IguVerse: როგორ გამოვიმუშაოთ ფული ჩვენი შინაური ცხოველით?

ფოტო - IguVerse: როგორ გამოვიმუშაოთ ფული ჩვენი შინაური ცხოველით?
ძნელია იპოვოთ ადამიანი, ვის გულსაც შინაური ცხოველები ვერ მოალბობენ. მაგრამ რა მოხდება, თუ მათზე რუტინული ზრუნვა გადაიქცევა საინტერესო თამაშად, რეალური ჯილდოებითა და ზოომოხალისეების დახმარების შესაძლებლობით? გამოვა Web3 პროექტი IguVerse!
IguVerse ამბიციური პროექტია, რომელშიც GameFi-სა და SocialFi-ის ელემენტები რეალურ კრიპტოვალუტურ ბონუსებსა და ქველმოქმედებასთან არის შეთავსებული. 2022 წელს ის ორიგინალური იდეიდან სრულფასოვან აპლიკაციაში ტრანსფორმირდა, 150 000 ჩამოტვირთვით, 25 000 ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლითა და საკუთარი საზოგადოებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 500 000 ადამიანს აერთიანებს. ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ, როგორ გადააქციოთ თქვენი საყვარელი ფისო სოციალური მედიის ვარსკვლავად და ბოლოს და ბოლოს, აიძულოთ ის  საკვებისთვის ფული თავად გამოიმუშაოს!
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ფანტასტიკური ოთხეული

პროექტის საფუძვლად უდევს ოთხი მექანიკის კომბინაცია, რომელთაგან თითოეულს საკუთარი გულშემატკივარი ჰყავს:

  1. Socialize-to-Earn (S2E). ეს კონცეფცია შემოსავლის მიღებას სოციალურ ქსელებში მარტივი მოქმედებების განხორციელებით გულისხმობს. გინდათ ფულის გამომუშავება? დააკავშირეთ ღია ანგარიშები აპლიკაციასთან, გააზიარეთ შინაური ცხოველის სურათები უნიკალური კოდით, ესაუბრეთ სხვა მოთამაშეებს და მოძებნეთ ანალოგიური იდენტიფიკატორის მქონე ცხოველი! ახლა შინაური ცხოველების ფოტოების რეგულარული გამოქვეყნებისთვის და სხვა მოთამაშეების ცხოველების ძიებისთვის, შეგიძლიათ, ჯილდოების სახით ტოკენები IGU მიიღოთ.
  2. Move-to-Earn (M2E). "იმოძრავე, რათა იშოვო" კონცეფციაა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ შემთხვევაში, მოთამაშეებმა თავიანთი შინაური ცხოველები უნდა გაასეირნონ, რისთვისაც ენერგიასა და ბონუსებს მიიღებენ. როგორ განვახორციელოთ ეს რეალობაში? აპლიკაცია გახსენით, სმარტფონი ჯიბეში, ან ჩანთაში ჩაიდეთ და ოთხფეხასთან ერთად სასეირნოდ წადით. რა თქმა უნდა, ასეთ ამოცანას ყველაზე ადვილად ძაღლების პატრონები უმკლავდებიან.რა უნდა გააკეთონ ფისოების, ან ზაზუნების მფლობელებმა, ისევე როგორც მოთამაშეებმა, რომლებსაც ნამდვილი ცხოველები არ ჰყავთ? უბრალოდ ჩართონ თამაში, აირჩიონ NFT შინაური ცხოველი და განაგრძონ თავიანთი საქმეები. მთავარია თქვენი აქტივობა, რომელსაც აპლიკაცია დააფიქსირებს. 
  3. Play-to-Earn (P2E). კლასიკური კონცეფცია "ითამაშე, რათა ფული უშოვო" წარმოდგენილია IguVerse-ში მინი თამაშის სახით, რომელშიც მთავარ როლს იგუანა ასრულებს. პროტაგონისტმა ხილი უნდა შეაგროვოს და დაბრკოლებები გადალახოს. საკვები არის ენერგია, რომელიც შინაურ ცხოველს ძალიან სჭირდება. მშიერი ცხოველის შემთხვევაში ჯანმრთელობის დონე ეცემა, რამაც, შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს.
  4. Help-to-Earn. თუ სამყაროში ბალანსისთვის საჭიროა არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც, მაშინ პროექტი ასეთ შესაძლებლობასაც იძლევა. თითოეულ მოთამაშეს შეუძლია, თავისი ჯილდო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს შესწიროს. ამისთვის მხოლოდ შესაბამის განყოფილებაში საქველმოქმედო შენატანის ოდენობის შეყვანაა საკმარისი. 

როგორ ვითამაშოთ IguVerse?

წყარო: კნუტ ისპანახის და მისი ავტორის პირადი ანგარიში

წყარო: კნუტ ისპანახის და მისი ავტორის პირადი ანგარიში

თითოეული მოთამაშის პირველი და მთავარი ნაბიჯი NFT შინაური ცხოველის შექმნა და იდენტიფიკატორის მიღებაა. ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების წყალობით, აპლიკაცია ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებს, თქვენ უბრალოდ ცხოველის ფოტო უნდა წარადგინოთ და შესაბამისი პარამეტრები აირჩიოთ. გეიმერებს, რომლებსაც საკუთარი ცხოველები არ ჰყავთ,   NFT-ბაზარი ელოდება. აქ შეგიძლიათ, სხვა მომხმარებლებისგან შეიძინოთ ნებისმიერი ცხოველი, რომელიც მოგეწონებათ.

შემდეგ ყველაფერი მარტივია: სოციალურ ქსელებში ანგარიშებს აკავშირებთ და ყოველდღიურ ქვესტებს ასრულებთ, თქვენი შინაური ცხოველის ენერგიის მარაგებს ზრდით და ჯილდოს იღებთ. სხვათა შორის, მათი რაოდენობა და ხარისხი ცხოველის ენერგეტიკულ დონესა და რანგზეა დამოკიდებული. რაც უფრო მოვლილი და ბედნიერია ის (როგორც, მაგალითად, ზემოთ მოცემულ ფოტოში), მით მეტი ფულის გამომუშავებას შეძლებთ.

IguVerse-ის ეკონომიკა დაფუძნებულია ტოკენებზე IGU და IGUP. ძირითადი ტოკენი IGU ჯილდოს სახით გაიცემა და მისი გაყიდვა ბირჟებზეა შესაძლებელი. IGUP თამაშშიდა ტოკენია, რომელიც შინაური ცხოველის დახვეწისა და სხვადასხვა შესყიდვებისთვის  გამოიყენება. 

დასკვნა

IguVerse აპლიკაციაა, რომელიც ცხოველებისადმი სიყვარულით არის შექმნილი. დეველოპერები იმედოვნებენ, რომ თამაში ვირუსულ სოციალურ ექსპერიმენტად გადაიქცევა. პროექტის გუნდი მოუწოდებს, მოვლენების ყოველდღიურ ორომტრიალში, მეტი დრო დავუთმოთ ჩვენს ცხოველებს და არ დავივიწყოთ თათები, რომლებიც ზოოდამცველი ორგანიზაციების პატრონაჟის ქვეშ არიან. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მათთვის მთელი სამყარო ვართ.