პროექტ Sui-ს და მისი ტოკენის მიმოხილვა

ფოტო - პროექტ Sui-ს და მისი ტოკენის მიმოხილვა
ადრე ბაზარს Ethereum-ის „მკვლელები“ იპყრობდნენ, ახლა კი Solana-ს „მკვლელები“ გამოჩნდა. ასეთი მეტსახელი Sui-ს პროექტმაც მიიღო. ეს არის მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ, სხვა რომელი მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა იქნას გათვალისწინებული, მაგალითად, პოზიციონირება, ქსელის ფუნქციონირება, ეკოსისტემა და ტოკენომიკა?

რა არის Sui?

Sui არის პირველი დონის ობიექტზე ორიენტირებული ბლოკჩეინი, რომელიც ქსელში სმარტ კონტრაქტების განლაგების საშუალებას იძლევა Delegated Proof-of-Stake (DPoS) კონსენსუსის მექანიზმის გამოყენებით. ის აგებულია მოდიფიცირებულ  პროგრამირების ენაზე Move, რომელიც დაფუძნებულია პლატფორმა Solana-სთვის დამახასიათებელ ენაზე Rust.

დამფუძნებლები და ინვესტორები

ისევე როგორც Aptos-ს,  Sui-საც აქვს კავშირი Facebook-ის (ახლანდელი Meta)  წინა პროექტთან, რომელიც ცნობილია როგორც Libra (სახელის ცვლილების შემდეგ Diem). Libra-მ მარეგულირებლების ზეწოლის გამო წარმატებას ვერ მიაღწია და საბოლოოდ დაიხურა 2022 წლის იანვარში. ამიტომ, ამ გუნდის ზოგიერთმა წევრმა გადაწყვიტა ემუშავა საკუთარ პროექტზე და 2021 წელს დააარსა კომპანია Mysten Labs, რომელმაც შეიმუშავა პროექტი Sui. მას ხელმძღვანელობენ ევან ჩენი (აღმასრულებელი დირექტორი), ადენი აბიოდუნი, სემ ბლექშირი, ჯორჯ დანეზისი და კოსტას ჰალკიასი.
 Mysten Labs-ის ზოგიერთი დამფუძნებელი. წყარო: mystenlabs.com

Mysten Labs-ის ზოგიერთი დამფუძნებელი. წყარო: mystenlabs.com

პროექტმა 2021 წელს 36 მილიონი დოლარი მოიზიდა სხვადასხვა ვენჩურული ფონდიდან, რომელთა შორის ლიდერი იყო Anderssen Horowitz (a16z). 2022 წელს კიდევ 300 მილიონი დოლარი მიიღეს ისეთი მსხვილი ინვესტორებისგან, როგორიცაა FTX Ventures, Binance Labs, Circle, Coinbase Ventures, Jump Crypto და ისევ a16z.

2023 წლის გაზაფხულზე ჩატარდა SUI ტოკენების IEO სხვადასხვა ცენტრალიზებულ ბირჟებზე, რისი წყალობითაც დამატებითი $50 მილიონი შეგროვდა.

ბლოკჩეინის თავისებურებები

ამ დროისთვის Sui ბლოკჩეინს გააჩნია 2000 ნოდი და ჰყავს 100 ვალიდიატორი, რომლებიც იღებენ შემოსავალს წლიური 8%-ის ოდენობით, ისევე როგორც მათი დელეგატები (დაწვრილებით ამის შესახებ SUI ტოკენომიკის განყოფილებაში). ვალიდატორების ცუდი მუშაობის შემთხვევაში მათი ჯილდო მცირდება.

აღსანიშნავია, რომ კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც Sui ქსელი იყენებს, შეუძლია წამში 300 ათასი ტრანზაქციის დამუშავება, თუმცა ამ მაჩვენებლის ზუსტი მნიშვნელობა ჯერჯერობით უცნობია. ქსელის მაღალი სიჩქარე მიიღწევა მარტივი ტრანზაქციების (რომლებიც არ საჭიროებს კონსენსუსს) და ობიექტ-ორიენტირებული პარალელური დამუშავების წყალობით.

