Tezos-ის განახლება Lima: 1 მლნ TPS-ს გპირდებით

ფოტო - Tezos-ის განახლება Lima: 1 მლნ TPS-ს გპირდებით
19 დეკემბერს Tezos-ის საზოგადოების წევრების კენჭისყრა გაიმართა. გადაწყდა Lima-ს განახლების ამოქმედება, რომელმაც ბლოკჩეინი Tezos სრულიად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს.
განახლება Lima-ს მიზანი ქსელის მასშტაბირების, ტრანზაქციების სიჩქარისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. დეველოპერები იმედოვნებენ, რომ 2023 წელს 1 მილიონი TPS-ის ოდენობის გამტარუნარიანობას (ტრანზაქციის დამუშავების სიჩქარე წამში) მიაღწევენ. თუ ეს მაჩვენებელი ნამდვილად მიღწეული იქნება, მაშინ გადახდის ოპერატორები Visa და Mastercard Tezos-ის ფონზე მოუქნელ კუებს დაემსგავსება. შეგახსენებთ, რომ ახლა Visa  წამში დაახლოებით 65 000 ტრანზაქციას ამუშავებს, ხოლო Mastercard-ს 50 000 TPS აქვს. 
შედარებისთვის,  ბლოკჩეინებს შორის კიდევ ერთ სპრინტერს მოვიყვანთ: Solana აცხადებს, რომ მას ქსელის აჩქარება 700 000 TPS-მდე შეუძლია, თუმცა ამის შემოწმების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა. 

Tezos-ის განახლება Lima-ს თავისებურებები

შეგახსენებთ, რომ ბლოკჩეინზე Tezos მაინერებს ბეიკერებს (მცხობლებს) უწოდებენ, ხოლო კონსენსუსის ალგორითმი PoS-ის ერთ-ერთი სახეობაა და Liquid Proof-of-Stake (მონაწილეობის წილის დადასტურება) ჰქვია. ქსელში ვალიდატორები შეიძლება არა მხოლოდ კვანძების მფლობელები იყვნენ, არამედ ქსელის ჩვეულებრივი მომხმარებლებიც, რომელთა ანგარიშზე 8000 XTZ-ზე მეტია. ამიტომ, ახალი მონეტების „გამოცხობა“ ყველა დაინტერესებულ ჰოლდერს შეუძლია. 

განახლება უფრო ბეიკერებს ეხება, ვიდრე ზოგადად ბლოკჩეინს: 

1.ახლა ტრანზაქციები ღირებულების მიხედვით გადანაწილდება და მათგან ბლოკები მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება. ეს ვალიდაციის პროცესს დააჩქარებს.

2. ოპტიმიზირებულია ვალიდაციის პროცესი, რომელიც "კონვეიერის დამუშავების" სახელით არის ცნობილი და ტრანზაქციების დადასტურებას აჩქარებს. ეს აპლიკაციის ოპერატიული ასპექტებისგან შემოწმების განცალკევების გზით მიიღწევა.

3. განახლება Lima-მ შეთანხმებული გასაღებები ხელმისაწვდომი გახადა. Tezos-ის ბეიკერები ხელმოწერისა და კონსენსუსის სხვა პროცედურებში დახურულ გასაღებს გამოიყენებენ. ახლა ვალიდატორები თავისი შეთანხმებული გასაღების შეცვლას საჯარო მისამართის შეცვლის გარეშე შეძლებენ, თუ ამას უსაფრთხოების ზომები მოითხოვს.

4.  Lima ცარიელი ბლოკების წარმოებას, შენახვასა და გადაცემას კრძალავს, რაც სმარტ კონტრაქტებს გატეხების მიმართ უფრო მდგრადს ხდის.

Tezos-ზე მომხდარი განახლება Smart Rollups-ის მეორე დონის მასშტაბირების ამოქმედების ბოლო ეტაპია, რომელიც 2023 წლის თებერვალში იგეგმება. 

თეორიულად, Smart Rollups-მა ქსელის 1 მილიონ TPS -ის დონეზე უნდა გაიყვანოს. 

რაც შეეხება ასეთი მაღალი გამტარუნარიანობის პრაქტიკულ გამოყენებას, დეველოპერები განმარტებებს არ აკეთებენ. ქსელი Tezos სმარტ კონტრაქტების შესაქმნელად არც თუ პოპულარული ადგილია, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა თავს "ეთერის მკვლელს" უწოდებს. სხვათა შორის, ეს უკვე ცნობილი ოთხიდან ერთ-ერთია. 

რაც შეეხება მონეტა XTZ-ს, ის 93,42%-ით,  $12,19-ის ოდენობის ისტორიულ მაქსიმუმზე დაბლა დაეცა და $0.8-ად ივაჭრება. გამოცხადებული განახლება ინვესტორების ინტერესზე არანაირად არ აისახა.