2022 წლის უახლესი ASIC მოდელები ბიტკოინის მაინინგისთვის

ფოტო - 2022 წლის უახლესი ASIC მოდელები ბიტკოინის მაინინგისთვის
იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინის მოპოვების სირთულე მუდმივად იზრდება, ამისათვის საჭიროა უფრო და უფრო მძლავრი ტექნიკა. ASIC -მოწყობილობების ხაზი ცოტა უფრო იშვიათად განახლდება, ვიდრე სმარტფონების ხაზი, ამიტომ განვიხილოთ 2022 წლის ახალი მოდელები.
დრომ, როდესაც კრიპტოვალუტის მოპოვება CPU (პროცესორებზე) და GPU (ვიდეო ბარათებზე), იყო შესაძლებელი დიდი ხანია ჩაიარა. ჯერჯერობით ასეთი მაინინგი, მხოლოდ RandomX ალგორითმით შექმნილი მონეტების შეზღუდული ჩამონათვალისთვის იყო შესაძლებელი. ყველა სხვა კრიპტოვალუტას, რომელიც  Proof-of-Work ალგორითმზე მუშაობს, ახლა უფრო ძლიერი ტექნიკა სჭირდება. CPU და GPU, რომლებიც აქტუალობას კარგავენ, სპეციალური FPGA და ASIC მოწყობილობებმა ჩაანაცვლა.

FPGA  საინტერესო უნივერსალური გადაწყვეტილება იყო  - მათი  გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მონეტის მოსაპოვებლად სხვადასხვა ალგორითმით. მაგრამ, როდესაც სასურველი იყო  სხვა ალგორითმზე მომუშავე, უფრო მომგებიან მონეტაზე გადასვლა, FPGA-ს გადაპროგრამება და გადარეგულირება სჭირდებოდა. ეს არ იყო მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სირთულეებს  უქმნიდა   ჩვეულებრივი მომხმარებელს, რომელსაც არ ჰქონდა  პროგრამირების უნარები. თანდათანობით ASIC მოწყობილობებმა FPGA-ს ჩაანაცვლეს მარტივი მიერთების გამო, თითქმის Plug&Play ფორმატში, უფრო მაღალი ეფექტურობისა და უფრო დაბალი ფასის გამო. მაგრამ ASIC-ს აქვს დიდი მინუსი, რომ თითოეული მოდელი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ალგორითმძე  მუშაობს და მხოლოდ მისი გამოყენებით მომუშავე კრიპტოვალუტებს მოიპოვებს. ბიტკოინის მოსაპოვებლად გამოიყენება ASIC მოდელების ხაზები, რომლებიც SHA-256 ალგორითმზეა მორგებული.

რა არის ASIC მარტივად რომ ვთქვათ

ASIC (ინგლ. Application Specific Integrated Circuit, რომელიც ითარგმნება როგორც სპეციალური დანიშნულების ინტეგრალური სქემა) ეს არის ვიწრო სპეციალიზებული მოწყობილობა კრიპტოვალუტის მაინინგის მიზნით კრიპტოგრაფიული გამოთვლების შესასრულებლად. CPU-სა და GPU-სგან განსხვავებით  მისი გამოყენება მაინინგის გარდა სხვა რამეზე  - შეუძლებელია. ამ მოწყობილობების ინტეგრალური სქემები უზრუნველყოფს ჰეშ-ფუნქციების სწრაფ და ეფექტურ გამოთვლას და დამონტაჟებულია სპეციალურად შექმნილ კორპუსებში საკუთარი გაგრილების სისტემით.

ASIC უპირატესობები და ნაკლოვანებები

მაინინგის სხვა ვარიანტებთან შედარებით, ამ მოწყობილობებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:
·         უზრუნველყოფენ მაღალ ჰეშრეიტს;
·         აქვთ მსუბუქი, სწრაფი და ავტონომიური კავშირი;
·         არ საჭიროებს სპეციალურ მომსახურებას/პროგრამირებას;
·         უზრუნველყოფს მაღალი ენერგოეფექტურობას CPU და GPU- სთან შედარებით;
·         აქვთ საუკეთესო ფას-ხარისხის თანაფარდობა, რაც უზრუნველყოფს მაღალ მომგებიანობას და შედარებით სწრაფ ანაზღაურებადობას;
·         აღჭურვილია ავტონომიური გაგრილების სისტემით.
 
ASIC მოწყობილობებს აქვთ შემდეგი ნაკლოვანებები: 
 
·         აქვთ მხოლოდ ერთი ალგორითმის მხარდაჭერა მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად;
·         სამრეწველო სერვერებზე არანაკლებ ხმაურობენ და გამოყოფენ სითბოს;
·         უახლესი და მძლავრი მოდელები  ცალკე კვების ბლოკს მოითხოვენ;
·         ხდება არარენტაბელური ყოველი ჰალვინგის შემდეგ, რაც მაინერების ანაზღაურებას ორჯერ ამცირებს (ეს დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება -  შემდეგი  ჰალვინგი დაგეგმილია 2024 წლისთვის).