განსხვავებით ბლოკჩეინების უმეტესობისგან (მაგალითად Ethereum), რომლებიც სააღრიცხვო ჩანაწერებზე არიან ორიენტირებული (კრიპტო საფულეები), Sui თვალს იმას ადევნებს, თუ რას აკეთებენ ობიექტები (ტოკენები). ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედება ყოველ ჯერზე, როცა ტოკენებს ან NFT-ებს გადააადგილებთ.

SUI ტოკენომიკა

SUI არის ამავე სახელწოდების ქსელის ნატიური ტოკენი, რომლის ფუნქციონირებასაც ის უზრუნველყოფს. ის ესაჭიროება ვალიდატორებს ნოდების შესაქმნელად, ასევე მომხმარებლებს ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად. გარდა ამისა, სამომავლოდ SUI მის ჰოლდერებს პროექტის მენეჯმენტში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

ვალიდიატორებმა უნდა იქონიონ მინიმუმ 30 მილიონი SUI, რომ შეძლონ მონაწილეობის მიღება ქსელის დაცვაში. თუმცა, ვალიდატორებს ტოკენების მიღება ასევე დელეგატებისგანაც შეუძლიათ, რომლებიც ასევე მიიღებენ სტეიკინგის ჯილდოს.
სტეიკინგისთვის ჯილდოს განაწილების სქემა და SUI ტოკენომიკა. წყარო: docs.sui.io

სტეიკინგისთვის ჯილდოს განაწილების სქემა და SUI ტოკენომიკა. წყარო: docs.sui.io

SUI-ს აქვს 10 მილიარდი ტოკენის მაქსიმალური მიწოდება, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად: 50% Sui Foundation-ის ხაზინაზე, 20% ადრეული ინვესტორებისთვის, 14% ინვესტორებისთვის, 10% Mysten Labs, 6% Community Access Program-სა და აპლიკაციების  ტესტერებს.

პრობლემები და პერსპექტივები

როგორც თავად დამფუძნებლები აღნიშნავენ, Sui პროექტი უფრო აზიის ბაზარზეა გათვლილი. შესაძლოა, ეს გამოწვეულია აშშ-ში არსებული მარეგულირებელი სიტუაციით, რამაც Libra-ს (Diem) დახურვა გამოიწვია. თუმცა, მომავალში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

მოცემულ მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ, Sui-ს კონკურენტი (Aptos) თავს უკეთ გრძნობს, რადგან მისი ტოკენის (APT) ლისტინგი აშშ-ს უდიდეს ბირჟაზე, Coinbase-ზე განხორციელდა. ეს, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ APT-ის გავრცელების მეთოდი აირდროპია, მაშინ როცა Sui IEO-ს მიმართვავს. ტოკენების გაყიდვა ICO-ს ან IEO-ს მეშვეობით ხშირად იქცევს SEC-ის ყურადღებას.

თუ გადავხედავთ დამფუძნებლებთან სხვადასხვა ინტერვიუს, შეიძლება გავიგოთ, რომ პროექტი ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორისაა DeFi, NFT და თამაშები. სტატიის წერის მომენტისთვის Sui-ს არცერთ მათგანში არ მიუღწევია მნიშვნელოვანი პროგრესისთვის. ეკოსისტემა ჯერ კიდევ არ არის დიდი და ბლოკჩეინში დიდი აქტივობა არ შეინიშნება. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ არსებობს ადგილი ზრდისა და განვითარებისთვის. უფრო მეტიც, პროექტი კრიპტოვალუტური ბაზრისთვის არცთუ საუკეთესო პერიოდში გაეშვა.

ინვესტირების მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ 2023 წლის ნოემბერში და 2024 წლის მაისში მოსალოდნელია ტოკენების დიდი რაოდენობის განბლოკვა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინოს SUI ფასზე. გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორებმა და სხვა იღბლიანებმა, რომლებმაც შეძლეს IEO-სთვის ალოკაციის მიღება, ტოკენები $0.03 და $0.10-ად იყიდეს.