KINGSHIP: NFT-ბენდი Universal Music Group-ისგან

ფოტო - KINGSHIP: NFT-ბენდი Universal Music Group-ისგან
NFT მხოლოდ ლამაზი სურათები არ არის. არაჩანაცვლებად ტოკენებს შორის მუსიკალური ჯგუფებიც კი გვხვდება! ერთ-ერთი ასეთი პროექტი არის KINGSHIP, რომლის შემსრულებლები Yuga Labs-ის ლეგენდარული მაიმუნები გახდნენ.
მუსიკალური პროექტის NFT კოლექცია 2022 წლის მაისში ამოქმედდა. მის უკან დგას ლეიბლი 10:22PM Universal Music Group. NFT ჯგუფს, რომელიც ბევრ მომხმარებელში Gorillaz-სთან ასოცირდება, შეუძლია ნამდვილად შთამბეჭდავი შემადგენლობით დაიკვეხნოს. მისი მონაწილე სამი იშვიათი Bored Ape მაიმუნი და ერთი იშვიათი Mutant Ape მაიმუნი გახდა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი მკაფიო მოვალეობა. Arnell არის პროექტის პროდიუსერი, პასუხისმგებელია ბასსა და დრამებზე, Captain - ვოკალსა და ბასზე, KING -  ვოკალზე, ხოლო Hud - ვოკალზე, გიტარასა და კლავიშებიანი საკრავებზე. უფრო მეტიც, მათ ჰყავთ საკუთარი რუხი კარდინალი - საგზაო მენეჯერი,  ვარდისფერი ფლამინგო კურტი. მას ცოტა ადამიანი ამჩნევს, მაგრამ ის ყოველთვის ჯგუფთან ერთადაა.

ვინ იმალება ქარიზმატული პერსონაჟების უკან? რა თქმა უნდა, KINGSHIP-ის გუნდს საკმაოდ რეალური, სიმღერების ავტორები, მუსიკოსები და პროდიუსერები შეადგენენ. NFT პროექტის შექმნაზე მუშაობდნენ გრემის ჯილდოს მფლობელები და კოლექციონერი J1mmy.eth-იც კი. 

როგორია მუსიკოსებისთვის NFT სივრცეში მუშაობა?

KINGSHIP კოლექცია მოიცავს 5000 NFT-ს, სახელწოდებით Key Card. ისინი ვირტუალურ მუსიკალურ სამყაროზე წვდომას უზრუნველყოფენ და მფლობელებს სხვადასხვა პრივილეგიების გარანტიას აძლევენ. 
ეს ბარათი-გასაღები არა მხოლოდ ხსნის კარს KINGSHIP-ის სამყაროში, არამედ სრულიად ახალი საშუალებაა ხელოვანებისა და მუსიკის გასაცნობად. ეს ასევე არის შესაძლებლობა, მივაწოდოთ ჩვენს სუპერფანებს ექსკლუზიური კონტენტი, პროდუქტები და ტოკენებთან დაკავშირებული გამოცდილება
, - ამბობს 10:22PM დამფუძნებელი სელინ ჯოშუა.
KINGSHIP-თან დაკავშირებული ყველა ღონისძიების ლოკაცია კუნძული გახდა. თითოეული გასაღები ბარათი უნიკალური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მქონე კონკრეტული პერსონაჟის კოშკის ბარათი-გასაღებია. მაგრამ კოშკები მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე საინტერესო ელოდება ჯგუფის ოთხივე წევრის Key Card-ის მფლობელებს, რომლებიც კოშკების თავზე მცურავ ვილაში ხვდებიან და წარმოუდგენელ მუსიკალურ მოგზაურობას იწყებენ.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

პროექტის ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ჯგუფის შექმნის დეტალური ისტორია. მასში აღწერილია თითოეული NFT შემსრულებლის გზა და მათი საბედისწერო შეხვედრები.
იმ დროს მენეჯერი ნოეტ ალი მოხალისედ მუშაობდა და მაიმუნებს გაზის დიდი ომისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. მან სოლანას ყოფილი მეფე, რომელიც KING-ის სახელითაა ცნობილი, Ethereum-ის ბლოკჩეინთან დააკავშირა, რისთვისაც მხატვრის ვიზა გამოიყენა. გეგმის თანახმად KING-ს თავი ჯგუფის წევრად უნდა მოეჩვენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სერიოზული ნიჭი აქვს
, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საოცარი ისტორიისა, რომელიც პროექტის შემქმნელებმა kingship.io-ზე წარმოადგინეს.
ნაბიჯ-ნაბიჯ, KINGSHIP-ის პროექტი ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მეტ შესაძლებლობას, ვიდრე უბრალოდ მხიარული ნახატი და მუსიკა. დეველოპერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თხრობას, ავითარებენ სიუჟეტსა თითოეული პერსონაჟის ხაზებს.

ასევე, KINGSHIP საინტერესო კოლაბორაციების შანსსაც არ უშვებს ხელიდან. 2022 წელს NFT ბენდმა M&M's-თან ერთად ბრენდირებული კანფეტების ლიმიტირებული სერია გამოუშვა. ეს მწარმოებელი შემთხვევით არ იყო არჩეული. ლეგენდის თანახმად, M&M's KINGSHIP-ის რაიდერის სავალდებულო პუნქტიცაა და როკ-ენ-როლის ზოგიერთი ვარსკვლავის საყვარელი ტკბილეულობაც. 

2023 წლის თებერვალში NFT ბენდმა დაიწყო თანამშრომლობა Spotify-სთან, რისი წყალობითაც სტრიმინგ სერვისის მომხმარებლებს აქვთ საშუალება, პლეილისტში NFT ტრეკებიც ჩართონ. გარდა ამისა, პროექტი თავისი მერჩით ვაჭრობს და თაყვანისმცემლებისთვის ახალ მუსიკალურ თავგადასავლებს ამზადებს. 

სტატიის მომზადების მომენტისთვის, KINGSHIP კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია არის 1849 ETH, ხოლო Key Cards-ის ღირებულება 0.1 ETH-დან იწყება.