რომელ ქვეყნებშია კრიპტოვალუტა უკანონო?

icon FOR
ფოტო - რომელ ქვეყნებშია კრიპტოვალუტა უკანონო?
კრიპტოვალუტის მიღების ისტორია უნიკალურია თითოეული ქვეყნისთვის და ხშირად წააგავს საქანელას ამპლიტუდით - ფრთხილი მხარდაჭერიდან სრულ აკრძალვამდე და უკან. ასეა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში.
მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც ციფრული ფულისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ათწლეულის განმავლობაში ერთი ბეწოთიც არ შეუცვლიათ. 
კონგრესის ბიბლიოთეკის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, კრიპტოვალუტა მთლიანად შვიდმა იურისდიქციამ აკრძალა. უფრო მეტიც, ციფრული აქტივების გამოყენება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმებსა  და სისხლისსამართლებრივ დევნასაც კი.

მათი სია ასეთია:

1. ალჟირი. ალჟირის 2018 წლის ფინანსური კანონი კრძალავს ნებისმიერი ფულის გამოყენებას, რომელიც განისაზღვრება, როგორც "ინტერნეტის მომხმარებლების მიერ ინტერნეტის საშუალებით გამოყენებული". არ შეიძლება კრიპტოვალუტების ყიდვა, გაყიდვა, შენახვა, ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება. აკრძალულია მაინინგიც.

2. ბანგლადეში. მარეგულირებელი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მნიშვნელობას აღიარებს და მას ქვეყანაში ბიზნესის განვითარების საფუძვლად მიიჩნევს, მაგრამ უკიდურესად მტრულად არის განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ. 2018 წელს ბანგლადეშის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა გაფრთხილება, რომ კრიპტოვალუტები კანონგარეშეა. ოფიციალური განცხადებით, ციფრული ფულის გამოყენებით ნებისმიერი ტრანზაქცია გამოიწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ არსებული წესების დარღვევას.

3. ეგვიპტე. 2018 წელს ეგვიპტის მთავარმა ისლამურმა კანონმდებელმა, დარ ალ-იფტამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად ბიტკოინით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია კლასიფიცირებულია, როგორც  ჰარამი (ისლამური კანონით აკრძალული). განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტა ზიანს აყენებს ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ფინანსურ სისტემას და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ტერორიზმის დასაფინანსებლად. ამავდროულად, მაინერები ითვლებიან ფულის გამომგზავნად და ეს წესები მათზეც ვრცელდება.

4. ერაყი. 2020 წელს ერაყის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავს. მასში ნათქვამია, რომ სავალუტო ტრეიდერები და ინვესტორები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონით დაისჯებიან. ერაყის კანონმდებლობაში ფულის გათეთრებისთვის სასჯელი ტერორიზმის დაფინანსებას უტოლდება. ვინაიდან ტერორისტული თავდასხმები საჭიროებს თანხებს, მათი დაფინანსება ისეთივე მძიმე დანაშაულია, როგორც თავად ტერორიზმი და ისჯება სიკვდილით.

5. მაროკო. 2017 წლის ნოემბერში მაროკოს მარეგულირებელმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვირტუალური ვალუტების გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება გაცვლის წესების დარღვევას წარმოადგენს და  სანქციებითა და ჯარიმებით ისჯება. ამ კანონის განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.

6. ნეპალი. 2017 წლის 13 აგვისტოს ნეპალის Rastra Bank-მა  გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბიტკოინთან დაკავშირებული, ან მასთან შემხებლობაში მქონე ყველა ტრანზაქცია უკანონოა“. ამავდროულად, ბიტკოინების გაცვლაში მონაწილეობისთვის პირველად დააკავეს შვიდი ნეპალელი. მათ 5-დან 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

7. კატარი. 2018 წლის თებერვალში, კატარის ცენტრალური ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობისა და კონტროლის დეპარტამენტმა გამოსცა ცირკულარი კატარში მოქმედი ყველა ბანკისთვის, რომელიც შეიცავდა გაფრთხილებას კრიპტოვალუტების უკანონობის შესახებ. აკრძალვა ვრცელდება ”ნებისმიერ ფასეულობაზე, რომელიც მოქმედებს, როგორც ვალუტის შემცვლელი, ან შეიძლება გაიყიდოს, ან გადაიცეს ციფრული ფორმით და შეიძლება გამოყენებულ იქნას გადახდის, ან საინვესტიციო მიზნებისთვის”.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ასეთი 9 ქვეყანა იყო, ახლა ამ სიაში არ არიან  ტუნისი და ჩინეთი, რომელთა მარეგულირებლებმა ციფრულ აქტივებთან მიმართებაში უფრო რბილი პოზიცია დაიკავეს.

მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ სია სრული არ არის და ვთავაზობთ მის გაფართოებას ქვეყნებით, სადაც არ არის ოფიციალური აკრძალვა, მაგრამ ასევე არ არის კრიპტოაქტივობა:

  • ბოლივია
  • ბურუნდი
  • გაბონი
  • კონგო
  • სენეგალი
  • მალი.

ამ ქვეყნების მოქალაქეები კრიპტოპლატფორმებზე არასოდეს დარეგისტრირებულან და არ არსებობს ინფორმაცია იქ ბლოკჩეინთან დაკავშირებული პროექტების არსებობის შესახებ.

ასევე არის მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც არ კრძალავენ ბიტკოინს საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ არსებობს ირიბი აკრძალვა, რაც მარეგულირებლების მიერ ნებისმიერი კრიპტოინიციატივის დაბლოკვაში გამოიხატება. სახელმწიფო ბლოკავს ფინანსური ინსტიტუტების შესაძლებლობას,  მოემსახუროს ციფრულ კომპანიებსა და კერძო კრიპტოინვესტორებს.

არსებობს ორმოცდაათამდე ასეთი ქვეყანაა. მათ მოქალაქეებს უცხოურ ბირჟებზე ვაჭრობა და შუამავლების მეშვეობით შემოსავლების განაღდება შეუძლიათ. ვინაიდან ეს კანონით ოფიციალურად არ არის აკრძალული, ასეთი ქმედებისთვის სასჯელი არ არის გათვალისწინებული.

ასეთ იურისდიქციებს განეკუთვნება, მაგალითად, სუდანი, სადაც ელექტრონული ფული დე-იურე აკრძალულია. მაგრამ "კანონი ელექტრონული ტრანზაქციების შესახებ" მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2007 წელს, კრიპტოვალუტის გაჩენამდე, ამიტომ ის ოფიციალურად არ არის აკრძალული. იურიდიულ განზომილებაში ის უბრალოდ არ არსებობს..

ამავე კატეგორიას მიეკუთვნება იემენი, ქვეყანა, რომელიც სამოქალაქო ომის გამო ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. ამ პირობებში კრიპტოვალუტა იარაღად იქცა. ქვეყნის ნახევარს ახლა აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მებრძოლთა დაჯგუფება, რომელმაც შეიმუშავა და იყენებს საკუთარ ციფრულ ფულს, eRiyal. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის მეშვეობით გროვდება საქველმოქმედო შენატანები მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.