როგორ ვიყიდოთ კრიპტო უსაფრთხოდ ციფრული აქტივების გაცვლის პუნქტებშ

ფოტო - როგორ ვიყიდოთ კრიპტო უსაფრთხოდ ციფრული აქტივების გაცვლის პუნქტებშ
გარდა ბირჟებისა, კრიპტოს ყიდვა შესაძლებელია ციფრული აქტივების გაცვლის პუნქტების საშუალებითაც. ეს არის ინტერნეტ საიტები, რომლებიც ერთი აქტივის სხვაზე გაცვლას ახორციელებენ, ოპერირებენ კრიპტოვალუტებით, ელექტრონული და ფიატური ფულით. როგორ ა განვახორციელოთ ასეთი გაცვლა უსაფრთხოდ?
არსებობს ასობით, და  ათასობითაც კი ციფრული აქტივების გაცვლის პუნქტი. ბევრ მათგანს აქვს მსგავსი დიზაინი და ინტერფეისი, ამიტომ იპარება მოსაზრება, რომ ყველა ერთნაირია და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მათგანის მეშვეობით შევასრულოთ შეძენა ან გაცვლა. მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმებისა, რომლითაც შეგიძლიათ განასხვაოთ ნამდვილი და ყალბი გაცვლითი პუნქტები. ეს საშუალებას მოგცემთ არ დაკარგოთ ფული და scam-ის(გადახდის არარსებობა) გამო უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. წაიკითხეთ სტატია ბოლომდე, რათა ამ თემაში  ექსპერტი გახდეთ.

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა გაცვლითი პუნქტი უსაფრთხო

თქვენმა ნაცნობმა რომ  გირჩიოთ,  აქტივების სანდო "კანტორის" მეშვეობით გადაცვლა, პირველ რიგში შეამოწმეთ, არის თუ არა ციფრული აქტივების გაცვლის პუნქტი დამოუკიდებელი მონიტორინგის მონაწილე. გაცვლითი პუნქტების მონიტორინგის სერვისები - ეს არის აგრეგატორები, რომლებიც აკონტროლებენ გაცვლითი პლატფორმების მუშაობას, რანჟირებენ მათ საუკეთესო კურსის, რეიტინგისა და რეზერვების   არსებობის მიხედვით. ისინი ასევე არბიტრები არიან იმ სიტუაციებში, როდესაც ერთ-ერთი მხარე უკმაყოფილოა რაღაცით, მაგალითად მომსახურების დონით ან თანხის დარიცხვის  დროით.

 ასეთი მონიტორინგის სერვისების მონაცემთა ბაზაში შესასვლელად, გაცვლის პუნქტები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს: იმყოფებოდეს ბაზარზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ჰქონდეს მოქმედი SSL სერტიფიკატი უსაფრთხო HTTPS კავშირის უზრუნველსაყოფად, GET პარამეტრების სწორად დამუშავება და მრავალი სხვა.  

რის  თქმა გვინდა? საიტის კლონი, რომელიც შექმნილია სახელდახელოდ რამდენიმე საათში, მხოლოდ იმისათვის, რომ შეაგროვოს (ფაქტობრივად მოიპაროს) აქტივები გაცვლისა და გადახდის გარეშე, იქ ვერ მოხვდება. მონიტორინგის ქვეშ მყოფი გაცვლითი პუნქტების მთავარ გვერდზე განთავსებულია შესაბამისი დამადასტურებელი ბანერები. თუ აგრეგატორის ვებგვერდზე გაცვლითი პუნქტების სიაში აღმოაჩენთ იმას, სადაც გაცვლას აპირებთ, ეს ნიშნავს, რომ მას აკვირდებიან და ენდობიან. თუ იქ არ არის გაცვლითი პუნქტი, გირჩევთ არ გარისკოთ თქვენი აქტივებით და მას არ გაეკაროთ.

 ვირტუალური აქტივების გაცვლის პუნქტების მონიტორინგის სერვისები საკმაოდ ბევრია, ამიტომ გამოვყოფთ მხოლოდ იმ სერვისებს, რომლებიც ყველაზე პოპულარულია უკრაინის მოქალაქეებში. ეს არის უკრაინის Rurs, BestChange, OkChange და Exchagesumo. ყველა აღნიშნული სერვისი მუშაობს უკრაინული ბანკების საგადახდო ბარათებით (პრივატბანკი, მონობანკი, სბერბანკი და სხვა), ასევე პოპულარული კრიპტოვალუტებით, ელექტრონული ფულით და სხვადასხვა საგადახდო სერვისებით და საფულეებით. აღნიშნულ სერვისებში ასევე არსებობს უამრავი გაცვლითი პუნქტი უკრაინული „რეგისტრაციით“. თუ რაიმე მიზეზით ვერ შეძლებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, გამოიყენეთ VPN ან Mirror.

გაცვლითი პუნქტის არჩევა

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ გაცვლითი პუნქტი, რომლითაც ოპერაციის განხორციელება უფრო მომგებიანი იქნება, მონიტორინგის სერვისის ვებგვერდზე მიუთითეთ: აქტივის დასახელება, თანხა, რომლის გაცვლაც გსურთ და აქტივი, რომლის მიღებაც გსურთ. სერვისი წარმოგიდგენთ გაცვლითი პუნქტების სიას, სადაც საუკეთესო შეთავაზებები იქნება ზემოთ, ხოლო ყველაზე ცუდი - ქვემოთ.
ასე გამოიყურება გაცვლითი პუნქტების ჩამონათვალი ვებგვერდზე "უკრაინის კურსი", რომლებიც BTC-ს UAH-ში გაცვლიან (პრივატბანკი)

ასე გამოიყურება გაცვლითი პუნქტების ჩამონათვალი ვებგვერდზე "უკრაინის კურსი", რომლებიც BTC-ს UAH-ში გაცვლიან (პრივატბანკი)

რაოდენობის მიხედვით და არა საუკეთესო კურსის მიხედვით.

