გადალახავს თუ არა Litecoin $100?

ფოტო - გადალახავს თუ არა Litecoin $100?
Litecoin პოპულარული რჩება ინვესტორთა ნაწილში, რომელიც დარწმუნებულია, რომ მას ბიტკოინთან კონკურენციისთვის საკმარისი პოტენციალი გააჩნია.
ერთ-ერთი პირველი ალტკოინი, Litecoin დღეს ყურადღების ცენტრშია. ეს არის დეცენტრალიზებული ერთრანგიანი კრიპტოვალუტა და ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც MIT/X11 ლიცენზიითაა გამოშვებული.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, მონეტის ღირებულება სტაბილურად იზრდებოდა, $100 ნიშნულისკენ მიიწევდა და $94,97-ზე შეჩერდა. 

ამასთან, Litecoin-ის ოფიციალურ Twitter-ანგარიშზე აღნიშნულია, რომ მონეტამ მიაღწია 150 მილიონი ტრანზაქციის ნიშნულს -  მხოლოდ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც Litecoin-მა Litecoin Core-ის ახალ მსხვილ რელიზზე მუშაობა დააანონსა. ის PSBT-ს, P2P მხარდაჭერას Light  Clients-ისთვის, გასაღების დათვალიერების ფუნქციას, გადახდის დადასტურებასა და დესკრიპტორულ საფულეებს მოიცავს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ამან Litecoin-ის საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია.

საშიმი ნაგასაკი, რომელიც ამტკიცებს, რომ კრიპტოინვესტორი 2017 წლიდან არის, ტვიტერზე დაწერა: "როდესაც #Litecoin შეწყვეტს EMA 21-ის ინდიკატორთან თამაშს, ჩვენ $LTC-ის დიდ ნახტომს დავინახავთ. ეს უკვე 4 თვეა გრძელდება ? მოდი #LTC ?, დროა.”

ამგვარ პოზიციას LTC-ის სხვა თაყვანისმცემლებმაც დაუჭირეს მხარი. მათ შორისაა შან ბელუ, რომელიც თვლის, რომ ერთ დღეს LTC $3000-ზე მეტი ეღირება და ის კიდევ ერთი ბიტკოინია. 

”სასაცილო იქნება, როდესაც მომავალში ბიტკოინერები Litecoin-ისა და Dogecoin-ის პოდკასტებზე შესვლას შეეცდებიან და უარს მიიღებენ”, — დაწერა მან ტვიტერში.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მან ასევე დასძინა, რომ საუკეთესო სავაჭრო სტრატეგიები დაუფასებელი და ნაკლებად სარისკო აქტივების გამოვლენას გულისხმობს. Litecoin ყველა მოთხოვნას ათწლეულზე მეტხნიანი, 100%-ით გამართული მუშაობის, დეცენტრალიზაციისა და ქსელის ზრდის წყალობით აკმაყოფილებს. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მომენტებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალში გამოჩნდება.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მანამდე Gagarin News წერდა Litecoin-ის დეველოპერის, ჩარლი ლის შესახებ, რომელიც კრიპტოსამყაროში საკმაოდ გამოჩენილი პიროვნებაა.