როგორ გადავრჩეთ Gold Fever–ში?

ფოტო - როგორ გადავრჩეთ  Gold Fever–ში?
GameFi –პროექტების წარმატებაზე ლაპარაკი ღირს, თუ ისინი პირველ რიგში სათამაშო ფასეულობას წარმოადგენენ გეიმერებისთვის და მთლიანად ინდუსტრიისთვის. ამ ტიტულზე პრეტენზია შეუძლია ჰქონდეს მრავალმოთამაშიან გადარჩენის მიზნით თამაშს Gold Fever.
მოთამაშეებისთვის უნიკალური პროექტის შექმნასა და პოპულარიზაციაზე Bitter Cherry Productions მუშაობს. ეს არის თანამოაზრეთა პატარა გუნდი, რომელიც ცდილობს გააერთიანოს თამაშები და კრიპტოვალუტა ისე, რომ შედეგი სამარცხვინო არ იყოს. სხვაგვარად ვერ იქნებოდა, თუ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ემილიან ჩოკანეა, რომელმაც   2018 წლის ICO-ს ბუმის დროს მარცხი  იწვნია  და ახლა გადაწყვიტა ეს ისე გაეკეთებინა, როგორც წესია, ხოლო არტ–დირექტორი იან შიმანსკია, რომელიც ჩამოყალიბებული  პერფექციონისტია.
წყარო: wiki.goldfever.io

წყარო: wiki.goldfever.io

Gold Fever  არის რეალისტური სამყარო, რომელშიც  მოქმედება მე-20 საუკუნის მეორე ათწლეულში ხდება. შემქმნელები განსაკუთრებულ აქცენტს რეალიზმზე აკეთებდნენ. მათი აზრით, ეს თვისება  მოთამაშეებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად შეეგუონ სათამაშო სამყაროს და პრაქტიკულად  მაშინვე გადავიდნენ მის შესწავლასა და ქვესტების შესრულებაზე. პროექტისთვის საბაზისო  ბლოკჩეინებად დეველოპერებმა  კარგი რეკომენდაციების მქონე  Ethereum და Polygon აირჩიეს.  
 
სახელი ნათელჰყოფს, რომ ყველა პერსონაჟი იყოფა ორ ფრაქციად - ტომების წარმომადგენლები და ავანტიურისტები. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი კლასი, რომელთა შორის მოთამაშე ირჩევს გმირს. თამაშის დაწყების შემდეგ მათთვის დამატებითი პერსონალიზაციის მიზნით ქვეკლასების შეძენაა შესაძლებელი.  
წყარო: wiki.goldfever.io

წყარო: wiki.goldfever.io

ოთამაშის მთავარი მიზანი ოქროს მოპოვებაა. შეჯიბრებისთვის და პირადი პროგრესის დემონსტრირებისთვის  PvP არენებია განკუთვნილი.  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ოქრო არა მხოლოდ ცემის დახმარებით. ჯილდოები გაიცემა ყოველდღიური აქტივობების უმეტესობისთვის, კრაფტით  დაწყებული ჯუნგლების დათვალიერებით და ნადირობით დამთავრებული. სხვათა შორის, Survival Crafting უაღრესად სასარგებლო უნარია მტრებით დასახლებული კუნძულის პირობებში.

Gold Fever–ის სათამაშო ეკონომიკის თავისებურებანი

თავდაპირველად თამაში უფასოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მაგრამ  ანგარიშის შექმნისას, ავტომატურად იქმნება კრიპტო საფულეც. გეიმერთა შემდგომი პერსპექტივები დამოკიდებულია არჩეულ პერსონაჟზე:

  • ტომის წარმომადგენლების როლში თამაში  დამატებითი ინვესტიციების გარეშე შეგიძლიათ, ამასთან ერთად პრეტენზია გქონდეთ ოქროზე  (ტოკენი Native Gold, NGL) და სხვა მრავალ სიკეთეზე;
  • ავანტიურისტებს საკუთარი ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავების და NGL–ის მიღების  მეტი შესაძლებლობა აქვთ.

NGL არისტოკენი, რომელსაც მოთამაშეები იღებენ მოპოვებული ოქროთი ვაჭრობის და შემთხვევითი ქვესტების შესრულების შედეგად. თავისუფალი ბაზრის პირობებში ამოცანები ყველაზე მოულოდნელი შეიძლება იყოს. მაგალითად, ზოგიერთ მოთამაშეს გიტარაზე დაკვრის გამოც კი ახალისებდნენ. NGL–ის გადაცემა    Ethereum-ის გარე მისამართებზე, გაცვალოს თამაშში არსებულ ელემენტებზე და NFT-ებზე გადაცვლა, სტეიკინგი და  პრივილეგიების მისარებად დაწვა შეიძლება.

ასევე Gold Fever-ში არის ვირტუალური თამაშშიდა ვალუტა JUL და მართვის ტოკენი  JBR. JUL  ჯილდოდ გამოიყენება და თამაშშიდა შესყიდვებისთვის. მისი ყიდვა საკრედიტო ბარათებითაა შესაძლებელი, მაგრამ მისი NGL-ში გაცვლა შეუძლებელია. JBR  გეიმერებს სათამაშო მიღწევებისთვის ეძლევა და შესაძლებელს ხდის  მონაწილეობის მირებას ახალი ფუნქციებისთვის  კენჭისყრაში.

NFT - თამაშის სამყაროში უამრავი ელემენტი, ხელსაწყოებიდან და იარაღიდან დაწყებული საზოგადოებრივი ობიექტებით და პერსონაჟებით დამთავრებული. P2E ფორმატის  თამაშების უმრავლესობისგან  განსხვავებით, Gold Fever-ში NFT–ს არა საკოლექციო, არამედ კომერციული დანიშნულება აქვს და რეალური ფასეულობა გააჩნია. შესაძლებელია მათი გაცვლა, გაქირავება, დაგირავება და გაყიდვა  გარე პლატფორმებზე. ამრიგად, თითქმის მთელი სათამაშო სამყარო გეიმერებს ეკუთვნის და  ნამდვილ დეცენტრალიზაციას ავლენს.

ამჟამად Gold Fever აგრძელებს ახალი ფუნქციების განვითარებას და იწყებს  სხვა GameFi პროექტებთან კოლაბორაციას იწყებს. შემქმნელების აზრით, სასარგებლო ეკონომიკის საფუძველზე დამყარებული სათამაშო სამყარო შეიძლება   "ნამდვილი" სამუშაოს რეალური ალტერნატივა  გახდეს.
ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ სრულიად ახალი სამუშაო ადგილისა და ბლოკჩეინითა და მეტავერსიით შთაგონებული ახალი ტიპის ბიზნესის გაჩენა. ჩვენი მიზანია ბაზარზე ისეთი ახალი პროდუქტები შევიტანოთ, რომლებსაც შეუძლია ჩაანაცვლონ მძიმე დროით, ავტომატიზაციით და ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული სამუშაო ადგილების დეფიციტი.