გოლფის საზოგადოება LinksDAO-მ შეიძინა Spey Bay კლუბი

ფოტო - გოლფის საზოგადოება LinksDAO-მ  შეიძინა Spey Bay კლუბი
გოლფის მოყვარულთა დეცენტრალიზებულმა ორგანიზაციამ შეიძინა გოლფის მოედანი შოტლანდიაში, რომელიც Spey Bay კლუბს ეკუთვნის. შესყიდვისთვის DAO-მ, NFT კოლექციის გაყიდვიდან მიღებული თანხა გამოიყენა.
LinksDAO აერთიანებს 5000-მდე გოლფისტს, რომლებიც არ არიან არც ერთი კლუბის წევრები. თუ ორგანიზაცია კიდევ რამდენიმე მინდორს იყიდის, მაშინ საკუთარი კლუბის დარეგისტრირებას და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას შეძლებს. 

NFT-ები LinksDAO-ის წევრობით, დაახლოებით 9600 დოლარად იყიდება.

GC
GN Crypto
ავტორი