რა არის Magic (MAGIC)? პროექტის მიმოხილვა

icon MAGIC
ფოტო - რა არის Magic (MAGIC)? პროექტის მიმოხილვა
Magic (MAGIC) არის Treasure-ის მეტავერსის ეკოსისტემის ნატიური ტოკენი. ის გამოიყენება თამაშშიდა ტრანზაქციებისა და პლატფორმის მართვისთვის, ასევე აყალიბებს ერთიან ეკონომიკურ სისტემას მრავალი პროექტისთვის.

პროექტის მისია

Treasure არის  Arbitrum-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული NFT ეკოსისტემა, რომელიც სათამაშო მეტავერსების შესაქმნელად არის განკუთვნილი. მისი მეშვეობით მომხმარებლებს პლატფორმის რესურსებთან გაერთიანებული, საკუთარი ვირტუალური თხრობის ამოქმედება შეუძლიათ. კენჭისყრის შედეგად DAO წყვეტს, განხორციელდება თუ არა პროექტი Treasure-ის საფუძველზე.
წყარო: twitter.com/Treasure_DAO

წყარო: twitter.com/Treasure_DAO

Treasure-ის დამფუძნებლები არიან ჯონ პატენი, რომელიც სტრატეგიაზეა პასუხისმგებელია, გაარპი, რომელიც ზრდას უზრუნველყოფს და კარელ ვუონგი, რომელიც ოპერაციულ საქმიანობას აკონტროლებს. Treasure-ის განვითარებაზე მუშაობს სპეციალისტების გუნდი, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. მასში შედან დეველოპერები, პროექტების  მენეჯერები, მხატვრები, გეიმერები, მარკეტოლოგები, ეკონომისტები და ბრენდის შემქმნელები.

რა უნდა იცოდეთ Magic Token-ის (MAGIC) შესახებ

მიზანი

Magic (MAGIC) ასრულებს ფულის ფუნქციას კროსმეტავერსის ზოგადეკონომიკურ ფენაში. ის მუდმივად მზარდ, თხრობით ხიდებს აერთიანებს  და წარმოადგენს ერთადერთ ოფიციალურ  ვირტუალურ ვალუტას ტრანზაქციებისთვის.
წყარო: treasure.lol

წყარო: treasure.lol

Magic (MAGIC) მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს:

  • მაინინგი და მონაწილეობა პლატფორმის თამაშებში. ეკოსისტემის თითოეული პროექტი იძლევა უნიკალურ ცოდნას Magic-ისა და მასთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ. სათამაშო მეტავერსებს  შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს Bridgeworld-ს, რომელიც Treasure-ის ფლაგმანურ პროექტს წარმოადგენს. ის ეძღვნება სტრატეგიულ კომერციას, ვაჭრობასა და სოციალურ ურთიერთქმედებებს;
  • ეკოსისტემის ძირითადი კომპონენტების (ქვესტები, ცოდნა, ინსტრუმენტები და ა.შ.) შემუშავება;
  • ყიდვა ისეთ პოპულარულ კრიპტობირჟებზე, როგორიცაა Coinbase და Binance.

ტოკენის ძირითადი დანიშნულება საკუთარ მარკეტპლეის Trove-ზე თამაშშიდა საკოლექციო საგნების ყიდვა და გაყიდვაა. Magic-ის (MAGIC) განლაგება შესაძლებელია ასევე Atlas Mine-ში, ეკოსისტემის მართვის მიზნით. Treasure-ს მართავს DAO და ხმის მიცემა ტოკენის ყველა მფლობელს შეუძლია.

Treasure-ის ეკონომიკის თავისებურებები

Bridgeworld-ის ცენტრალურ მეტავერსში ეკონომიკას სამი საბაზისო  კომპონენტი აქვს:

  • ლეგიონები - მოთამაშეები, ან NFT;
  • Magic ტოკენი - ძალა;
  • საგანძური - რესურსი.

საგანძურის მეშვეობით ლეგიონები ტოკენებს მოიპოვებენ და უფრო გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქმნიან. ამრიგად, საგანძურსა და Magic-ს შორის იქმნება ბალანსი, რომელიც Bridgeworld-ის საფუძველს წარმოადგენს და სხვა მეტავერსებში ეკონომიკის აგების საშუალებას იძლევა.  

ემისია, განაწილება
წყარო: treasure.lol

წყარო: treasure.lol

Magic-ის (MAGIC) მთლიანი მიწოდება ~350,000,000 ტოკენს შეადგენს. ისინი ნაწილდება შემდეგნაირად:

  • 33% - გუნდი;
  • 25% - ეკოსისტემის ფონდი;
  • 17% - სტეიკინგი/ლიკვიდობა;
  • 15% - მაინინგი;
  • 10% - განძის ფერმა.
წყარო: treasure.lol

წყარო: treasure.lol

Magic (MAGIC) ტოკენებისთვის გათვალისწინებულია მონეტების წარმოების სიჩქარის ხელოვნური შემცირება, რომელიც ბიტკოინის ჰალვინგის იმიტაციას ახდენს. BTC-ისგან განსხვავებით, ის ტარდება არა ოთხ წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველწლიურად. დეველოპერების აზრით, საწყისი მაღალი ინფლაცია გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ამჟამინდელი მდგომარეობა ბაზარზე

Coinmarketcap-ის მონაცემებით, სტატიის მომზადების მომენტში, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, MAGIC ვირტუალური ვალუტების რეიტინგში 131-ე ადგილს იკავებს. მიმოქცევაშია 213 899 293 Magic (MAGIC). მონეტა 1,35 დოლარად ივაჭრება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია $288 824 589-ს აღწევს, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი  $56 189 603-ს შეადგენს.