Blur-ი NFT-ის ბნელ მხარეს აძლიერებს?

ფოტო - Blur-ი NFT-ის ბნელ მხარეს აძლიერებს?
NFT-ები ხშირად მწვავე დისკუსიების საგანი ხდება. ამჯერად დავა მიდის იმის შესახებ, თუ რატომ არის Blur-ის NFT მარკეტპლეისი პოტენციურად საშიში განვითარებადი სივრცისთვის.
რა არის არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFTs) სინამდვილეში? ხელოვნება თუ ფული? და როგორ აძლიერებს NFT ბაზარზე Blur-ი, OpenSea-ს კონკურენტი, NFT-ის „ბნელ მხარეს“, ანუ სიხარბეს?

მხატვარს და Web3 Maxi-ს, აარონ სეიჯს საკუთარი აზრი აქვს. ტვიტერში მიმდინარე დისკუსიაში, ის ამ თემას ჩაუღრმავდა და ამტკიცებდა, რომ NFT სამყარო იზიდავს მათ, ვინც დაინტერესებულია ხელოვნებით და მათ, ვისაც უბრალოდ სწრაფი ფულის გამომუშავება სურს. მან Blur-ს უწოდა „ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ სივრცეში მოხდეს“.
წყარო: აარონ სეიჯის ტვიტერი.

წყარო: აარონ სეიჯის ტვიტერი.

თავის ტვიტებში მან განმარტა განსხვავება OpenSea-სა და Blur-ს შორის და ეს უკანასკნელი სიხარბეში დაადანაშაულა. მას მიაჩნია, რომ NFT-ის მთავარი ღირებულება არის მხატვრული და არა ფულადი. თუმცა Blur შემოქმედების მხოლოდ ფინანსურ მხარეს უსვამს ხაზს.

„NFT არ არის მხოლოდ ფული. ამას Blur წარმოაჩენს ასე და მხოლოდ ასე. მათ ტვინი გამოგირეცხეს თავიანთი წახალისებებით და მოგცეს უფასო ფული, რათა მათ ანკესს წამოეგოთ. ადამიანები Blur-ის ბონუსებით სპეკულირებას მოახდენენ და გამოიყენებენ იმ ფაქტს, რომ OpenSea მასთან შედარებით აგებს. მაგრამ დაივიწყეთ ეს და წარმოიდგინეთ თავი ახალბედად, რომელსაც სურს დაკავდეს NFT-თი. ნამდვილად გსურთ მათი ხელში ჩაგდება ფულის გამო, თუ ხელოვნების/კულტურის ნიმუშების სახით?” , - ამბობს სეიჯი. 

მან ასევე აჩვენა Blur-ის ინტერფეისი, რომელიც, OpenSea-სგან განსხვავებით, ორიენტირებულია პროფესიონალ ტრეიდერებზე, როგორც ეს ტრადიციულ საფონდო ბაზარზეა.
წყარო: აარონ სეიჯის ტვიტერი

წყარო: აარონ სეიჯის ტვიტერი

სეიჯმა დასძინა, რომ OpenSea თავიდანვე მხარს უჭერდა NFT-ების  შემქმნელებს, რითაც მათი შემოქმედების მხატვრული ღირებულება  გაზარდა.

„სამომხმარებლო ინტერფეისის შედარების მიუხედავად, Blur სარგებელს იღებს თავისი ფულადი აირდროპებიდან, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო NFT-ებთან ან იმასთან, თუ რაზე უნდა მოვახდინოთ ორიენტირება ამ სივრცეში. ფული და სიხარბე < ხელოვნება და კულტურა“, - ამბობს ის.

მისი განცხადებების საპასუხოდ Twitter-ის მომხმარებელმა suhaan.eth აღნიშნა, რომ OpenSea სრულყოფილებისგან შორსაა, რადგან მან საავტორო ჰონორარი შეამცირა, ხოლო Josiah l NFTLitigator.eth-მა აღნიშნა, რომ არავინ აიძულებს მომხმარებლებს, შეუერთდნენ Blur-ს.

თუმცა, სეიჯმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დავა ეხებოდა არა OpenSea-სა და Blur-ს, არამედ NFT-ების მიღმა არსებულ ფილოსოფიას და დაეთანხმა სხვა კომენტატორს, რომ ფულზე ორიენტირებული ასეთი მიდგომის გამო, „მთავრობა აღიქვამს ამას მტკიცებულებად, რომ NFT-ები უბრალოდ ფასიანი ქაღალდებია და არა ხელოვნება".
ახლახან, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ემოჯი, Dapper Labs-ის NFT-თან დაკავშირებულ ტვიტებში, ფინანსური რეკომენდაციის ფორმაა.