მონიტორინგის სერვისების უმრავლესობამ ასევე დანერგა რეიტინგის სისტემა, რომელიც პლატფორმებს ქულებს ანიჭებს დადებითი გამოხმაურებების რაოდენობის მიხედვით ან  უარყოფითი კომენტარების რაოდენობის მიხედვით უმცირებს რეიტინგს.

გაცვლითმა პუნქტმა შეიძლება გაიაროს დამატებითი შემოწმება, რაც გაზრდის მის მიმართ ნდობის დონეს როგორც მონიტორინგის სერვისის, ასევე მომხმარებლების მხრიდან. გაცვლითი პუნქტი ასევე ადასტურებს იურიდიული პირის სტატუსს საგადასახადო ორგანოებში რეგისტრირებული გარკვეული დოკუმენტების წარდგენით.

სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ არჩევანზე, ასევე არის დადებითი გამოხმაურებების რაოდენობა, ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობა და რეზერვების მოცულობა. ამ ყველაფერს ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ და არ უნდა მოვიხიბლოთ მხოლოდ ერთ სასარგებლო გაცვლით კურსს.
BestChange- ის გაცვლითი პუნქტის შესახებ ინფორმაციის ნახვა

BestChange- ის გაცვლითი პუნქტის შესახებ ინფორმაციის ნახვა

ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:

• ფიქსირდება თუ არა კურსი განაცხადის შექმნის მომენტში;

• მუშაობს თუ არა გაცვლის პუნქტი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური რეჟიმით;

• იხდის თუ არა პუნქტი ფიატის თანხებს მესამე მხარის გადახდის სისტემით.

კურსის ფიქსაციამ შეიძლება მომხმარებლის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ  იმუშაოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ საით წავა კურსი ოპერაციის დროს. თუ ქვემოთ, მაშინ უკეთესია კურსის დაფიქსირება, ხოლო თუ ზემოთ - არა, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს მეტი მოგების შანსი.

მექანიკური ან ნახევრად ავტომატური რეჟიმი მიუთითებს, რომ ოპერაციებს აკვირდება და ასრულებს ადამიანი და არა ბოტი, ამიტომ შესაძლებელია  დაყოვნება ადამიანური ფაქტორების გამო.

სხვა  საგადახდო  სისტემების მეშვეობით გადახდა  უფრო პლუსია ვიდრე მინუსი, მაგრამ ჩნდება ტექნოლოგიური დამოკიდებულება შუამავალზე.

გაცვლის პუნქტის არჩევის შემდეგ გადამისამართების ფუნქცია (redirect) აქტივების გაცვლის ორდერის გასაფორმებლად  მომხმარებლის მოთხოვნას პუნქტის ვებგვერდზე გადაიტანს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაცვლითი პუნქტის ვებგვერდზე

გაცვლითი პუნქტის ვებგვერდზე, სანამ ყველა ველს ყურადღებით შეავსებთ, დარწმუნდით შემდეგში:

• რომ ორდერის რიგითი ნომერი გაცემულია;
• ონლაინ ჩატის არსებობა მხარდაჭერის სამსახურთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადასაწყვეტად (ელ.ფოსტის საშუალებით მიმოწერა ბევრად მეტ დროს მოითხოვს);
• არის თუ არა კრიპტოაქტივის დადასტურების საჭირო რაოდენობა გადაჭარბებული (ოპტიმალური მაჩვენებელია 1-12 დადასტურება. რაც ნაკლებია, მით უკეთესი);
• ხომ არ არის სავალდებულო რეგისტრაცია (რეგისტრაციის იძულება ნიშნავს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, რაც  დარღვევაა).

შემდეგ რჩება მხოლოდ განაცხადის ველების შევსება და ოპერაციების შესრულება გაცვლითი პუნქტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით. ყველა ტრანზაქცია მოითხოვს არაუმეტეს 10 წუთისა თუ  ორივე  მხრიდან მნიშვნელოვანი შეფერხება არ იქნება. თანხების ჩარიცხვის შემდეგ, თუ  სერვისით კმაყოფილი დარჩებით, შეგიძლიათ დატოვოთ დადებითი კომენტარი მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე. ხოლო  თუ კი  გარკვეული პრეტენზიები ან უკმაყოფილება გაგიჩნდათ, აუცილებლად დატოვეთ უარყოფითი პასუხი - ამაზე რეაგირებას  როგორც აგრეგატორის, ასევე გაცვლითი ოფისის წარმომადგენლები მოახდენენ. არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი გამოხმაურება რეაგირების   გარეშე დარჩენილიყო.

Სულ ეს არის. ახლა თქვენ პრაქტიკულად ციფრული აქტივების გაცვლის ექსპერტი ხართ ვირტუალური გაცვლითი პუნქტების საშუალებით. ვიმედოვნებთ, რომ მცირედით მაინც დაგეხმარეთ ამ საკითხში, მიგანიშნეთ ნიუანსებზე  და  გაგიფანტეთ ეჭვები თუ შიშები.