როგორ იმოქმედებს ChatGPT-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კრიპტობაზარზ

ფოტო - როგორ იმოქმედებს ChatGPT-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კრიპტობაზარზ
ChatGPT ბოტმა ხუთ დღეში თავისი პირველი მილიონი მომხმარებელი მოაგროვა. კრიპტოვალუტის ბაზარმა AI-ზე დაფუძნებული მონეტების გარშემო აგორებული აჟიოტაჟით უპასუხა. Რამდენ ხანს გაგრძელდება ის?
სულ ცოტა ხნის წინ „ბლოკჩეინი“ და „web3“ იყო სიტყვები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იყო ნებისმიერი თავმოყვარე პროექტი . მათი დახმარებით ბუნდოვანმა სტარტაპებმა მილიარდობით დოლარი მიიზიდეს. ოფლაინ ბრენდები დასტებად ჭრიდნენ NFT-ებს, ინვესტორები კი კრიპტოვალუტებს ფასების პიკზე ყიდულობდნენ. FTX-ის გაკოტრებამ და კრიპტოზამთარმა ბაზრის მონაწილეების სტიმული წაართვა. მონეტების ფასები დაეცა, ვენჩურული დაფინანსება შემცირდა, NFT გაყიდვები კი უწინდელ მაჩვენებლებს ვეღარ აჩვენებს. ტექნოლოგიური სექტორი, რომელიც მიჩვეულია ინვესტორის ღია ჩეკით მუშაობას, ბიუჯეტის მკვეთრი შემცირებისა და სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების წინაშე დგას.

ციფრულმა ინდუსტრიამ იგრძნო სასიცოცხლო აუცილებლობა, შეერჩია ახალი კერპი და დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. 2022 წლის 30 ნოემბერს კომპანია-დეველოპერმა Open AI გამოუშვა ChatGPT - ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტი, რომელსაც მუშაობა დიალოგის რეჟიმში შეუძლია. პრესრელიზები და ახალი ამბები აჭრელდა ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „მანქანური სწავლება“ და „ბუნებრივი ენის დამუშავება“.

„AI მეტავერსის ნაწილი გახდა“ - კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც გახდა იმ გამოცოცხლების ნაწილი, რომელმაც მოიცვა ბაზარი. ახალი რიტორიკა IT სექტორის მოთამაშეთა მოძრაობის მიმართულებას ასახავს. მაგალითად, დეკემბერში 8 კომპანია გაერთიანდა “Futureverse”-ში, სადაც დეცენტრალიზებული  ვირტუალური სამყარო აშენდება. პლატფორმა ImmutableX AI-ს ბლოკჩეინ თამაშებში ვიზუალის შესაქმნელად იყენებს.

რიგითი კრიპტელებიც კარგად ერთობიან. მათ შესთავაზეს ChatGPT-ს, კრიპტოვალუტები ზოდიაქოს ნიშნებთან შეედარებინა (ბიტკოინი ნოვატორი ვერძია, Dogecoin ავანტიურისტი მშვილდოსანი და ა.შ.). ისინი ბოტს სთხოვდნენ, ეწინასწარმეტყველა BTC-ისა და ETH-ის კურსები და აიძულებდნენ, რეპი დაეწერა კრიპტოვალუტაზე.

მაგრამ, კრიპტობაზარზე ნამდვილი შეშლილობა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც კომპანიამ Microsoft გამოაცხადა OpenAI-ში $10 მილიარდის ინვესტირების გეგმების შესახებ. AI-ზე დაფუძნებულმა კრიპტოვალუტებმა - SingularityNet-ის AGIX, Fetch.ai-ის FET და NMR Numeraire - მფლობელებს ორნიშნა მოგება უკვე მოუტანეს. The Graph, რომელიც AI-ს ბლოკჩეინში მონაცემების მოსაძიებლად იყენებს, მოხვდა იმ ტოკენების სიის ტოპში, რომლებსაც ინვესტორები თვალყურს უნდა ადევნებდნენ. 2018 წელს ამოქმედებულმა პროექტმა რამდენიმე დღეში აინაზღაურა ყურადღების დეფიციტი, რომელსაც წინა 5 წლის განმავლობაში განიცდიდა. 

ერთი მხრივ, AI-სა და ციფრული აქტივების გაერთიანებისადმი ინტერესი მეტყველებს იმაზე, რომ კრიპტოდარგი განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება. ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ ბლოკჩეინის გამოყენების ვარიანტების პოვნას. 

მეორე მხრივ, აჟიოტაჟი და სპეკულაცია არ უნდა აგვერიოს ინვესტორების აქტივების ღირებულების ობიექტურ ზრდაში. მაგალითად, Crypto Council for Innovation-ის СЕО-მ, შეილა უორენმა Politico-ს განუცხადა, რომ ChatGPT-ის შესაძლებლობები გადაჭარბებულია.
ChatGPT ცოტათი ჰგავს ადრეულ კრიპტოდღეებს, როდესაც ადამიანები ამბობდნენ: „ბლოკჩეინი ყველაფრისთვის!“ ახლა კი ეს ასეა: "შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT აბსოლუტურად ყველაფრისთვის!" ეს ჯერ არ არის სიმართლე. და, შესაძლოა, ვერასოდეს გახდეს
, – თქვა მან.
ამავდროულად, კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა, პაბლო იოდარ სეორსმა ვირტუალური აქტივების ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეადარა 2017 წლის ICO-თი გატაცებას. აშკარაა, რომ AI ტოკენები ChatGPT-ის პოპულარობის გვერდით ეფექტებს განიცდიან. ამ ბოტში ტექნოლოგიური კომპანიების მწვავე შეყვარებულობის პერიოდი ადრე თუ გვიან გაივლის. ინვესტორების ილუზიებისგან გათავისუფლება კი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. ეს უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ინვესტიციას ისეთ ტოკენებში განახორციელებთ, როგორიცაა AGIX, FET, NMR ან SDAO.