ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიმკოინებმა ციფრული აქტივის სტატუსი მოიპოვეს, რომელიც იზიდავს ინვესტორებს, ვინც სწრაფ მოგებას ეძებს. ეს მონეტები შეიძლება მაცდურ ინვესტიციად მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად ინვესტიციისთვის სარისკო მიზანს წარმოადგენს.
რა არის მიმკოინები
მიმკოინები ციფრული ფენომენი გახდა, რადგანაც მათ გარშემო აქტიური მომხმარებლებისგან შემდგარი საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომელიც ერთგულების დონით იესოს მოციქულებს შეიძლება შევადაროთ.
და, პატიოსნად რომ ვაღიაროთ, შეგვიძლია დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ BTC-მაქსიმალისტები მრავალი თვალსაზრისით Shiba-მიმდევრებს ჰგვანან. მაგრამ თუ პირველი ეყრდნობა აქტივს, რომელიც უკვე გამოცდილია დროისა და ბაზრის მიერ, მაშინ ეს უკანასკნელი ენდობა მხოლოდ პოპულარული პიროვნებების და აზრების ლიდერების მოსაზრებებს.
ტრადიციული ციფრული აქტივებისგან განსხვავებით, მიმკოინებს არ გააჩნიათ ღირებულების ძირითადი საფუძვლები, რაც მათი ნამდვილი ღირებულების დადგენას ართულებს. მათი ფასები პირდაპირ დამოკიდებულია სარეკლამო კომპანიის ხარისხზე და საზოგადოების აქტიურობაზე სოციალურ ქსელებში.
გარდა ამისა, „სახუმარო“ ტოკენების ბაზარი ძალიან არასტაბილურია და იქ ფასების მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება. ნათელი მაგალითია ტოკენი Pepe, რომელიც 2023 წლის მაისის დასაწყისიდან კრაფიკზე „ამერიკული მთების ატრაქციონის ამპლიტუდას ასახავს. ეს ვოლატილობა კიდევ უფრო ძლიერდება მონეტების მაღალი კონცენტრაციით, რომელსაც ადამიანთა მცირე ჯგუფი ფლობს, რაც მიმკოინებს გარე გავლენის მიმართ დაუცველს ხდის. და "ძაღლის" და "ბაყაყის" ტოკენების ბაზარზე რეგულირების არარსებობა თაღლითური სქემებისგან ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისგან ინვესტორებს თავის დაცვას ურთულებს.
ილონ მასკი ფულს აკეთებს თუ ერთობა?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მიმკოინის ფასებზე, არის ისეთი მაღალი რანგის ფიგურების გავლენა, როგორიცაა ილონ მასკი.
აქ არის რამდენიმე მონეტა, რომელსაც მან „ხელი შეავლო“:
- Dogecoin (DOGE). დაფუძნებულია 2013 წელს პოპულარულ ინტერნეტ მიმზე შიბა ინუს ძაღლის შესახებ. არ გააჩნია გამოყენებითი ღირებულება და მკაფიო პროგრამა პროექტის განვითარებისთვის. მიატოვეს საკუთარმა შემქმნელებმა და მასკი დაეუფლა. მაისის დასაწყისში მისი კაპიტალიზაცია 10 მილიარდი დოლარია.
- Shiba Inu (SHIB). მისი შემქმნელი, ანონიმური დეველოპერი, ნიკით Ryoshi, შთაგონებული იყო მისი წინამორბედის წარმატებებით და 2020 წელს შექმნა კიდევ ერთი „ძაღლის შიტკოინი“ გამჭვირვალე საგზაო რუკის გარეშე და ინვესტორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციით. წერის დროს, ტოკენის კაპიტალიზაცია 5,2 მილიარდი დოლარია.
- ElonGate (EG). 2021 წლის მარტში ამოქმედდა. ეს იყო პატივისცეის ნიშანი ილონ მასკის, როგორც კრიპტოვალუტების მთავარი დამცველის მიმართ. დეველოპერები მალავენ სახეებს, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ტოკენის შექმნის მიზანია „სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა“. ყველაფერი კარგისთვის მებრძოლებმა ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ შთამბეჭდავ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მასკის რამდენიმე მხარდამჭერი ტვიტის წყალობით ნახევარ მილიარდ დოლარამდე პროექტის კაპიტალიზაციის გაზრდა მათ მოახერხეს.
- SafeMoon. მიმკოინი 2021 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა ვინმე ჯონ კარონის მიერ, რომელიც პროექტის მიზნად საქველმოქმედო ინიციატივების დაფინანსებას და კრიპტო-საგანმანათლებლო აპლიკაციების შექმნას ასახელებს. როგორც კი ილონ მასკმა 2021 წლის აპრილში რაკეტის emoji-ით დაწერა "SafeMoon", ტოკენის ფასი 10-ჯერ გაიზარდა. შემდეგ მილიარდერმა დაკარგა ინტერესი აქტივის მიმართ და მისი ფასი თანდათან დაეცა. მიუხედავად ამისა, პროექტის კაპიტალიზაცია ჯერ ნულამდე არ დაცემულა: წერის მომენტისთვის ის 3,6 მილიონ დოლარს შეადგენს.
- Baby Doge Coin (BABYDOGE). კრიპტოვალუტა, რომელიც Doge Meme ონლაინ საზოგადოების თაყვანისმცემლების მიერ 2021 წლის ივლისშია შექმნილი. პროექტის მთავარი მიზანია ძაღლების თავშესაფრების დაფინანსება. ბუნებრივია, მასკმა უყურადღებოდ არ დატოვა ეს შიტკოინიც. 2021 წლის 1 ივლისს მან ტვიტერზე დაწერა: „Baby Doge, doo, Doo, Doo“, რამაც ახალი მონეტის მიმართ კრიპტოსაზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამიტომ, გაშვება წარმატებით დასრულდა და ხალხი შეიკრიბა "უსახლკარო ძაღლების დასახმარებლად". ახლა პროექტის კაპიტალიზაცია 250 მილიონ დოლარს აჭარბებს. არავინ იცის, მოგების რა ნაწილი იხარჯება ძაღლის საკვებზე და ვეტერინარების ანაზღაურებაზე.
თუ დავუშვებთ მაცდუნებელ აზრს, რომ ექსცენტრიული მილიარდერი მიმკოინების ამოქაჩვით სარგებელს იღებს, მაშინ ამ მონეტების ფასწარმოებასთან დაკავშირებული ბევრი უცნაური რამ უფრო გასაგები ხდება. მაგრამ ჩვენ ხომ არ შეგვიძლია რამდენიმე კომპანიის მფლობელის ასეთ არაკეთილსინდისიერებაში ეჭვი შევიტანოთ? მაშინაც კი, თუ ამ კომპანიების აქციები ისევე გამაყრუებლად ეცემა, როგორც კოსმოსში გაშვებული რაკეტები.