აირდროპები Arbitrum-ზე: მიმკოინმანია?

ფოტო - აირდროპები Arbitrum-ზე: მიმკოინმანია?
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, Arbitrum-ის ბლოკჩეინზე უამრავი ახალი მიმ პროექტი გამოჩნდა. ყურადღების მისაქცევად და საწყისი ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ ჩაატარეს თავიანთი ტოკენების აირდროპები მომხმარებელთა შორის, რომლებსაც მანამდე ARB-ები უკვე დაურიგეს.
ასეთი პრომო კამპანიები სულ უფრო პოპულარული ხდება და დამწყებ პროექტებს ეხმარება. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვან წარმატებას მხოლოდ ერთმა მათგანმა მიაღწია,  სხვებმა კი მხოლოდ წუთიერი აჟიოტაჟი მიიღეს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პროექტები, გარკვეულწილად, ერთმანეთს ჰგავს: სახელწოდებაში ნახსენებია ხელოვნური ინტელექტი, ხშირად გააჩნიათ თითქმის იდენტური ვებგვერდები და ტოკენომიკა.

რა თქმა უნდა, მომავალში, ზოგიერთი მათგანი შეიძლება გახდეს DOGE-ს ერთგვარი ანალოგი Arbitrum-ზე, მაგრამ ძირითადად ეს არის სწრაფი ისტორიები კრიპტობაზრის აქტიური მონაწილეებისთვის გარკვეული ფულის გამომუშავების შესაძლებლობით. ყველა ამგვარი აირდროპის მუშაობს წესი მსგვსია: ადრე მიხვედი – აიღე მეტი ტოკენი. 

ქვემოთ მოცემულია პროექტების მაგალითები და იმ ადრეული მონაწილეების საშუალო შემოსავალი, რომლებმაც ისინი ATH-თან ახლოს (უმაღლესი ფასი) გაყიდეს:

1. ArbDoge AI (AIDOGE) - ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული ტოკენი. 210 კვადრილიონი მონეტის მთლიანი მიწოდებით, გუნდმა გამოიყენა დეფლაციური მოდელი (15%-ის წვა თითო ტრანზაქციაზე) და მაშინვე აამოქმედა სტეიკინგი. მისი ლისტინგი ოპერატიულად მოახდინა ბევრმა ცენტრალიზებულმა ბირჟამ (OKX, Huobi, MXC, Bitget და ა.შ.). ამის წყალობით ჰოლდერებმა თითო ანგარიშზე $500-ზე მეტი გამოიმუშავეს, რაც შეიძლება შევადაროთ მინიმალურ აირდროპს Arbitrum-ისგან.

2. ARBSHIB (AISHIB) - წინა ტოკენის თითქმის იდენტური ასლი, თუმცა უარესი შედეგით: პოპულარულმა ბირჟებმა ის უგულებელყვეს და ფასმა მნიშვნელოვანი ზრდა ვერ აჩვენა. საშუალო შემოსავალმა $5-15 შეადგინა.

3. AiShiba (shibai) - ალტერნატიული პროექტი აირდროპით არა მხოლოდ ARB-ების მფლობელებისთვის, არამედ სპეციალური NFT-ების ჰოლდერებისთვისაც. სოლიდურ ბირჟებზე (MXC, BitGet) ლისტინგის მიუხედავად, ფასი მაინც დაეცა, მაგრამ, ზოგიერთმა მომხმარებელმა დაახლოებით $10-20-ის გამომუშავება შეძლო. 

ბევრმა ასეთ დარიგებებს შეიძლება არასერიოზული უწოდოს, ვინაიდან პროექტები ხშირად თაღლითურია, ხოლო მომხმარებელთა აქტივობა არაფრის გარანტიას არ იძლევა. Მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ასეა, ახალი აირდროპები კვლავ ჩნდება, ხოლო სწორი მიდგომის შემთხვევაში, კარგი ფულის გამომუშავება საკმაოდ რეალურია. მთავარია სწრაფად მოიძიოთ ინფორმაცია და  იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც წაიღებს ტოკენებს.

ასევე საჭიროა  ყველა რისკის გათვალისწინება.   მაგალითად, პროექტების უმეტესობის კოდის შემოწმება მიუთითებს სატრანზაქციო მოსაკრებლის უკონტროლო ცვლილებების, ან შეუზღუდავი ემისიის გენერაციის საფრთხეზე. ამიტომ, პირველ რიგში ნუ შეინახავთ  დიდ თანხას იმ საფულეებზე, რომლებზეც იღებთ დროპს. მეორე, ყურადღებით წაიკითხეთ ყველა მოთხოვნილი ნებართვა და ოპერატიულად გააუქმეთ ისინი ტოკენების გაყიდვის შემდეგ.