის" გახსნა, Stop Loss-ისა და Take Profit -ის ორდერების განთავსება.
იქიდან გამომდინარე, რომ Vestlab.io-ზე ყველა მონეტა ხელმისაწვდომი არ არის, "შორთისთვის" აქტივის მოძებნა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, იპოვოთ პლატფორმა ფიუჩერსული და მარჟინალური ვაჭრობით, აირჩიოთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტოკენი და მომავალი "ანლოქის" კუთხით დოკუმენტაცია გააანალიზოთ. შემდეგი მოქმედებები ისეთივეა, როგორც ზემოთ აღწერილი.
ასევე გასათვალისწინებელია ფორსმაჟორული გარემოებები, რის გამოც ტოკენის ფასმა, შესაძლოა, დიდ "ანლოქზე" რეაგირება არ მოახდინოს. ეს შეიძლება იყოს მარკეტმეიკერი, ინვესტორების პროექტისადმი დიდი რწმენა, ან ბანალურად მონეტების გაყიდვის სურვილის არქონა.
მაგალითად, 13 ნოემბერს, ტოკენ WBT-ის (ბირჟა WhiteBIT-ის ნატიური ტოკენი) პრივატულმა რაუნდმა 10.8 მილიონი WBT მიიღო. მაშინდელი საბაზრო კურსიდან გამომდინარე, "ანლოქის" მოცულობა ეკვივალენტით $50 მილიონს უტოლდებოდა, Order Book-ში კი ყველა გამყიდველის დასაფარად საკმარისი შეკვეთები არ იყო. მიუხედავად ამისა, „პრივატისტებმა“ მონეტების გაყიდვა არ მოისურვეს და ტოკენის ფასმა თავიდან აიცილა "დამფი", რომელსაც ბევრი ელოდა.
WBT-ის ფასის დინამიკა 10.8 მლნ ტოკენის „ანლოქის“ შემდეგ
ამიტომ, "ანლოქებზე" "შორთების" სტრატეგია რთული მიდგომაა, რომელიც კრიპტოსფეროში დიდი გამოცდილებასა და ანალიტიკურ უნარებს, ასევე რისკის შესამცირებლად სპეციალური ორდერების გამოყენებასთან ერთად, ვაჭრობისთვის ფიუჩერსული და მარჟინალური ტერმინალის გამოყენების ოსტატობას მოითხოვს.