LG NFT-აპლიკაცია Art Lab-ს უშვებს

ფოტო - LG NFT-აპლიკაცია Art Lab-ს უშვებს
პროგრამა ხელმისაწვდომი webOS 5.0 მხარდაჭერის მქონე LG ტელევიზორებზე იქნება. პაკეტში ამერიკელი მოქანდაკის, ბარი X ბოლის ციფრული ნამუშევრები იქნება შემოთავაზებული. ყველაზე ძვირადღირებული NFT თავად ავტორის მოოქროვილი ქანდაკება და რომის პაპ იოანე პავლე II-ის სკულპტურაა.
NFT კოლექცია შეიცავს ოთხ მეტალზე დაფუძნებულ ვარიაციებს: შავი ფოლადი, ოქრო, სპილენძი და ვერცხლი. მათი ნახვა შესაძლებელი იქნება LG-ის დიდ ეკრანიან (97-, 83- და 77 დიუმიანი) OLED-ტელევიზორებზე. 
 
- რას უყურებ? 
- რომის პაპს!

GC
GN Crypto
ავტორი