ყველაზე ახალი და ძლიერი ASIC მოდელები ბიტკოინის მაინინგისთვის (SHA-256)

ქვემოთ მოყვანილია უახლესი მოდელები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი ჰეშრეიტები. ეს არის ყველაზე ძლიერი მოდელები ბაზარზე. ჰეშრეითი - მაინინგის მოწყობილობების სიმძლავრის საზომი ერთეული. რაც უფრო მაღალია ჰეშრეიტის დონე, მით უფრო სწრაფად მუშაობს ASIC და უფრო მეტია ბლოკის შექმნის ალბათობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიიღებთ ჯილდოს BTC-ში.
ყველაზე ახალი და ძლიერი ASIC მოდელები ბიტკოინის მაინინგისთვის (SHA-256)

ყველაზე ახალი და ძლიერი ASIC მოდელები ბიტკოინის მაინინგისთვის (SHA-256)

როგორც ცხრილიდან ჩანს, ტოპ პოზიციებს იკავებს Antminer S19 სერიის მოწყობილობები, ხოლო მთელ ბაზარზე ლიდერია Bitmain Antminer S19 XP Hyd მოდელი. ეს უაღრესად უზარმაზარი, უკონკურენტო კომპანიაა, რომელიც შექმნილია Bitmain-ის მიერ და რეკორდულ 255 Th/s-ს გამოიმუშავებს, თუმცა ამისთვის საკმაოდ ბევრსაც მოიხმარს -  5,3 კილოვატს. განვიხილოთ მისი გამორჩეული მახასიათებლები.

Bitmain Antminer S19 XP Hyd

აბრევიატურა Hyd აქ არ არის შემთხვევითი  - მოწყობილობას  აქვს  წყლით გაგრილების სისტემა. ეს არ არის პირველი ჰიდრო-ASIC მოდელი და, როგორც ჩანს, არც  უკანასკნელი იქნება. ასეთი გაგრილების ტექნოლოგია სულ უფრო პოპულარული ხდება ტრადიციულ ქულერებთან შედარებით. წყლის გაგრილება-  ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი სამაინინგო ტექნიკის თერმორეგულირების ტექნოლოგიაში. ამ მიდგომის ძირითადი უპირატესობებია ელექტროენერგიის ეკონომია, ხმაურის შემცირება და თვითაალების რისკის შემცირება.
Bitmain Antminer S19 XP Hyd

Bitmain Antminer S19 XP Hyd

Antminer S19 XP Hyd დაიკვეხნის  მწარმოებლისგან მიღებული რეკორდული პარამეტრებით. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა ბაზარზე.

მახასიათებლები

  • ჰეშრეიტი - 255 Th/s;

  • მოხმარების  სიმძლავრე  – 5, 3 კვტ;

  • ენერგოეფექტურობა - 21 J/TH;

  • ზომები (LxWxH)- 570*316*430 მმ;

  • წონა - 15,4 კგ.

მომგებიანობა

მაშასადამე, მწარმოებლის მიერ გაცხადებული მახასიათებლების, Bitcoin-ის ქსელში მაინინგის მიმდინარე სირთულის, BTC-ის საშუალო ღირებულების 20 000 დოლარის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის 1 1 კილოვატი საათში 0.04 დოლარად, ეს მოწყობილობა დღეში დაახლოებით 21 დოლარს გამოიმუშავებს. ეს თვეში დაახლოებით 630 დოლარი იქნება, ხოლო წელიწადში -  7560 დოლარი.

მაინინგი pool-ში

თუ სოლო მაინინგი არ არის თქვენი არჩევანი, შეგიძლიათ შეუერთდეთ BTC-ის ერთ-ერთ პულს. ფორმატის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ:

• კომისიის ოდენობა;

• ანაზღაურების განაღდების პირობები (მინიმალური თანხის ოდენობა);

• პულის რეპუტაცია;

• თქვენი მოწყობილობის მხარდაჭერა.

საშუალო საკომისიო, როგორც წესი, 4%-ია, თუმცა თითოეულ პულს შეუძლია საკუთარი პირობები დააყენოს, რომლებიც განსხვავდება ბაზარზე სტანდარტული პირობებისგან. ამიტომ ეს უნდა შეამოწმოთ წინასწარ. მინიმალური თანხის გამოტანა იწყება 0.005 BTC-დან, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს ნიუანსები.

როგორც ხედავთ, ბიტკოინის მოპოვებაში რთული არაფერია და არსებობს მრავალი ASIC მოდელი. დიახ, ბიტკოინის მიმდინარე კურსი და მაინინგის სირთულე ოპტიმიზმის არ გვმატებს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს, რადგან ბევრი ნიშანი და ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ფსკერს  ან კორექციის ბოლო ფაზაში  ვართ. ამის შემდეგ ტენდენცია შეიცვლება და მაინერებს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მოგების მიღება შეეძლებათ.